x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პასუხი კითხვაზე: რატომ რომი?
image


ანტიკური წყაროები (ვეგეციუსი, პოლიბიოსი, იოსებ ფლავიუსი) რომაელ ლეგიონერთა შესახებ:

შეიძლება გალები მეტნი იყვნენ, გერმანელები უფრო მაღლები, ესპანელები ძლიერები, აფრიკელები მოხერხებულები, მაგრამ მათზე გამარჯვება მოიპოვეს დაკვირვებით შერჩეულმა ჯარისკაცებმა, რომელთაც კარგად ჰქონდათ შესწავლილი ომის წარმოების წესები, ყოველდღიურად ვარჯიშობდნენ და სასტიკად ისჯებოდნენ ლაჩრობისთვის. არავის არ შეეშინდება იმის გაკეთების, რაც მას ასწავლეს. საბრძოლო მოქმედების დროს, შედარებით მცირერიცხოვან მაგრამ კარგად გაწვრთნილ ჯარს გამარჯვების მეტი შესაძლებლობა აქვს. ველური, მოუმზადებელი ბრბო კი დაუცველია და დიდი საფრთხის ქვეშაა.

რომაელი ლეგიონერი გამოსადეგი იყო ნებისმიერ რელიეფურ პირობებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი დავალების შესასრულებლად.


ხანგძლივი ალყის დროს რომაელთა კიდევ ერთი უპირატესობა იყო მათი შეუპოვრობა. თუ შეხედავთ რომაელ ჯარისკაცს, მიხვდებით, რომ იმპერია მათ დაიმსახურეს და ეს არ იყო ბედის საჩუქარი. ისინი არ ელოდებოდნენ სანამ დაიწყებოდა ომი, რათა იარაღის ძალა გამოეცადათ, ისინი მხოლოდ საშიშროების დროს არ იკრიბებოდნენ. თითქოს რომაელები იარაღით ხელში იყვნენ დაბადებულები, თუმცა ისინი ისედაც ბევრს ვარჯიშობდნენ და მზად იყვნენ საომრად მოწოდებისას შეკრებისთვის. მათი ვარჯიშები უსისხლო ბრძოლები, ხოლო ბრძოლები სისხლიანი ვარჯიშები იყო. ალყისა თუ ბრძოლისას რომაელები დაუმარცხებელნი იყვნენ.

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0