x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საუბარი ცნობილ მიცვალებულებთან

image

მარკი ორსართულიან აპარტამენტში ცხოვრობდა მდინარე ტემზის პირას, მთელი ლონდონი ხელისგულივით იშლებოდა მისი სახლიდან.
ეს სახლი მან ცხრა წლის წინ შეიძინა, მაშინ იგი პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა, ზედიზედ მისმა ალბომებმა ოქროს და პლატინის სტატუსი შეიძინეს, თუმცა შემდგომ მისმა პოპულარობამ ნელ-ნელა იკლო.

სამწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა, მთელი სული და გული ჩააქსოვა, ყოველ ნოტს სათითაოდ ჩაჰკირკიტებდა და ეფერებოდა.ალბომის ჩაწერისთვის საგანგებოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხმის ინჟინერიც მოიწვია..ახალი ეფექტური კლიპის გადაღებაც საკმაოდ ძვირი დაჯდა;თუმცა კვლავ გაწბილება.

2 კვირაა გამოვიდა ახალი ალბომი, ჩარტების ასეულშიც ვერ მოხვდა, რამდენიმე რადიომ საერთოდ უარი განუცხადა სიმღერის დატრიალებაზე, "მსგავს მუსიკას ფაქტიურად მსმენელი არ ჰყავსო."ახალი კლიპი იუთუბზე დადეს..ორ კვირაში 50 ათასი ნახვა ძლივს მოაგროვა.
ახლა კი მარკი და მისი ჯგუფის წევრები საგასტროლო ტურნესთვის ემზადებიან ახალი ალბომის მხარდასაჭერად.



მარკი სახლის პირველ სართულზე ჩავიდა, აქ მუსიკალური აპარატურა იყო განლაგებული, ჯგუფის წევრებს ელოდებოდა, რეპეტიცია უნდა გაევლოთ.კარი გააღო, ინსტრუმენტებს გადახედა და სავარძელზე მიესვენა, რადიოს გადაწვდა და ჩართო, რაღაც ახალ ჰიტს უკვე მეასედ უსმენდა. "რა იდიოტობაა, რას უსმენს ეს ხალხი, გაგიჟდნენ?-გაიფიქრა მარკმა, ამას ჩემი "ალუბლის ბაღი" ან "აგვისტოს ბოლო დღე" მილიონჯერ არ ჯობია?"... საათს დახედა, ბიჭების მოსვლამდე თითქმის ერთი საათი იყო დარჩენილი, სავარძელზე უფრო მოხერხებულად მიესვენა და თავი ჩაქინდრა.....

უცებ მხარზე მსუბუქი შეხება იგრძნო, თავი ასწია, მის წინ ჯიმი მორისონი იდგა, ჯიმი მსუბუქად უღიმოდა, მარკი კიდევ უფრო დიდად გაოცდა, როდესაც ოთახს თვალი მოავლო...მის წინ დივანზე ელვის პრესლი იყო გაშხლართული, ჯიმი ჰენდრიქსი სკამზე უკუღმა იყო შემომჯდარი, ხელები სკამის საზურგეზე ჰქონდა შემოდებული და მარკს პირდაპირ თვალებში უყურებდა....უიტნი ჰიუსტონი კედელზე დაკიდებულ მარკის ოქროს და პლატინის დისკებს ინტერესით ათვალიერებდა, ხოლო ბადი ჰოლი "კორგის" უახლეს სინთეზატორს ჩაჰკირკიტებდა:"სად იყო ჩვენ დროს ამისთანები, "-პირველად სიჩუმე ბადი ჰოლიმ დაარღვია.

-გამარჯობა მარკ!-თბილად მიესალმა მორისონი.
–გაგიმარჯოთ-მარკი დაბნეული იყო.
–ჩვენ მოვედით, რომ დაგეხმაროთ-განაგრძო მორისონმა.
--შენ ძალიან სწუხარ, გინდა ძველი პოპულარობის და დიდების დაბრუნება, ხომ ასეა?
-კი ასეა-ჭოჭმანით მიუგო მარკმა.
-ჰოდა თუ გინდა ძველი დიდების დაბრუნება, ერთადერთი გამოსავალია..უნდა მოკვდე მარკ!
-???
-ჰო მარკ არ მოგესმა, უნდა მოკვდე- განაგრძო ამჯერად უკვე ჯიმი ჰენდრიქსმა.

-ჩვენ ყველა მკვდრები ვართ, სიცოცხლის ბოლო წლებში შენსავით ხელმოცარულები ვიყავით..მოვკვდით და დიდების შარავანდედით შეგვმოსეს-განაგრძო ჰენდრიქსმა- ყველაფერი კი ბადი ჰოლის მისტიური ავიაკატასტროფით დაიწყო 1959 წელს..სიკვდილი და როკ-ნ-როლის ლეგენდაც დაიბადა, ჩვენც სწორედ ბადი ჰოლის რეკომენდაციით მოვკვდით მარკ!

-ეს როგორ, რას ნიშნავს?-ჩაილუღლუღა მარკმა.

ამჯერად ბადი ჰოლი შეეშვა სინთეზატორის თვალიერებას და მარკს მოუტრიალდა:"მარკ სხვა გამოსავალი არ არის შენ უკვე ამოწურე შენი შესაძლებლობები....ავიღოთ ელვისი, სიცოცხლის ბოლო წლებში ბეჰემოტივით გასივდა და მისი კონცერტები თვითპაროდიად იქცა...დროზე გაასწრო იმ ქვეყნად ჩემი რჩევით და აჰა ახლა მკვდარი უფრო მეტ ფულს შოულობს, ვიდრე თავის დროზე ცოცხალი შოულობდა..ჯიმი ავიღოთ მორისონი, ლოთობისგან და ნარკოტიკებისგან მთლიანად დაკარგა სახე...მათი უკანასკნელი ალბომიც 0-ის ტოლფასი იყო..მოკვდა ჯიმი და 30-40 წლის შემდეგაც მათი ალბომები პლატინის სტატუსს იძენენ...უიტნი აიღე ჰიუსტონი, კითხე რა კმაყოფილია...ბოლო 10 წლის განმავლობაში ფაქტიურად მივიწყებული იყო, გარდაიცვალა და მისი ალბომები ისევ "ბილბორდის" ჩარტების სათავეში მოექცა, ხოლო იუ თუბზე მისმა კლიპების ნახვამ 100-ჯერ მოიმატა...ჰოო, ერიკ კლაპტონს თავის დროზე ჩემთვის რომ დაეჯერებინა და ფეხები გაეჭიმა, ახლა ეგ იქნებოდა გიტარის მეფე..იყოს ახლა და აჟღარუნოს პაპსა სიმღერები, -ჩაიხითხითა ბადი ჰოლიმ.

-კი მაგრამ სხვები? სხვებიც თქვენი რეკომენდაციით მოკვდნენ?მაგალითად, ფრედი მერკური ან ჯონ ლენონი -ჩაილუღლუღა მარკმა და ბადის მიაჩერდა.

-არა, ყველა არა რა თქმა უნდა, მხოლოდ ისინი, ვინც უკვე ამოწურეს შესაძლებლობები-მტკიცე ხმით უპასუხა ბადიმ.

-მომისმინე მარკ-ხვნეშით ჩაერთო ლაპარაკში ელვის პრესლი-ხომ წუხარ არა შენი ალბომი სადღაც ასეულის მიღმა რომაა?! მოკვდები და დარწმუნებული იყავი, მაშინვე ჩარტების სათავეში მოექცევა..ახლა ის კლიპიც, რომ გადაიღე და არავინ უყურებს, მაგაშიც დარწმუნებული იყავი, რომ მისი ნახვა მილიონებს გადააჭარბებს..ახლა რომ 1000 კაციან დარბაზს ძლივს ავსებ, შენი სიკვდილის შემდეგ, რომელიმე დიდ სტადიონზე გაიმართება შენი ხსოვნისადნი მიძღვნილი კონცერტი, გამოვა უამრავი შემსრულებელი, შეასრულებენ შენ ძველ და ახალ ჰიტებს, ახალგაზრდა შემსრულებლები პათეტიკურად წარმოთქვავენ, რომ შემს მუსიკაზე გაიზარდნენ, შემდგომ ხმის ჩამწერი სტუდიები დაიწყებენ შენი ალბომების ხელახლა გამოცემას...ყველა გაზეთის თუ ჟურნელის მთავრი ნიუსი იქნები...აბა ახლა დაფიქრდი, რომელი გირჩევნია ასე შეუმჩნევლად ჩრდილში ცხოვრება თუ სიკვდილი და სამუდამო შარავანდედი?-დაასრულა ელვისმა თავის გამოსვლა და კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა.

-კი კარგი წინადადებაა, მაგრამ მაინც ვიფიქრებ-თავი ჩაქინდრა მარკმა.

-გელოდებით მარკ....

ზარის გაბმული ხმა მოესმა..ზარი განმეორდა, მარკმა თავი ასწია...მიცვალებული მუსიკოსები გამქრალიყვნენ, თავი მოიქექა და კარისკენ გაემართა, გააღო და გიტარისტს და დრამერს შემოუძღვა, თანაც ნანახ სიზმარზე ეღიმებოდა..


ავტორი არაჩანდა




imageიხილეთ აგრეთვე

2
130
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
2017, 18 აგვისტო, 20:46
ჰოო სიკვდილის შემდეგ დაფასება..ზოგჯერ არადამსახურებულიც..მსოფლიო სენია
2017, 18 აგვისტო, 20:21
სამწუხაროდ მართლა ასეა, ფიროსმანი, ვან გოგიც და კიდევ ბევრი სხვა სიღარიბეში და შიმშილში მოკვდა, მოკვდნენ და...
0 1 2