x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ შევინახოთ მწვანილი, ბულიონი და სხვა პროდუქტები წლების მანძილზე. ეს უნდა იცოდეთ!
image


მაცივარი დროის ნამდვილ მანქანას არ წარმოადგენს, რომ უსასრულოდ შეინახოს თქვენი საკვები და იხნას გაფუჭებისგან, თუმცა ოთახის ტემპერატურას ნამდვილად ჯობია. დღევანდელ სტატიაში კი გასწავლით ხრიკებს, თუ როგორ შეინახოთ მწვანილი, ბულიონი და სხვა საკვები პროდუქტები წლების მანძილზეც კი.



1. მწვანილი.imageმოგეხსენებათ, რომ მაცივარში მწვანილი მხოლოდ 5 დღემდე ძლებს, შემდეგ კი ლპება ან ყვითლდება. თუ მას დაჭრით, მშრალ ცელოფანში ან ყინულისთვის განკუთვნილ კუბიკებში მცირე წყალთან ერთად გაყინავთ, ის 12 თვის მანძილზე გასტანს.


შენიშვნა: უმჯობესია მწვანილი გაყინოთ და არა გაახმოთ, რადგან გაყინული მეტად ინარჩუნებს გემოსა და არომატს.





2. ბულიონი.image
კარგი გამოსავალია ბულიონის გაყინვა.


შენიშვნა: სანამ საყინულეში შედგამთ, ჯერ მაცივარში ამყოფეთ.




3. ბანანი.image
ბანანს ძირითადად ყინავენ იოგურტისთვის, ნაღებისთვის, ნაყინისთვის.


შენიშვნა: აუცილებლად საღი ბანანი აარჩიეთ გასაყინად.




4. ყველი.image
ყველი საკვებ კონტეინერით ან ფოლგით მაცივარში მხოლოდ სამი კვირის მანძილზე ინახება. საყინულეში კი მას 4 თვე შინახავთ.




5. ტომატ–პასტა.image
ხშირია შემთხვევა, როდესაც 2–3 გამოყენების შემდეგ მთელი ქილა ტომატ–პასტა გვიობდება. მარტივი გამოსავალი აქაც არსებობს, ყინულის კუბიკებში გაყინეთ ის, შემდეგ კი მშრალი ცელოფნით შეინახეთ საყინულეში და გამოიყენეთ საჭირო ულუფის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში მას 4 თვის მანძილზე შეინახავთ.




6. ლიმონი.image
მაცივარში რამოდენიმე კვირის განმავლობაში ლიმონი შრება და ლპება. თუ მის წვენსა და ქერქს გაყინავთ, 4 თვის მანძილზე შეძლებთ გამოყენებას.




7. თხილი.image
მიწის თხილი, ნიგოზი, თხილი, ნუში დროთა განმავლობაში ობდება, მძაღდება და შრება, ასე რომ არ მოხდეს გაყინეთ და შეძლებთ 2 წლის მანძილზე შენახვას.




8. მოხარშული ბრინჯი.image
თუ შემთხვევით სალათისთვის განკუთვნილი ბრინჯი ცოტა ზედმეტი მოგეხარშათ და გადაყრა გენანებათ, შეგიძლიათ ის გაყინოთ.




9. პური.image
თუ ქალაქიდან გადიხართ გარკვეული დროის მანძილზე და პური გრჩებათ, შეგიძლიათ ის გადაახვიოთ ფოლგაში და გაყინოთ. 3 თვის მანძილზე შეინახავთ მას ამ მდგომარეობით. შემდეგ კი შეათბეთ ღუმელში ან ტოსტერში.




10. კარაქი.image
კარაქი მაცივარში დიდი ხნით არ ინახება, ის ადვილად ამძაღდება ან შეიცვლის გემოს, მაგრამ თუ საყინულეში გექნებათ ჰერმეტულად შეფუთული, 1 წლის მანძილზე შეინახავთ.




იხილეთ აგრეთვე:

ხრიკები, რომელთა ცოდნა აუცილებელია!

წარმოდგენაც არ გექნებათ რას ვჭამთ სინამდვილეში! გაოცდებით



2
2575
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2575
  
2017, 21 აგვისტო, 11:42
ჰოო მეც და ტომატის, უნდა ვცადო :)
2017, 21 აგვისტო, 9:58
მწვანილის კუბიკებმა მომხიბლა ძალიან
0 1 2