x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
2 წლის ბავშვი სიცხისგან მანქანაში გარდაიცვალა
სიმბოლური ფოტო
ავსტრიაში ორი წლის ბიჭუნა მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.ის მშობლებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ავტომანქანაში დატოვეს მარტო, მაშინ, როდესაც გარეთ ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი იყო. ბუნებრივია მზის გულზე მდგომ დახურულ სივრცეში მდგომარეობა გაუსაძლისი და სიცოცხლისათვის საშიში იყო.

ბავშვის 17 წლის დედამ და მისმა მეგობარმა მამაკაცმა 2 წლის ბიჭუნა განზრახ დატოვეს მანქანაში. როგორც მათ შემდგომში განაცხადეს, არ სურდათ ბავშვი გაეღვიძებინათ, რადგან ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მას ტკბილად ეძინა.

ბავშვის დედა და მისი მეგობარი მამაკაცი სახლში შევიდნენ და თავადაც დაიძინეს. რამდენიმე საათის განმავლობაში მათ არც კი გახსენებიათ ბიჭუნა, ხოლო როდესაც მისი მანქანიდან ამოყვანა მოიფიქრეს, უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა - ის გარდაცვლილი დახვდათ.

ბიჭუნას დაღუპვის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა პოლიციის განცხადებით, ის სიცხისაგან გარდაიცვალა.


შემთხვევა სამშაბათს, 15 აგვისტოს მოხდა, გუშინ კი ცხედარი ინსბრუკში გადაასვენეს. წყვილს ბრალი განზრახ მკვლელობაზე წაუყენეს.

1
38
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
38
  
2017, 18 აგვისტო, 16:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1