x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71200
  • ვიდეო:324258
  • სურათი:426300
რუსეთი დეგრადაციის გზას ადგას: ჩეჩნეთში გეებს და სხვა ლგბტ-ებს აპატიმრებენ, აწამებენ და ხოცავენ! (რას გვამცნობს რუსული მასმედია - "новая газета" და "эхо москвы")

2017 წელს რუსეთში, კერძოდ კი მის უკიდურეს სამხრეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღა აგორდა, როგორც ამას გვამცნობენ "ევრონიუსი" და რუსული ლიბერალური მასმედია - "новая газета" და "эхо москвы".

ჩეჩნეთში მიმდინარეობს ლგბტ ადამიანების აქტიური დაკავებები, წამება და დაპატიმრება, რაც ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯით მთავრდება, რაღა თქმა უნდა რუსული ფაშისტური კანონების და ისლამური შარიათის და ადათის მიხედვით.

ჩეჩენი ისლამისტები აშკარად ამბობენ, რომ მათი ტრადიციების თანახმად ყველა ლგბტ უნდა განადგურდეს.

რაც შეეხება ჩეჩნეთის ლიდერს - რამზან კადიროვს, ის ჯიუტად უარყოფს გეების წინააღმდეგ რეპრესიებს, მაგრამ არც იმას მალავს, რომ ეზიზღება ლგბტ ადამიანები და დიდი სიამოვნებით გაანადგურებდა ყველას, რომ შეეძლოს. კადიროვი აპელირებს ისლამური კანონებით და რუსული "დუმის" პოზიციით.

კადიროვს მხარს უჭერს რუსული პარლამენტის ანუ "დუმის" ფანატიკოსი დეპუტატი - ვიტალი მილონოვი, რომელსაც არც კი სურს ლგბტ ადამიანთა წინააღმდეგ მიმართული თავისი ჰომოფობია დამალოს და მათ "რუსული სულიერების" მტრებად მიიჩნევს და ლგბტ ადამიანებს შიდსის ვირუსის გავრცელებაში დებს ბრალს.

რუსეთის პრეზიდენტთან - ვლადიმირ პუტინთან ოფიციალური ინსცენირებული შეხვედრისას რამზან კადიროვმა უარყო ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების დევნა და ა.შ.

რუს ლგბტ ბლოგერებს ფანატიკოსი ქრისტიანები და მუსულმანები აგრესიულად უტევენ.

რუსი ლგბტ ბლოგერი ემიგრირებული ამერიკაში - ფელიქს გლუკმანი აშკარად საუბრობს ამ რეპრესიების შესახებ.

როდესაც საფრანგეთის ლიდერი - ემანუელ მაკრონი სტუმრად იყო პუტინთან და ლგბტ ადამიანთა უფლებებზე დაუწყო საუბარი, პუტინს აშკარად დაეტყო შეშფოთება. ყოველმხრივ ცდილობდა თავის დაძვრენას.

მილონოვს მიაჩნია რომ რუსეთი უფრო აქტიურად უნდა იბრძოდეს "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ და დაიცვას "სულიერი ფასეულობები".

ჩეჩნეთში მიდის აქტიური ევაკუაცია ლგბტ ადამიანების. არავის აქვს იმედი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება ოდესმე.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimage

1
36
შეფასება არ არის
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
36
  
18 აგვისტო, 16:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1