x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508462
საინტერესო ფსიქოლოგიური სინდრომები
ადამიანებს ხშირად ემართებათ უცნაურობანი. ეს ფიზიკური თუ

ფსიქოლოგიური მოვლენების უმეტესობა ამჟამად უკვე შესწავლილია

და საკუთარი დასახელებები გააჩნია. ამგვარი მოვლენები უცხო არ

ყოფილა ცნობილი მწერლებისთვის, ხელოვანებისთვის და სწავლულე-ბისთვის, რომელთაც დაიმახსოვრეს და აღწერეს თავისი გამოცდილება.


გავეცნოთ რამდენიმე მათგანს.

image სტენდალის სინდრომი-ამ სინდრომს ახასიათებს თავბრუსხვევა,

გულისცემის აჩქარება, გულის წასვლა, ხანდახან ჰალუცინაციებიც კი,

როდესაც ადამიანი იმყოფება ხელოვნების ნიმუშების, ან განსაკუთრე-

ბული სილამაზის გარემოცვაში. სინდრომს სახელი ეწოდა ცნობილი ფრანგი მწერლის საპატივსაცემოდ, რომელმაც ფლორენციაში ყოფნისას მიღებული ამგვარი გამოცდილება დაწვრილებით მოგვითხრო საკუთარ წიგნში.

image პარიზის სინდრომი-თეორიულად, შეიძლება განუვითარდეს

ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ყველაზე ხშირად აღნიშნული ტერმინი

უკავშირდებათ იაპონელებს. პირველად სინდრომი აღწერეს 2004

წელს. იგი ეხება სასტიკ იმედგაცრუებას, რომელიც განიცადეს იაპო-

ნელმა ტურისტებმა პარიზის სტუმრობისას. პარიზის იდეალიზირე-ბული სახე, რომელსაც ქმნიდნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებე-

ბი, კულტურულ შოკს იწვევდა ტურისტებში, რომელთაც ხვდებოდათ

ჭუჭყიანი ქუჩები და საკმაოდ უხეში, მოუთმენელი მოქალაქეები. ამ

მიზეზით ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით ოც იაპონელს აღე-

ნიშნებოდათ მწვავე ბოდვითი მდგომარეობა, დერეალიზაცია, დეპერ-

სონალიზაცია, შფოთვა და სხვა ფსიქიკური აშლილობები. ამ სინდრო-

მის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ინდივიდის სამშობლოში

დაბრუნება.image ადელის სინდრომი-ასე უწოდებენ ყოვლისმომცველ, ხან-

გრძლივ სიყვარულით შეპყრობილებას, ავადმყოფურ ვნებას, რომელიც უპასუხოდ რჩება. სინდრომს სახელი მიანიჭეს ჰიუგოს ქალიშვილის,

ადელის საპატივსაცემოდ. ადელმა გაიცნო ინგლისელი ოფიცერი, ალ-

ბერტ პინსონი და გადაწყვიტა, რომ ის იყო მისი საოცნებო მამაკაცი.

სამწუხაროდ მისი სიყვარული უპასუხოდ დატოვეს, მაგრამ ამის მიუ-ხედავად, ადელმა დატოვა სახლი, მოგზაურობდა იმ ქალაქებსა და

ქვეყნებში, სადაც გადაჰყავდათ ოფიცერი და თავს თვლიდა მის მეუღ-

ლედ. საფრანგეთში იგი განათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც

გაატარა ცხოვრება უკანასკნელ დღემდე.

image იერუსალიმის სინდრომი- თავს იჩენს მხოლოდ იერუსალიმში.

ტურისტი, რომელიც რელიგიური მიზნებით ჩამოდის ქალაქში, უეც-

რად გადაწყვეტს, რომ ფლობს ღვთიურ და წინასწარმეტყველურ ძა-

ლებს და მისი მისიაა, გადაარჩინოს სამყარო. ამ სინდრომს აუცილებ-

ლად ახასიათებს მეტყველებისა და მოძრაობების გადაჭარბებული

თეატრალურობა.

image

დორიან გრეის სინდრომი- ამ სინდრომით იტანჯებიან ის ადა-

მიანები, რომელნიც მთელ ძალისხმევას ხარჯავენ გარეგნული ახალ-

გაზრდობის შესანარჩუნებლად. ამ დროს ისინი იყენებენ ახალგაზ-

რდულ ატრიბუტებსა და ტანსაცმელს, თუმცა უარეს შემთხვევებში მი-

მართავენ პლასტიკურ ქირურგიასა და კოსმეტიკურ საშუალებებს. აღ-

ნიშნულ აშლილობას შეუძლია განავითაროს დეპრესია, ზოგ შემთხვე-

ვაში კი ადამიანი მიჰყავს თვითმკვლელობამდე.

image

მანიაკალური სინდრომი- აღნიშნავს მდგომარეობას, რომე-

ლიც ხასიათდება მაღლებული განწყობით, ფსიქიკური და ფიზიკური

აგზნებით. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ცოცხალი მი-

მიკა, ჩქარი ემოციური მეტყველება და ენერგიული მოძრაობა, რაც

გარშემომყოფთ აფიქრებინებთ, რომ საქმე აქვთ აქტიურ, ენერგიულ,

კომუნიკაბელურ ადამიანთან. თუმცა დროთა განმავლობაში ამგვარი

მდგომარეობიდან გადადიან დეპრესიაში, ან უძლიერდებათ სიმპტომე-

ბი, რაც აშლილობას ხდის შესამჩნევს.

1
460
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
460
  
2017, 18 აგვისტო, 16:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1