x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71200
  • ვიდეო:324258
  • სურათი:426300
უნგრეთი სთავაზობს პოლიტიკურ თავშესაფარს ირანელ მსახიობ ქალს, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო და შვედეთიდან ირანში დეპორტაცია ემუქრება

image უნგრეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს ირანელ მსახიობ ქალს აიდენ სტრენდსონს, რომელიც სამუშაო ვიზით ჩავიდა შვედეთში და იქ მოითხოვა თავშესაფრის მიღება, რადგან ირანელმა მსახიობმა ქრისტიანობა მიიღო და მას უკვე სასიკვდილო განაჩენი ან მუდმივი პატიმრობა ემუქრებოდა ირანში დაბ რუნებისთანავე. სამწუხაროდ შვედეთის საიმიგრაციო სამსახურმა არ გაითვალისწინა ის, რომ მსახიობის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება უმალვე, თუ ის დაბრუნდება ირანში. შვედეთის საიმიგრაციო სამსახურმა დაიწყო დოკუმენტების მომზადება აიდენის ირანში დეპორტაციისათვის, რამაც შვედეთის ქრისტიანულ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, საქმის რეზონანსმა კი უნგრეთის ხელისუფლების გამოხმაურება გამოიწვია და სადღეისოდ უნგრეთი სთავაზობს აიდენს პოლიტიკურ თავშესაფარს.
იმედია შვედეთის ხელისუფლება ნებას მისცემს სარწმუნოება შეცვლილ ირანელ მსახიობს თავისუფლად დატოვოს შვედეთი და გაემგზავროს უნგრეთში, რითაც მსახიობი გადაურჩება სასიკვდილო საფრთხეს ირანული შარიათის სასამართლოს მხრიდან.
უნგრეთის ვიცე–პრემიერმა გამოაქვეყნა განცხადება უნგრეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზე, სადაც ბრძანებს: "ჩვენ მოვახდინეთ დიფერენცირება ეკონომიკურ მიგრანტებსა და თავშესაფრის ნამდვილ მთხოვნელებს შორის, ჩვენი მორალური და კონსტიტუციური მოვალეობაა მივიღოთ მფარველობაში ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობის გამო იდევნებიან".

3
203
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
203
  
საწყალი ირანელი ქალბატონი.... რა ჭირი უნდათ იმ დამპალ მუსლიმ რადიკალებს? შეაღონეს გული...
კარგი სტატიაა. გაიხარე. ჩაგეთვალა კანონგარეშე. ჭკვიანი ადამიანი ხარ.
18 აგვისტო, 16:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3