x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არიან სინამდვილეში ექიმები - ეს ყველამ უნდა წაიკითხოს!
image

ექიმობა ნამდვილად კეთილშობილური პროფესიაა: ისინი ხომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და ხშირად სიცოცხლესაც გვინარჩუნებენ. ცხადია, ყველა სპეციალობის ექიმი საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ ისევე, როგორც ყველა სფეროში, მედიცინაშიც არის იუმორის ადგილი... ამის გარეშე ხომ ცხოვრება ძალიან ძნელი იქნებოდა...

წარმოგიდგენთ სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა სახალისო კლასიფიკაციას, რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდი. წაიკითხეთ და იხალისეთ...


image

თერაპევტი. ეს ექიმი არ გეგონოთ, მენეჯერია! აზრზე არ არის როგორ გიმკურნალოთ, მაგრამ შეუძლია გითხრათ, ვინ იცის როგორ გიმკურნალოთ. თუმცა, ის ფაქტი, რომ მან იცის, თუ ვინ იცის როგორ გიმკურნალოთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმ ვიღაცამ ნამდვილად იცის როგორ გიმკურნალოთ. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა საკმაოდ წინ წავიდა, იმედი ისევ მხოლოდ ღმერთის გვრჩება.



ქირურგი. გამნაღმველივითაა. ცდება მხოლოდ ერთხელ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თუ გამნაღმველი ცდება მხოლოდ ერთხელ საკუთარ ცხოვრებაში, ქირურგი ცდება მხოლოდ ერთხელ თქვენს ცხოვრებაში. მაშინაც კი, თუ ქირურგის შეცდომის შემდეგ სიცოცხლე შეგინარჩუნდებათ, ასეთი სიცოცხლე შეიძლება აღარც კი მოგინდეთ... გამნაღმველის მსგავსად, ქირურგიც ინფორმაციაზე მეტად ინტუიციას ეყრდნობა. ეს კარგიცაა, რადგან მედიცნაში დღესაც კი, ინტუიცია გაცილებით საიმედო რამაა.


ოტორინოლარინგოლოგი. ამ ექიმებს აშკარად არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ. მათ ჯერ ყელყურცხვირებს ეძახდნენ. მაგრამ ეს ალბათ არასერიოზული მოეჩვენათ, ამიტომ შემდეგ ლორ-ექიმები შეარქვეს. მაგრამ როგორც ჩანს, არც ამით დაკმაყოფილდნენ. მერე, ეტყობა, ლოგოპედებთან გადაწყვიტეს დაკავშირება, რადგან ისეთი სახელი აიღეს, რომ ლოგოპედის გარეშე ადამიანებს მისი სწორად წარმოთქმა ნამდვილად უჭირთ.

სტომატოლოგი. ზოგჯერ, ალბათ იმიტომ, რომ ეგრევე ვერ იცნოთ, თავის თავს დანტისტებს უწოდებენ. ყველაზე საშიში ექიმები არიან. კარგი ის არის, რომ საშუალოსტატისტიკურ ადამიანსთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე, მათთან ურთიერთობის სიხშირის საშუალო მაჩვენებელი 32 ვიზიტით შემოიფარგლება. ხოლო მათთვის, ვისაც სიბრძნის კბილები არა აქვს, ეს ნიშნული 28-მდე მცირდება. ტყუილად არ არის ნათქვამი, სულელებისთვის ცხოვრება უფრო მარტივიაო.



image

ოკულისტი. როგორც ჩანს, ეს სახელწოდება ძალიან მოკლე მოეჩვენათ და ოფთალმოლოგები დაირქვეს. საშინლად უსიამოვნო ადამიანები არიან, რადგან ყოველთვის უნდათ დაინახოთ ის, რისი დანახვაც თქვენს თვალებს არ სურს.

გინეკოლოგი. გადასარევი ექიმები არიან. ორჯერ ნაკლები პაციენტები ჰყავთ, ვიდრე სხვა ესკულაპებს. საინტერესოა, რომ გინეკოლოგებად იშვიათად გვხვდებიან მამაკაცები. რადგან აქ ყველაფერი ძალიან მკაცრადაა განსაზღვრული: ან მამაკაცი ხარ, ან გინეკოლოგი. აბა სცადეთ და წელიწადში 61320 საათი გაატარეთ ქალის ყველაზე საინტერესო ადგილის ყურებაში ისე, რომ მის მიმართ ინტერესი არ დაკარგოთ. არ გამოგივათ! არ შეიძლება ჰობის პროფესიად გადაქცევა.


image

ბებიაქალი. მედიცინაში ყველაზე პატივცემული ექიმი. სწორედ ის უზრუნველყოფს სამუშაოთი სხვა ექიმებს.

ვენეროლოგი. ერთადერთი ექიმი, რომელთან ვიზიტიც რაღაც სასიამოვნოსთან არის დაკავშირებული. დიახ, სასიამოვნოსთან... ოღონდ წარსულში. ეს ყველაზე პატიოსანი ექიმია. ის ერთადერთია, რომელსაც უხდით სიამოვნების გამო, მერე რა, თუ ეს სიამოვნება მან კი არა, სხვამ მოგანიჭათ...

ნევროლოგი. თეორიულად ყველაფრის განკურნება შეუძლია - გარდა სიფილისისა ან მოტეხილობის მსგავსი რაღაცეებისა - ყველა დაავადება ხომ ნერვებს უკავშირდება. პრაქტიკუალდ კი სრულიად უსარგებლოა. შეუძლია გითხრათ "არ ინერვიულოთ", მაგრამ ისევე, როგორც თქვენ, მასაც წარმოდგენა არა აქვს როგორ მიაღწიოს ამას.

ალერგოლოგი. ყველაზე პროაქტიური ექიმია. იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია (და აღსანიშნავია, რომ ამის საფუძველი ნამდვილად აქვს), რომ პლანეტის ყველა მაცხოვრებელი მისი პაციენტია. ამიტომ, ალერგოლოგის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს თქვენში რაიმე ალერგია, სანამ გაექცევით.

ფსიქიატრი. ეს კი, შესაბამისად, ყველაზე პროპასიური ექიმია. ალერგოლოგისგან განსხვავებით, იგი მხოლოდ ბუნდოვნად ხვდება, რომ პლანეტის ყველა მაცხოვრებელი მისი პაციენტია და არ უნდა სიმართლეს თვალებში ჩახედოს. სარგებელი მისგანაც ცოტაა. აბა, შეიძლება ავადმყოფს ავადმყოფმა უშველოს? საინტერესოა, რომ ფსიქოთერაპევტები არსებობენ, ფსიქოქირურგები კი ჯერად არა...


image
ნარკოლოგი. არა, ყველაზე შურიანი ექიმი ალბათ უფრო ეს არის, რადგან ცდილობს ადამიანს ცხოვრებაში უკანასკნელი სიამოვნება მოაკლოს.

სექსოპათოლოგი. გისურვებთ, არასოდეს გაგეგოთ მისი არსებობის შესახებ.

სექსოლოგი. ეს სექსოპათოლოგის ნათელი მხარეა. სექსოპათოლოგი გეუბნებათ, რომ ამასთან დაკავშირებით საქმე ცუდად გაქვთ. სექსოლოგი კი გიხსნით, როგორ შეგიძლიათ იგი გააუმჯობესოთ. მარადიული თემაა - ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის.

დერმატოლოგი. ხო, შეიძლება სახელწოდება არც თუ ისე კარგად ჟღერს, მაგრამ საკმაოდ საჭირო, თუმცა ძალიან უბედური ექიმია. გინდათ იცოდეთ ვინ ან რა ცხოვრობს თქვენს თმიან თუ სხვა ნაკლებად მისაწვდომ ადგილებში? არა? ის კი იძულებულია ამაზე იფიქროს, უფრო მეტიც, იცნობდეს ამ საზიზღრობებს.

ანესთეზიოლოგი. ძალიან სასარგებლო ექიმია. აკეთებს ისე, რომ არაფერი იგრძნოთ. აი, თუ შეცდა, უკეთესიცაა - უკვე ვეღარასოდეს ვერაფერს იგრძნობთ.

გასტროენტეროლოგი და დიეტოლოგი. პროგრესის სრულიად უსარგებლო პროდუქტი. XX საუკუნის შუა წლებამდე მათ საკმაოდ წარმატებით ცვლიდა სამკურნალო კურორტები.

იმუნოლოგი. ყველაზე ზარმაცი ექიმი. ყოველთვის ცდილობს თავისი სამუშაო თქვენს ორგანიზმს გადაულოცოს.


რეანიმატოლოგი. ყველაზე შურიანი ექიმი. იგი ვერაფრით უშვებს იმას, რომ ბედნიერი იყოთ იმ დროს, როცა თავად იძულებულია ამ გაუბედურებულ სამყაროში დარჩეს.


image

უროლოგი. ექიმი, რომელსაც ძალიან ვიწრო თვალსაწიერი აქვს. სექსოპათოლოგისა და სექსოლოგისგან განსხვავებით, იგი მამაკაცურ ღირსებებსაც კი გვერდითი ფუნქციების თვალსაზრისით განიხილავს.

კარდიოლოგი. აბსოლუტურად მოკლებულია რომატიკულ გრძნობებს. სიტყვები "გული ამიჩქროლდა", "გული ამიფრიალდა" და ა.შ. მხოლოდ მასში არ იწვევს არანაირ დადებით ემოციას.

ტრავმატოლოგი. ძალიან უყვარს სპორტი - პრაქტიკულად მისი ყველა სახეობა, გარდა ჭადრაკისა.

პედიატრი. ძალიან უმოწყალო ადამიანი, რომელიც ბავშვობას გვართმევს.


image

რევმატოლოგი. ყველაზე უვნებელი ექიმი. ჩვეულებრივ, იგი თქვენთან იმ დროს მოდის, როცა გზამართალთან ახლოს ხართ და მკურნალობის შედეგებიც დიდად მნიშვნელვანი აღარ გეჩვენებათ.

სომნოლოგი. რა იყო, არ გაგიგიათ? არადა უნდა იცოდეთ. მათ ყველაზე წმინდათაწმინდასთან აქვთ საქმე - თქვენს ძილთან. თეორიულად ძალიან სასარგებლო და უნივერსალური დარგია. მხოლოდ სომნოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საკმარისია ერთი ადამიანი გადააჩვიო ხვრინვას იმისათვის, რომ უძილობისგან იხსნათ ყველა, ვინც მის ირგვლივაა. მაგრამ აი, როგორ გადავაჩვიოთ ხვრინვას ის ერთი, ეს ჯერ ვერ გაარკვიეს.

ფიზიოთერაპევტი. უბრალოდ სადისტია. რატომღაც დარწმუნებულია, რომ დენის დარტყმა მოგარჩენთ. ალბათ ბავშვობაში შტეფსელებში თითის შეყოფა უყვარდათ და ახლა თვლიან, რომ სხვებმაც უნდა გამოსცადონ ის წამება, რომელიც ოდესღაც თავად განიცადეს.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი. ერთადერთი ექიმი, რომელიც თავს არ გვაჩვენებს, რომ ცდილობს ვიღაცის მკურნალობას.

პათოლოგოანატომი. ყველაზე მაღალპროფესიონალი ექიმი. მხოლოდ მან იცის დანამდვილებით, რით იყავით ავად.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რა გააკეთა ახალგაზრდა ექიმთან ნაცხის ანალიზზე მისულმა გოგომ - ამბავი, რომელმაც ინტერნეტი გაახალისა!

image

2. როგორ წარმოედგინათ დაორსულება სსრკ-ში: ამბავი, რომლის დაჯერებაც ძნელია

image

3. „დაორსულება როგორ ვერ გაიგეთ, მარტო იყავით?“ - ქართველი ექიმების "მარგალიტები"

image

4. როგორ გამოადგა რუსეთის ბაზარზე მოვაჭრე ქართველს ფიზიკის ცოდნა - სახალისო ისტორია

image

5. ახალგაზრდა ექთნის ამ სიტყვებმა მთელი ინტერნეტი შეძრა!

image

1
1393
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1393
  
2017, 18 აგვისტო, 16:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1