x
image
melody_inside
მამაკაცი, რომელსაც ცოლად არ უნდა გაჰყვე! 1930 წლის საოცარი რჩევები
image


ამ პატარა წიგნში, რომელიც დაწერილია პროფესორ ჰერლინგომის მიერ და გამოცემულია ჟენევაში 1930 წელს, შეკრებილია ფასდაუდებელი რჩევები ქალებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აარჩიო ქმარი.

image

მამაკაცების შესახებ თითქოსდა რა უნდა გვითხრას საინტერესო
თითქმის საუკუნის წინათ დაწერილმა წიგნმა? ისინიც სვამდნენ, ერთობოდნენ, უსაქმურობდნენ და ავლენდნენ თავიანთ სისულელეებს ისევე, როგორც ახლა. ასე რომ, რჩევები ამ ფასდაუსებელი წიგნიდან დღესაც აქტუალურია!



მაშ ასე, არ უნდა გაჰყვე ცოლად ისეთ მამაკაცს...


1. რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერს რასაც ის აკეთებს, ძალიან კარგია.

2. რომელსაც არ შეუძლია სარკეს ისე ჩაუაროს, რომ აღფრთოვანებით არ შეხედოს საკუთარ თავს.

3. რომელიც ყოველ კვირას ან უფრო ხშირად იცვლის შეყვარებულს.

4. რომელიც გატაცებულია კარტით და სპირტიანი სასმელებით.


image



5. რომელსაც ფრჩხილების კვნეტის ჩვევა აქვს ან მუდამ ბინძური ფრჩხილებით დადის. ასევე არ უნდა გაყვე ცოლად უსუფთაო, ბინძურ ადამიანს.


6. არ უნდა გაყვე ცოლად მძიმე ავადმყოფს, რადგან ოჯახი, რომელიც უნდა შექმნან ახალგაზრდებმა, წარმოადგენს არა სანატორიუმს, არამედ ბუდეს, სადაც უნდა დაიბადოს ახალი, ჯანმრთელი თაობა.


7. არ უნდა დაქორწინდე მამაკაცზე, რომელიც ცნობილია, როგორც საკმაოდ სულელი.


8. რომელიც დაბალი ღირებულებების მქონე მორალისაა, მაგალითად, მატყუარას.


9. რომელსაც არ აქვს მიზნად იშრომოს ცოლის, შემდეგ კი შთამომავლობის კეთილდღეობისთვის.


10. რომელიც ძუნწია და არ აქვს მიზნად გაახაროს თავისი ცოლი საჩუქრებით, ატაროს თეატრში და დასასვენებლად იქ, სადაც ის მოისურვებს.


11. რომელსაც არ სურს იცოდეს, რომ ცოლი უნდა იყოს ბედნიერი და გახარებული, რადგან მისი განწყობა და ჯანმრთელობა საფუძველია ოჯახური ცხოვრების კეთილდღეობისა.


12. არ უნდა იქორწინო მამაკაცზე, რომელიც გაუწონასწორებელი
პიროვნებაა.


13. რომელსაც არ შეუძლია მშვიდად იჯდეს ერთ ადგილზე 5 წუთიც კი.


14. რომელსაც აქვს ხმა, რომელიც მოგაგონებთ ძაღლის ყეფას ან შუშის მსხვრევას, რადგან ასეთი ხმა ნიშანია მოუთმენლობის და ანჩხლობის. ასეთი მამაკაცი არავითარ შემთხვევაში კეთილი არ იქნება.


15. ძალიან დაკვირვებული უნდა იყო იმ მამაკაცთან, რომელიც ერთადერთი ვაჟიშვილია ოჯახში. ასეთი მამაკაცები ისეთი დედებისგან იშვებიან, რომლებიც იტანჯებიან ინფანტილიზმით (როდესაც ქალს
შესაძლებლობა არ აქვს გააჩინოს კიდევ შვილები).


16. რომელიც თქვენზე უფროსია, 12 წელს ზემოთ, ან თქვენ ხართ მამაკაცზე უფროსი, 12 წელზე მეტით.


17. არ უნდა იქორწინოთ ცნობილ, დიდ მამაკაცებზე - დიდ მხატვრებზე, მსახიობებზე, მეცნიერებზე, მუსიკოსებზე, ექიმებზე.
რადგან ხშირად ეს ადამიანები ნერვიული, თავიანთ საქმეში მთლიანად ჩაფლულები არიან.


18. ქორწინებისთვის არ უნდა განიხილოთ დონ-ჟუანებიც. „მგელი ინიღბება, მაგრამ არ კარგავს თავის ზნე-ჩვეულებას“. ასეთ მამაკაცს არ შეუძლია შექმნას ჯანსაღი ოჯახი.



image


19. ქორწინებისთვის საშიში მამაკაცებს, ბორდელებში ვინც დადის, რადგან მათ შეიძინეს დაავადებული სული და სხეული. დაქორწინებისას ის დარწმუნებულია რომ ჯანმრთელია, მაგრამ მასში იმალება საშინელი დაავადებები, რომლებიც შემდგომ ღუპავს მას, თქვენც და თქვენს ოჯახსაც.


იხილეთ ასევე:

1. "მე 27 წლის ვარ და ერთდროულად სამ მამაკაცთან ვცხოვრობ..."


2. ეს სიყვარულია, თუ უბრალოდ კარგი სექსი? 5 მეთოდი განსხვავების საპოვნელად


3. მამაკაცებმა ქალის მკერდს რა უნდა გაუკეთონ და რა არ უნდა გაუკეთონ!


4. სწორედ ასეთი ქალია სასარგებლო მამაკაცებისთვის! ნოკაუტი მეცნიერებისგან...


5. ქალები უფრო ხშირად ღალატობენ მამაკაცებს, ვიდრე მამაკაცები ქალებს

2
431
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
431
  
2017, 18 აგვისტო, 11:33
აუცილებლად....და როგორი ქალია სასარგებლო მამაკაცებისთვის, ეს სტატია წაიკითხეთ?....4 ნომერზეა
2017, 18 აგვისტო, 11:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2