x
image
melody_inside
დაივერმა, რომელსაც ჟანგბადი გამოელია, ორი დღე გაატარა წყლის ქვეშ
სისკო გრასია მეგობარ გილიემო მასკაროსთან ერთად მაიორკის წყალქვეშა მღვიმეების გამოსაკვლევად გაემგზავრა. როდესაც ხმელეთზე ამოსვლა დააპირეს, ორი არასასიამოვნო რამ დაემართათ: დარბაზიდან გამოსვლისას შემთხვევით ისე დაეცნენ, რომ წყალი აემღვრათ, შემდეგ კი ის უსაფრთხოების თოკი დაკარგეს, რომელიც ამოსვლაში უნდა დახმარებოდათ.

image

მათ მთლიანად დახარჯეს წამოღებული ჟანგბადი. გრასიას გაახსენდა, რომ მღვიმეში ჰაერის ჯიბე არსებობს და მეგობარი იქ გადაათრია. გრასია იქ დარჩა, მასკარო კი დახმარებისთვის წავიდა.



გრასიამ სასმელი წყალი იპოვა, მაგრამ მღვიმეში ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობის გამო ჰალუცინაციები დაეწყო. ამ დროისთვის მასკარომ მოახერხა ხმელეთზე ასვლა და განდაში ატეხა. მაგრამ, წყალში ცუდი მხედველობის გამო გრასიამდე მხოლოდ ერთი დღის შემდეგ მოახერხეს დაივერებმა მიღწევა.


image
მაშველებმა გრასიას მღვიმედან გამოყვანას კიდევ რვა საათი მოანდომეს. ხმელეთზე ის წყალში ჩაყვინთვიდან სამოცი საათის შემდეგ დაბრუნდა. მთლიანობაში მან წყალში ორი დღე გაატარა.


იხილეთ ასევე:

1. მიწის ქვეშ გატარებული 17 წელი და... მაღაროელი ცოცხალი იპოვეს. დაუჯერებელი სასწაული!



2. ორი წლის ბავშვი ტარაკანებს ჭამდა 4 დღის მანძილზე მას შემდეგ, რაც დედამისი საშხაპეში გარდაიცვალა.

0
231
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0