x
image
მანჩო 777
როგორ გავასუფთაოთ კომპიუტერი მტვრისა და ჭუჭყისაგან? - ექვსი მარტივი ხერხი
მტვერი-თქვენი კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი მტერია. როგორც არ უნდა ვიცავდეთ სისუფთავეს და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მტვრის ნაწილაკებს მაინც იზიდავს ჩვენი ლეპტოპის თუ კომპიუტერის ეკრანი ისე, რომ ამას ვერც კი ვამჩნევთ მანამ, სანამ დაგროვილი მტვერი მის მუშაობას არ შეაფერხებს.

როგორ გავწმინდოთ კომპიუტერი მტვრისა და ჭუჭყისაგან?-ამაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.



1. ეკრანის გაწმენდა



image

კომპიუტერის ან ნოუთბუქის ეკრანის გასაწმენდად ხშირად გამოიყენებენ ქაღალდს ან უხეშ პირსახოცს, ანუ ყველაფერს, რაც ხელში მოჰყვებათ. ამ დროს ქაღალდის ნამცეცები და უხეში ქსოვილის ბოჭკოები ვარდება ძირს და გროვდება კლავიატურის კლავიშებს შიგნით. გარდა ამისა, ქაღალდის ხელსახოცები და უხეში ქსოვილი მცირე ნაკაწრებს ტოვებს ეკრანზე. სასურველია კომპიუტერის ეკრანი გაწმინდოთ მიკროფიბრის ხელსახოცით-ასეთი ქსოვილი კარგად წმინდავს ეკრანს, არ ცვივა ბოჭკოები და არ ტოვებს ნაკაწრებს, რადგან საკმარისად რბილია.


2. როგორ მოვაცილოთ ჭუჭყი კორპუსიდან?


image

არასოდეს გამოიყენოთ საშუალებები, რომლებიც შეიცავენ სპირტს, ამიაკს და აცეტონს. ამ აგრესიულ სითხეებს ძალუძთ მოაცილონ საღებავი კლავიშებიდან და ღილაკებიდან და დააზიანონ ეკრანი, თუ მას გამოსხივების საწინააღმდეგო დამცავი აქვს გადაკრული. უნივერსალური გამწმენდი სითხის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ წყალი და ძმარი თანაბარი პროპორციით. ამ ნარევში ფრთხილად დაასველეთ ხელსახოცი, კარგად გაწურეთ და გაწმინდეთ კომპიუტერი.


3. ნაკაწრებისა და ნაფხაჭნების მოცილება


image

ეკრანზე არსებული ნაკაწრების მოცილებაში კბილის პასტა დაგეხმარებათ. მხოლოდ დარწმუნდით, რომ ეს არაა პასტა-გელი: ის გამოუსადეგარია ამ საქმისათვის. ასევე არ გამოიყენოთ კბილის პასტა მათეთრებელი ნაწილაკებით. პასტის მცირე ნაწილი მიკროფიბრის ან ყურის ჩხირის საშუალებით დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე, დააცადეთ გახმობა და შემდეგ გაწმინდეთ სველი, კარგად გაწურული ტილოთი.



4. კლავიატურიდან მტვრის ამოწმენდა


image

კლავიატურიდან მტვრის ამოწმენდას ძალზე იოლად შეძლებთ ჩვეულებრივი თმის ფენის დახმარებით. გამორთეთ კომპიუტერი ან ლეპტოპი დენის წყაროდან, კორპუსს მოხსენით გვერდითა კედლები სახრახნისის საშუალებით, ჩართეთ ფენი ცივ ჰაერზე და ამოწმინდეთ კლავიატურა და კორპუსი.


5. მტვრის მოცილება ძნელადმისადგომი ადგილებიდან


image

ძნელადმისადგომი ადგილებიდან მტვრის მოსაცილებლად შეიძლება გამოიყენოთ სამედიცინო მსხალი-პრიცონკა. მისი საშუალებით იოლად ამოწმენდთ ისეთ ადგილებს, სადაც სისტემური ბლოკის რადიატორი და ვენტილატორია მოთავსებული. მსხალი უნდა იყოს 0, 5 ლიტრზე მეტი ტევადობის, რადგან პატარა საკმარის ჰაერს ვერ გამოყოფს.

შესანიშნავად წმენდს კომპიუტერის ნაწილებს მტვერსასრუტიც. ასე რომ, სახლის დალაგების დროს შეგიძლიათ კომპიუტერიც გაწმინდოთ მტვრისაგან, თუმცა ამისათვის საჭიროა მტვერსასრუტის მილს ბოლო ნაწილი მოაძროთ.


6. კლავიატურის ღილაკები და თაგვი (მაუსი)


image


შეურიეთ თანაბარი პროპორციით წყალი და ღვინის ძმარი, დაასველეთ ამ სითხით მიკროფიბრა და კარგად გაწურეთ. აიღეთ ბლაგვი საგანი, მაგალითად, არამჭრელი დანა ან სახაზავი, შემოახვიეთ მის ბოლოს სველი მიკროფიბრის ტილო და გაწმინდეთ კლავიშები და კომპიუტერის თაგვი.


გახსოვდეთ: რაც უფრო კარგად მოუვლით თქვენს კომპიუტერს და გაუფრთხილდებით მას, მით უფრო დიდხანს მოგემსახურებათ თქვენი ერთგული მეგობარი!

0
806
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0