x
image
natia.a
რატომ ეწოდა "შურისძიების კაბა" პრინცესა დიანას ამ სამოსს - საიდუმლო, რომელიც დიდხანს ამოუხსნელი რჩებოდა
image


1997 წლის 31 აგვისტოს დაიღუპა პუბლიკის საყვარელი პრინცესა დიანა. იგი არა მხოლოდ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის დედა იყო, არამედ სტილის ხატადაც იქნა აღიარებული. თუმცა მის უამრავ სამოსს შორის იყო ერთი, პატარა შავი კაბა, რომელსაც შემდგომში "შურისძიების კაბა" უწოდეს. რატომ მიიღო ამ კაბამ ასეთი სასტიკი სახელწოდება და ვისზე უნდა ეძია შური დიანას? ყოველივე ამას ქვემოთ შეიტყობთ.


image
1994 წელი. ლონდონის თანამედროვე გალარეა The Serpentine-ში იმართება ჟურნალ Vanity Fair-ის მიერ ორგანიზებული წვეულება გაიმართა. საპატიო სტუმრებს შორის იყო პრინცესა დიანა. მაშინ იგი ჯერ ისევ უფლისწულ ჩარლზის კანონიერი მეუღლე იყო.

და აი, პრინცესაც გამოჩნდა დიზაინერ კრისტინა სტამბოლიანის ძალიან ეფექტურ კაბაში.


image

სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები პრინცესას გამოჩენამ ძალიან გააკვირვა. ყველამ იცოდა, რომ დიანა ღონისძიებაზე Valentino-ს კაბით უნდა მისულიყო, რომელიც სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. დიდი ხნის მანძილზე ჟურნალისტები ამაოდ ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ დაიწუნა Valentino-ს კაბა პრინცესამ.



image


სამოსის შეცვლის მიზეზი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ დიანამ კაბის შეცვლა ბოლო წუთს გადაწყვიტა - სწორედ მაშინ, როცა მეუღლე გამოუტყდა, რომ კამილა პარკერ-ბოულზთან უღალატა. კრისტინა სტამბოლიანის საკმაოდ ღია, შავი კაბა მანამდე სამი წლის მანძილზე ხელუხლებლად ეკიდა პრინცესას გარდერობში და დიანა ვერ ბედავდა მის ჩაცმას.

პრინცესას სტილისტმა, ანა ჰარვიმ აღიარა, რომ იმ საღამოს დიანამ გადაწყვიტა რაც შეიძლება ლამაზი ყოფილიყო. და ეს მართლაც მოახერხა.


image
აღნიშნულ კაბას დრეს უკვე მოდის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მას "შურისძიების კაბად" მოიხსენიებენ. მოდის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს გახდა თავისებური სიმბოლო იმისა, რომ ქალი ყოველთვის მომაჯადოებლად უნდა გამოიყურებოდეს, მიუხედავად ყველაფრისა.


image
დიანას კაბა დამშვენებულია დიდი ცისფერი საფირონიანი მარგალიტის ჩოკერით. ეს აქსესუარი პრინცესას შეკვეთით სამეფო იუველირების მიერ იქნა დამზადებული იმ გულსაბნევისგან, რომელიც უფლისწულმა ჩარლზმა აჩუქა ქორწილის დღეს.


და რაღა თქმა უნდა, დიანას ხელში უჭირავს შავი ფერის კლატჩიც. ამ აქსესუარს პრინცესასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რის შესახებაც შეგიძლიაც გაეცნოთ სტატიას ბმულზე.


"შურისძიების კაბა" პრინცესას სტატუსის მქონე ქალბატონისთვის დღესაც კი საკმაოდ თამამად გამოიყურება და წარმოიდგინეთ როგორ მიიღებდა მას პუბლიკა 1994 წელს.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. იცით რატომ ატარებდა პრინცესა დიანა კლატჩებს მკერდთან ახლოს? - აბა დაფიქრდით....

image


2. მაიაკოვსკის ყველაზე შთამბეჭდავი სასიყვარულო ისტორია, რომელიც პარიზში ლეგენდად იქცა

image


3. რატომ აქვს ქალის და მამაკაცის პერანგებს ღილები სხვადასხვა მხარეს - ეს ბევრმა არ იცის!

image


4. 6 შეცდომა, რომელიც პირველმა ლედებმა სამოსის შერჩევისას დაუშვეს - ეს ისტორიას დარჩება!

image


5. რატომ შეიძულა გიორგი დანელიამ ჟან-პოლ ბელმონდო - სახალისო ისტორია ცნობილი რეჟისორის ცხოვრებიდან

image



2
4891
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4891
  
2019, 2 იანვარი, 2:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 27 ივნისი, 17:33
ძალიან საინტერესო სტატიაა♥ გარდა ამისა, სამეფო კარის ოჯახის წევრისთვის აკრძალული იყო ღია დეკოლტიანი და მოკლე კაბის ჩაცმა, დიანამ ასე იძია შური ქმარზე ღალატისთვის.
0 1 2