x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტყეში დაკარგული გოგონა ერთი თვე სოკოთი და კენკრით იკვებებოდა
imageსტუდენტმა-რადიოლოგმა გოგონამ ერთ თვეში დაიკლო 23 კილოგრამი, ხოლო მთელი სხეული მწერების ნაკბენებით, ნაკაწრებით და კოჟრებით ჰქონდა დაფარული.


2017 წლის ივლისში ქალაქ ლუისვილის(შტატი ალაბამა, აშშ) მაცხოვრებელი 25 წლის ლიზა ტერისი დაიკარგა ტყეში, იგი მხოლოდ 28 დღის შემდეგ იპოვეს მაშველებმა გზის პირას მისავათებული, ყოველგვარი დოკუმენტების და ტელეფონის გარეშე.


სტუდენტმა გოგონამ ერთ თვეში 23 კილოგრამი მოიკლო, სხეული დაკოჟრილი ჰქონდა, აგრეთვე აღენიშნებოდა ნაკბენები და ნაკაწრები, გოგონამ აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში იკვებებოდა ველური კენკროვანი ნაყოფით და სოკოთი, წყურვილის მოსაკლავად კი წყაროს წყალს იყენებდა.


ბარტ უილმა, რომელიც ლიზას ძებნის ოპერაციაში იყო ჩართული, საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა:"ველურ ბუნებაში 28 დღე უგზო-უკვლოდ ხეტიალის შემდეგ ლიზა დღეს ცოცხალია, ესაა ყველაზე ძლიერი ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობ"


image

გოგონას მდგომარეობაზე საუბრობს მისი და:"ძალიან სუსტადაა, ტკივილები აქვს და გამოფიტულია.სხეულზე ერთი დიუმიც კი არაა, დაზიანებული რომ არ ჰქონდეს."



image


როგორც ირკვევა ლიზი ერთი თვის წინ ორ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ტყეში წავიდა, რომლებიც მონადირის სახლის გაქურდვას აპირებდნენ, მაგრამ გოგონამ დანაშაულში მონაწილეობა არ ისურვა და მათ ჩამოშორდა.

ლიზის გზა აებნა და ტყიდან ვეღარ გამოაღწია.სამართალდამცავები საქმეს სწავლობენ, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.


ადგილობრივმა შერიფმა ჩად ფოლკნერმა სასწაული უწოდა მომხდარ ფაქტს, რადგან მისი 15 წლიანი პრაქტიკის მანძილზე მსგავსი ისტორია არასოდეს მომხდარა.

image



1
524
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
524
  
2017, 17 აგვისტო, 14:32
ყოჩაღ, სხვა მის ადგილზე პანიკაში ჩავარდებოდა..
0 1 1