x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ევროპის ციხესიმაგრეები და სასახლეები (ნაწილი პირველი)
image




ჩვენი კონტინენტი გამოირჩევა დედამიწაზე ულამაზესი არქიტექტურული ნიმუშებით, რომელსაც ზღაპარში გადაჰყავს მნახველი. გოთური, რენესანსის, ბაროკოს, როკოკოს და სხვა დახვეწილ არქიტექტურულ მიმდინარეობათა სინთეზი წარმოშობს იმ სამყაროს, რასაც ევროპა წარმოადგენს.



1. შვერინის ციხე-სიმაგრე. მდებარეობს გერმანიიის მეკლებურგ-ვორპომერნის ფედერაციულ შტატში ქალაქ შვერინში. აგებულია კუნძულზე მაინის ტბაზე, რომელსაც მეორენაირად შვერინის ზღვასაც ეძახიან. პირველად ამ ადგილას სასახლე 973 წელს აიგო. 1616 წელს კი ამ სახით აღდგა.


image




2. დანრობინის ციხე-სიმაგრე. მდებარეობს შოტლანდიაში. ეკუთვნოდა სუზერლანდების კლანს. ამ ადგილას ციხე-სიამგრე იდგა უკვე 1211 წელს, მაგრამ ამ სახით 1813 წელს აშენდა.


image



3. შატო დე შამბორდი. აშენდა 1519-1547 წლებში. მდებარეობს საფრანგეთში. ააშენა საფრანგეთის მეფე ფრენსის პირველმა და წარმოადგენს ფრანგული რენესანსის არქიტექტურის მშვენიერ ნიმუშს.


image



4. ბრანის ციხე-სიმაგრე, იგივე დრაკულას სასახლე მდებარეობს რუმინეთში. გრაფი ვლადისლავ დრაკულა, თურქების რისხვა და დიადი შურისმაძიებელი პატრიოტი იყო, რომელმაც ბოლო წვეთამდე აზღვევინა მტერს ევროპელ ხალხთა დაღვრილი სისხლი. სამართლიანი სისასტიკის გამო კი შემდგომში თქმულებებში ვამპირთა მამად აისახა მისი პიროვნება. ეს ციხე-სიმაგრე მე-14 საუკუნეში მთლიანად ადგილობრივთა სახსრებითა და ძალისხმევით აიგო.


image



5. ფრედერიქსბიორგის ციხე-სიმაგრე. მდებარეობს დანიაში, დედაქალაქ კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, ჰილერდში. შთამბეჭდავი რენესანსის ციხე-სიმაგრე მე-17 საუკუნეში აშენდა ლეგენდარული დანიელი მეფის - ქრისტიან მეოთხის მიერ.


image



6. სეგოვიას ალკაზარის (ალკაზის) ციხე-სიმაგრე მდებარეობს ესპანეთში, ქალაქ სეგოვიაში. ესპანეთში ბევრი ალკაზარია. ასე უწოდებდნენ ციხე-სიმაგრეებს, რომელიც ქრისტიანი მეფეების მიერ იყო აშენებული ესპანეთის არაბების მიერ დაპყრობების პერიოდში. ის დაახლოებით 1200 წელს აშენდა ამ სახით, შემდგომ საუკუნეებში კი მიემატა უამრავი დეტალი. ამ სასახლემ მისცა შთაგონება ვოლტ დისნეის კონკიას სასახლისთვის.


image



7. ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრე. მდებარეობს გერმანიაში. აიგო მე-19 საუკუნეში გერმანიის მეფის ლუდვიგ მეორის მიერ, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის გამო მალევე ჩამოაშორეს სამეფო ტახტს და არ დასცალდა დამტკბარიყო თავისი ულამაზესი ქმნილებით - ნოიშვანშტაინით. სასახლეს საფუძველი ჩაეყარა 1869 წლის 5 სექტემბერს და დასრულდა 1882 წელს სრულად.


image


ნოიშვანშტაინის გვერდითა ხედი შემოდგომით:


image


ნოიშვანშტაინი იგივე რაკურსით გაზაფხულზე:


image



8. ჰოჰენზოლერნის ციხე-სიმაგრე. მდებარეობს გერმანიაში. მისი სიმაღლე 234 მეტრია და მესამე ადგილს იკავებს მსოფლიოში. მისი პირველი ციხე აშენდა 1267 წელს. ის ახლა პრინცების გეორგ და კარლ ფრიდრიხების საკუთრებაშია. ჰოჰენზოოლნების დინასტიიდან, ვისაც ყოველთვის ეკუთვნოდა ეს ციხე.


image



9. კუტნა ჰორას ციხე-სიმაგრე. მდებარეობს ჩეხეთში, ქალაქ ბოჰემიაში, რომელიც ადრე გერმანიის იყო. მისი სახელი "პატარა ციხეს" ნიშნავს. აშენდა მე-15 საუკუნის ბოლოს და დასრულდა დაახლოებით 1490 წელს.


image


10. ბოინიცეს ციხე-სიმაგრე. სლოვაკეთი. აშენდა მე-12 საუკუნეში გოთური და რენესანსის ტიპის არქიტექტურული ელემენტებით. ამ ადგილას ბოინიცის პირველი ციხის არსებობა კი 1013 წლით თარიღდება. მისი პირველი მფლობელი იყო მეთიუ მესამე ცაკკი


ბოინიცეს ციხე სიმაგრე









სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
179
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0