x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კონჩიტა ვურსტის წინაპრები
image



როდესაც წვერებიან ქალზე მიდგება საქმე ყველას პირველ რიგში ახსენდება "ევროვიზია-2014"-ის გამარჯვებული, ავსტრიელი პოპ-მომღერალი კონჩიტა ვურსტი, თუმცა ვურსტი ქალი არცაა, არა და წარსულში მართლაც იყვნენ წვერებიანი ქალები და მოდით გავიგოთ როგორი იყო მათი ცხოვრება?

გასულ საუკუნეებში ქალი წვერებით ევროპული საკარნავალო კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო, ისინი ძირითადად მოხეტიალე ცირკში იყვნენ დასაქმებულები და სხვადასხვა ხასიათის ნომრებს ასრულებდნენ.


XIX საუკუნეში ქალი წვერებით აუცილებელი იყო რომ ცირკის დასს ჰყოლოდა, მსგავსი ქალბატონები იმდენად ბევრი იყო, რომ მაყურებელს არჩევანის საშუალება ჰქონდა, ქალს რაც უფრო დიდი წვერები ჰქონდა და რაც უფრო მახინჯად გამოიყურებოდა, მით უფრო ეტანებოდა მაყურებელი.

ბევრი ქალი იმ პერიოდში საკმაოდ კარგ ანაზღაურებას იღებდა და არა მარტო ცნობილები ხდებოდნენ, არამედ მდიდრდებოდნენ კიდეც.



1) ალისა ელიზაბეტ დოერტი(სასცენო -Minnesota Woolly Girl)-დაიბადა იშვიათი დაავადებით, რომელსაც ჰიპერტრიქოზი ჰქვია, იგი გახდა ცნობილი მთლიან სახეზე წვერების წყალობით.


image


2) ჯულია პასტრანა, მექსიკელი წვერებიანი ქალი, რომელიც რუსეთში გადასახლდა, (იქ იულია გახდა)მას ბევრი თაყვანისმცმელი ჰყავდა.მისი სიმაღლე 138 სანტიმეტრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გონებრივად ჩამორჩენილი იყო, ფლობდა რამდენიმე ენას, შეეძლო ყველა თემაზე საუბარი და ჩინებულად ცეკვავდა.


image

"მისი ხელები ლამაზია, ფეხები კოხტა, მაგრამ სახე! უზარმაზარი ყურები, დიდი, შავი თვალები, შუბლი დაბალი და გაბრტყელებული, ფართო ცხვირი, ხრტილის გარეშე, კუპრივით შავი თმები, წვერები და ბაკენბარდები... და მთლიანად მისი სახე თმითაა დაფარული"(ჩარლზ დარვინის აღწერა, რომელმაც პირადად ნახა იულია)

image

მას ბევრი სთხოვდა ცოლობას, საბოლოოდ გაჰყვა საკუთარ მენეჯერს, რომელიც მის იმიჯზე და პოპულარობაზე ზრუნავდა, ჯულია პასტრანა მშობიარობის დროს დაიღუპა მოსკოვში.



3)ანი ჯონს ელიოტი-დაიბადა 1865 წელს სახეზე თმებით, ნახა რა გოგონა ერთ-ერთი ცირკის მენეჯერმა გოგონას მშობლებს იმ დროისთვის ასტრონომიული ჰონორარი შესთავაზა, -კვირაში 150 დოლარი, გოგონას მშობლები მომენტალურად დათანხმდნენ.

image

ამის შემდეგ ანი მოგზაურობდა მთელს მსოფლიოში საგასტროლოდ.მას უამრავი თაყვანისმცემელი და მთხოვნელი ჰყავდა.გათხოვდა ორჯერ, პირველად 15 წლის ასაკში.


მეორე ქმრის დაღუპვის შემდეგ ანი მალე ტუბერკულიოზით დაავადდა და 1902 წელს გარდაიცვალა კიდეც.

image



4) მადამ კლემენტინა დელაიტი-ახალგაზრდობისას შეატყო რომ სახეზე წვერი ამოსდიოდა, ამიტომ მუდმივად იპარსავდა, მალევე გათხოვდა, შემდეგ კი საკუთარი კაფე გახსნა.

image

ერთხელაც კლემენტინა ბაზრობაზე მოხვდა, სადაც ნახა, რომ ვიღაც წვერებიან ქალს მაყურებლები ბუზებივით ეხვეოდნენ, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა წვერის მოშვება.


ამის შემდეგ იგი უზომოდ პოპულარული გახდა, გახსნა "წვერებიანი ქალის" კაფე და გამდიდრდა.

image



5)მადმუაზელ დენ დევერე-(დელინა როსა)კაბარეს მოცეკვავე, სარგებლობდა დიდი წარმატებით.


image


image




6)მადამ დალაფი


image



7)მადამ ზორო(1910 წელი)


image


8) ბრენდა-წვერებიანი ლედი-საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული კაბარეს მოცეკვავე


image




9) მადამ კრაო(დორა გუტერმანი)

image


10) უცნობი ქალები-1870-იანი წლები


image


2
534
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
534
  
2017, 17 აგვისტო, 14:33
საინტერესოა ბაქარ, თან რაღაცნაირად შენს სტილშია დაწერილი და ძალიან მომეწონა.
2017, 17 აგვისტო, 11:32
ჯულია პასტრანა – რამდენიმე ენა თუ იცოდა და ნებისმიერ თემაზე შეეძლო საუბარი, ცეკვავდა... გონებაჩლუნგად რატომ მიიჩნევდნენ? აქ სხვა რამეში იქნება საქმე! ძალიან საინტერესო სტატიაა!!!
0 1 2