x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მაიკლ ჯექსონი ცოცხალია და ბაჰრეინში გადავიდა? არსებობს ფაქტები
პოპის მეფე Michael Joseph Jackson–ი 1958 წლის 29 აგვისტოს დაიბადა. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო.


ჯექსონის ცხოვრების ასპექტები, მათ შორის, ცვლილებები მის გარეგნობაში, პირადი ურთიერთობები და ქცევები იწვევდნენ სკანდალებს. 1993 წელს იგი დადანაშაულებული იქნა მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მოგვიანებით მისი ბრალეულობა დამტკიცებული არ იქნა. 2005 წელს მას იგივე მიზეზით უჩივლეს, მაგრამ მაიკლი კვლავ უდანაშაულოდ სცნეს.


კონცერტების სერიის This Is It მომზადების პერიოდში მაიკლი გარდაიცვალა, რის მიზეზად ოფიციალურად იქნა დასახელებული პროპოფოლისა და ლორაზეპამის ჭარბი რაოდენობა. წარმოიშვა ვარაუდები, რომ მრავალი შეცდომა მუსიკოსის მკურნალობისას დაუშვა მისმა პირადმა ექიმმა– კონრად მიურეიმ. მაიკლის დასაფლავების ცერემონია გადაიცემოდა პირდაპირ ტელეეთერში - მას დაახლოებით მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს.


მტკივნეულად უცნაური იყო გულშემატკივრებისთვის მისი სიკვდილი, ამიტომ თეორიულად, თორემ, ისე არავის სჯერა ის, რომ პოპ–მეფე აღარ არის. არსებობს ფაქტები, რომლის თანახმად ჩნდება აზრი, რომ ის ცოცხალია და ბაჰრეინში გადავიდა საცხოვრებლად.



image



● მისი უკანასკნელი ფოტო იყო ყალბი. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გადავიღოთ ფოტო მანქანაში, რომელსაც ჩამუქებული მინები აქვს.

● ის, ვინც 911 დარეკა, იყო საოცრად მშვიდი და მაიკლის სახელი არც კი ახსენა, უბრალოდ თქვა, რომ ადამიანი ავადაა.

● მისი სიკვდილის დღის ჩანაწერები სათვალთვალო კამერებიდან გაქრა.

● ის იდეალურად გამოიყურებოდა სიკვდილის წინა დღეებში.

● მის სასახლეს თავი არ ჰქონია ახდილი დაკრძალვის პერიოდში არცერთხელ და ბუნებრივია ცხედარი არავის უნახავს. ოჯახის წევრებმაც კი არ დაიტირეს ის ბუნებრივად.

● ნაპოვნი იქნა მისი დღიური, სადაც ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დაგეგმილი ჰქონდა სიკვდილის ინსცენირება.

● ცხოვრების ბოლო მრავალი წელი გაატარა ბაჰრეინში და იბადება ეჭვი, რომ ის იქ გადასახლდა.



საზოგადოების დიდი რეზონანსი გამოიწვია ჯექსონის ქალიშვილის პერიზ ჯექსონის 2016 წლის ზაფხულის ფოტომ, სადაც ის ავტომობილშია და უკანა სავარძელზე ადვილად გაარჩია პოპ–მეფე მისმა თაყვანისმცემლებმა და მიმდევრებმა. image


1
1572
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1572
  
2017, 17 აგვისტო, 21:46
თუფაქზეც არის მსგავსი რამ... საკმაოდ საინტერესო ფენომენია ორივე შემთხვევა
0 1 1