x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ეს 10 ნივთი ნამდვილად იხსნის თქვენს სიცოცხლეს
სეზონი ნამდვილად გიწყობთ ხელს იმაში, რომ დაგეგმოთ ლაშქრობა, ბუნების წიაღში გასეირნება და წახემსება, თუმცა საგანგებო სიტუაციები ხშირად გვიფუჭებს შვებულებას. იმისათვის, რომ თქვენი განტვირთვის დღეებმა უნაკლოდ და იდეალურად ჩაიაროს, ამ ხრიკების გათვალისწინება ნამდვილად არ გაწყენდათ.


image


წარმოგიდგენთ 10 ნივთს, რომელთა სულ სხვა მიმართულებით გამოყენების შემთხვევაში, ველურ ბუნებაში თქვენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება.



1. ქალის "კოლგოტი".image
ბუნებაში მწერებისგან და ტკიპებისგან დასაცავად გამოგადგებათ კოლგოტი. კარგი იქნება თუ თან იქონიებთ 2 წყვილს, რომელთაგან ერთს ტრადიციულად ჩაიცვამთ, ხოლო მეორეს კი უბეს ამოაჭრით, თავზე ჩამოიცვამთ და ხელებს გაყოფთ. "ისინი" ვეღარ დაგკბენენ.





2. ნაგვის ტომრები (ცელოფანი).image
აუცილებლად იქონიეთ თან ნაგვის ტომრები, რადგან გაწვიმების შემთხვევაში, ის იდეალურად დაგიცავთ დასველებისგან.


ნაგვის ტომრები ასევე გამოგადგებათ ყინვის წინააღმდეგ. თუ ხანგრძლივი სიარული მოგიწიათ ყინვაში, აუცილებლად შემოიხვიეთ სხეულზე ტომრები, შემდეგ კი ჩაიცვით რაც შეიძლება მეტი ტანსაცმელი. ის გაყინვისგან გიხსნით.




3. სოდა.image
გარდა სხვა მრავალი სასარგებლო თვისებებისა, სოდა ძალიან კარგი საშუალებაა ხანძარსაწინააღმდეგოდ. თუ ტყეში, შემთხვევით გაგიჩნდათ ხანძარი, ის უმალ ჩააქრობს მას. (მცირე ხანძარზეა საუბარი, მიხვდებოდით)


სოდა ასევე კარგი სადეზინფექციო საშუალებაა. 1 ლიტრ წყალში 1 სუფრის კოვზი სოდის კომბინაციით, შეძლებთ ბუნების წიაღში (და არა მარტო) ხილისა და ბოსტნეულის გასუფთავებას.




4. ძმარი.image
უმნიშვნელო დამწვრობას ადვილად უმკლავდება ძმარი. თუ დამწვარ ადგილს წყალში გაზავებულ ვაშლის ძმრიან ხსნარში ჩაყოფთ, ის ტკივილს გააყუჩებს და ხელს შეუწყობს კანის სტრუქტურის სწრაფ აღდგენას.


იმისათვის, რომ გარეულ ცხოველებს თუ მწერებს ავურიოთ თავგზა, წაისვით ძმარი. ძმარი შენიღბავს თქვენს სუნს და აგარიდებთ თავიდან გარეული ცხოველების თავდასხმას.




5. წებოვანი ლენტი.image
თუ ეკალი, ხიჭვი ან შუშა შეგესოთ, ამ დროს ყველაზე კარგად დაგეხმარებათ წებოვანი ლენტი. დაზიანებულ ადგილას გადაიჭირეთ მტკიცეთ ის, შედეგად შუშა ან ეკალი მასზე შეესობა და ამოიღებთ კანიდან ადვილად.


წებოვანი ლენტი შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ, როგორც სისხლშემაჩერებელი საშუალება.




6. საათი.image
ადგილმდებარეობის ორიენტირებისთვის, მზიან ამინდში კომპასის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ საათი. თუ თქვენ ხართ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, დააყენეთ საათი სიბრტყეზე მიწის პარალელურად. საათის ისარი მიმართეთ მზისკენ. დაყავით კუთხეები საათებს შორის. შუა კუთხეში იქნება სამხრეთი, საპირისპიროდ კი ჩრდილოეთი.




7. წინდა.image
"ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის დიდი ენციკლოპედია"ს თუ დავუჯერებთ, წინდას შეუძლია წყალში დახრჩობისგან იხსნას ადამიანი.




8. ჰიგიენური ტამპონები.image
ველურ პირობებში თუ სხვა გზა არ გრჩებათ, წყლის ფილტრაციისთვის გამოგადგებათ ტამპონები. გადაჭერით ბოთლი (სხვა ჭურჭელი გამოიყენეთ), ჩაყარეთ მასში ტამპონები და დაცხრილეთ თავსახური, რათა გაფილტრული წყალი გადმოვიდეს ადვილად.


ტამპონები ასევე ხელს შეუწყობს ცეცხლის ადვილად დანთებას, რადგან ისინი ბამბისგან შედგება.




9. ჩიფსი.image
იმისათვის, რომ ცეცხლი მალე არ ჩაგვიქრეს, როდესაც დანთებისთვის სხვა კერა აღარ გაგვაჩნია, კარგი საშუალებაა ჩიფსი, რადგან ნელი ტემპით იწვის, მიზეზი კი მასში შემავალი ზეთია, რომელშიც ის დაამზადეს.




10. საღეჭი რეზინა.image
შიმშილის დაძლევაში დაგეხმარებათ საღეჭი რეზინი და ის გიმეგზურებთ სახლში მისვლამდე.



იხილეთ აგრეთვე:


რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა

მოიშორეთ სამუდამოდ კოღო, ტარაკანა და ჭიანჭველა სახლიდან! ცდათ ნამდვილად ღირს

10 ეშმაკური ხრიკი, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში დაგეხმარებათ- გაითვალისწინეთ

ხრიკები, რომელთა ცოდნა ზღვაზე აუცილებლად გამოგადგებათ. დაიმახსოვრეთ!



2
675
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
675
  
2017, 17 აგვისტო, 16:31
გაიხარე გუჯა.
2017, 17 აგვისტო, 14:31
საინტერესო და სასარგებლო სტატიაა მაკა...
0 1 2