x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დიდ ბრიტანეთში სკოლიდან გააძევეს პედაგოგი ქალი, რომელიც მოსწავლე გოგონასთან სექსუალური ურთიერთობით იწონებდა თავს

image დიდი ბრიტანეთის ერთერთი სკოლის სამსახიობო ხელოვნების პედაგოგ ქალს 2022 წლამდე აუკრძალეს მოსწავლეებთან მუშაობა და სასწავლო დაწესებულებაში მისვლაც კი.
მიზეზი კი გახდა ამ პედაგოგის კოლეგებთან საუბარი და თავის მოწონება თემაზე-თუ როგორი სახის სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან.
36 წლის სარა ბარტონმა სკოლაში იმუშავა ცხრა წელი. გასულ წელს კოლეგასთან გულახდილად მოთხრობილმა ისტორიამ არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური სახის ურთიერთობის შესახებ, მალევე "ცუდი როლი" ითამაშა სარასათვის-კოლეგამ სკოლის ხელმძღვანელობას მოუთხრო სარას მიერ მისთვის მოყოლილი ისტორია. არ გახმაურებულა თუ რამდენი წლისაა სარას "პარტნიორი", მაგრამ ცნობილია, რომ გოგონა არასრულწლოვანია და სარას მოსწავლე გახლდათ.
სარას მიერ კოლეგა ქალისათვის გაგზავნილი სურათი კი სარას წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, ამ სურათზე სარა და მისი მოსწავლე კოცნიან ერთმანეთს.
სხვა ნაცნობმა კი საზოგადოებას მოსდო სარას მიერ მასთან გამხელიი ისტორია, თუ როგორი სახის სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა სარას არასრულწლოვან მოსწავლესთან.
იგივე ნაცნობმა სასამართლოსაც გაუმხილა სარას მონათხრობი, თუ ამდენჯერ ჰქონდა სექსუალური სახის ურთიერთობა მინდორში მდგარ მანქანაში მოსწავლესთან. არც ის დაუმალავს თუ როგორ მოუყვა მას სარა სარას და მისი "პარტნიორი" გოგონას ყოფნაზე ლონდონის ერთერთ სასტუმროში მიუზიკლზე დასწრების მერე.
სარა"პარტნიორი" გოგონას მშობლებსაც კარგად იცნობდა და ოჯახშიც რამდენიმეჯერ იყო ნამყოფი.
კოლეგების მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად სარამ არ შეწყვიტა ურთიერთობა მოსწავლესთან, რაც საბოლოო ჯამში მისი სკოლიდან დათხოვნის მიზეზი გახდა.
როგორც კი გახმაურდა სარას ისტორია მის მიმართ დაინიშნა განათლების სამინისტროში დისციპლინარული კომისიის მოსმენა, კომისიამ ჩათვალა, რომ სარა ბარტონმა დაარღვია ეთიკის ნორმები და მისი საქმე გადასცა სასამართლოს, სადაც სასამართლომ გაითვალისწინა რა, რომ მისმა დამცველებმა დაამტკიცეს, რომ სარა ბარტონი ადრე არ იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში შემჩნეული გამოიტანა განაჩენი: სარა ბარტონს აეკრძალოს პედაგოგიური სწავლების უფლება 2022 წლამდე.
პ.ს
ანალოგიური ქმედებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალბატონ სარას 16 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა.
imageimage


2
71
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
71
  
2017, 16 აგვისტო, 21:58
იციან დიდ ბრიტანეთში ამ მხრივ ლიბერალური კანონები რომაა. :(((
2017, 16 აგვისტო, 21:37
ესტაფეტა აიღეს ამერიკელებისგან?თან უფრო უკუღმართი
0 1 2