x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სატანისტური ეკლესია და მეცნიერული სატანიზმი ამერიკასა და რუსეთში - ბნელი კონტრკულტურა (პროექტი "დაიმონი" და ენტონი ლავეის მემკვიდრეობა, ამბოხი ზეციური ტირანიის წინააღმდეგ)
ახლა მე შევეხები მეტად საინტერესო თემას; სატანიზმს. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ "ტრადიციულ" სინათლის რელიგიებში დემონები ითვლებიან აბსოლუტურ ბოროტებად, მავნებლებად და სადისტებად, რომლებიც ებრძვიან ზეცას და ადამიანთა მოდგმას, ისინი განდევნილნი არიან ზეციდან "უწესო საქციელის" და "ამბოხის" გამო. დემონთა გამო მსოფლიოში საუკუნეთა მანძილზე დიდი პანიკა და აჟიოტაჟი იყო ატეხილი და პრინციპში არც ახლა აქვს ზოგიერთ მორწმუნე აბრაამიტს ტვინში ყველაფერი კარგად. სიტყვა დემონის გაგონებაზე სახე ემანჭებათ და რეპრესიების ხასიათზე დგებიან, ებრძვიან პოპ კულტურას, მეცნიერებას და თვლიან, რომ "სამყაროს აღსასრული" ახლოსაა. სინათლის რელიგიების მიმდევარი ფანატიკოსები თესავენ ტერორიზმს და ფაშიზმს, ებრძვიან ლგბტ ადამიანებს, მეცნიერებას, ეზოთერულ ფილოსოფიას, მოკლედ რომ ვთქვათ ყოველმხრივ ცდილობენ სიცოცხლე მოუშხამონ განსხვავებული ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებს და გაანადგურონ ყველა ვინც მათ რელიგიურ რეპრესიულ იდეოლოგიას არ იზიარებს. სინათლის რელიგიებში დემონები:ლუციფერი, სატანა, ბელიალი და ლევიათანი ითვლებიან საზარელ ავ სულებად და ჯოჯოხეთის (ინფერნალური განზომილებების) იმპერატორებად. სრულებით განსხვავებული წარმოდგენები აქვთ სატანისტებს ანუ ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ სინათლის რეპრესიულ რელიგიებს და უყვართ ბნელი ძალები. სატანიზმში არსებობს ორი ძირითადი ფილოსოფიური მიმდინარეობა:1)სატანისტური რელიგია (ეკლესია) და 2)მეცნიერული ფილოსოფიური სატანიზმი. სატანისტური რელიგია დააარსა ამერიკელმა მაგმა და ფილოსოფოსმა ენტონი შანდორ ლავეიმ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში. მან დაწერა წიგნი "სატანური ბიბლია". სატანიზმი გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც, მაგ. რუსეთში.განსხვავება იმაშია, რომ სატანისტურ რელიგიაში ადამიანები დემონებს ეთაყვანებიან როგორც ღმერთებს. ბნელი რელიგია ნაწილობრივ წააგავს ტრადიციულ რელიგიებს ბევრი ელემენტით, მაგ. ლოცვა, რიტუალები, ტაძრები, წმინდა წიგნი და თაყვანისცემა, თუმცა განსხვავდება კიდეც, რადგან სატანიზმი უარყოფს ტრადიციულ რეპრესიულ მორალს და ზნეობას, უპირისპირდება და ებრძვის ზეციურ ტირანს, რომელსაც ბრიტანელმა ბიოლოგმა რიჩარდ დოკინსმა უწოდა:"განდიდების მანიით შეპყრობილი სადომაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე". სატანისტები სწორედ ამით აპელირებენ, მათი მტკიცებით ყველაფერი პირიქითაა.სწორედ დემონები არიან კეთილები და მოსიყვარულეები, განათლებულნი და სამართლიანები, ხოლო ზეცის ანგელოზები და უფალი იაჰვე წარმოადგენენ მხოლოდ ტირანიულ, დესპოტურ და ფაშისტურ-კონსერვატიულ დიქტატურას, რომლის მიზანია ადამიანებში მონური ფსიქოლოგიის ჩანერგვა. ზეცის მამას ადამიანთა დამონება სურს, ხოლო ლუციფერს განთავისუფლება. სატანა ებრძვის არა სიკეთეს, არამედ ზეციურ ტირანიას და ანგელოზების მიერ მოწოდებულ რეპრესიულ იდეალისტურ მორალს. ლუციფერი ესაა თავისუფალი განათლება და ამბოხი ზეცის მორალის წინააღმდეგ. რუსული სატანისტური ეკლესიის ლიდერია - ოლეგ სატანოვსკი. ამჟამად ამერიკულ სატანისტურ ეკლესიას ხელმძღვანელობს ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომის მქონე ინტელექტუალი - ლუსიენ გრივზი.

რუსეთში არსებობს სატანისტური მეცნიერული ჯგუფი - "პროექტი დაიმონი". ესენია რაციონალისტი სატანისტები, ისინი არ ეთაყვანებიან სატანას და სხვა დემონებს, როგორც ქრისტიანები ანგელოზებს და ზეციურ ელოჰიმ იაჰვეს ("უფალს"), ისინი არ იკრიბებიან ტაძრებში და არ ლოცულობენ. რაციონალური სატანიზმის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ დემონთა თაყვანისცემა და მათგან უფასო საჩუქრის ან დახმარების ლოდინი უაზრობა და აბსურდია. მათი მტკიცებით სატანა არის ძლიერების და ევოლუციის სული, რომელიც არაფერსაც არ ჩუქნის, თაყვანისცემა უაზრობაა, რადგან სატანიზმი რელიგია არაა, სატანა უბრალოდ ეხმარება ადამიანს და უბიძგებს იპოვოს საკუთარ თავში შინაგანი ძალები, წელში გაიმართოს, დაამარცხოს მტრები და გახდეს ზეკაცი (პრინციპში ამგვარი სატანიზმი წააგავს ნიცშეს ნიჰილიზმს).

მათი აზრით სატანიზმი ესაა როცა ადამიანი ძლევს ცხოვრებისეულ პრობლემებს და აღწევს იმას რაც სურს თავად. სატანიზმი უარყოფს შურს და ეჭვიანობას. მეცნიერი სატანისტები ცდილობენ გამოიკვლიონ დემონთა შესახებ მითები და ლეგენდები მსოფლიოს რელიგიებში და მითოლოგიაში. მათი მიზანია სკეპტიკური და რაციონალური ანალიზი. ამგვარი სატანიზმი ცდილობს შეუთავსოს ერთმანეთს მატერიალისტური მეცნიერება და სატანიზმი. პროექტი "დაიმონის" წევრები არიან: კარა მერგენი, ვარაქსი, ველესლავი, ალექსეი მუმრიკი, სევერინა ტრაუერა და ა.შ.

მსოფლიოს ისტორიაში არაერთხელ აგორებულა სკანდალი სატანისტების გარშემო. მათ მრავალჯერ სდებდნენ ბრალს სხვადასხვა კრიმინალში, მაგრამ ისინი მუდამ უარყოფდნენ ყველა სახის ბრალდებას.


ცნობილია, რომ ენტონი ლავეი ვერ იტანდა კორუფციას რელიგიებში და ემხრობოდა იმ აზრს რომ რელიგიური ორგანიზაციები არ უნდა იყვნენ განთავისუფლებულნი გადასახადებისგან.

ოფიციალური სატანიზმის მიხედვით წყვდიადის მეომარ ადამიანს და დემონს უნდა ჰქონდეს შემდეგნაერი ფასეულობები: 1) მოწყალება 2) ღირსება 3) ძლიერება 4) სიმამაცე 5) გონივრული ეგოიზმი 6) ერთგულება 7) სამართლიანობა 8) გამჭრიახობა.

სატანიზმი ამტკიცებს, რომ ლუციფერმა გაანთავისუფლა ანგელოზთა ნაწილი. ლუციფერმა კი არ აცდუნა ადამი და ევა არამედ ტირან ღმერთს მარწუხებიდან გამოსტაცა ცოდნის ვაშლის დახმარებით, ადამმა და ევამ შეიცნეს რომ ელოჰიმი ანუ უფალი იყო ბოროტი და ამიტომაც ელოჰიმმა ისინი გააძევა, ხოლო ლუციფერი დასწყევლა.

ქვესკნელს მართავს 4 სტიქია:

1) ჰაერის სტიქია - ლუციფერი და ჰაერის სულები - სილფიდები

2) ცეცხლის სტიქია - სატანა და ცეცხლის სულები - სალამანდრები

3) მიწის სტიქია - ბელიალი და მიწის სულები - გნომები

4) წყლის სტიქია - ლევიათანი და წყლის სულები - უნდინები

სულებს ბერძნულად ეწოდებათ - ელემენტალები. მაღალი კლასის დემონებს "დაიმონები".

ძველ ბერძნებს სჯეროდათ რომ არსებობენ 2 ტიპის დემონები: 1) აგატოდაიმონ - კეთილი დემონები და 2) კაკოდაიმონ - აგრესიული და ბოროტი დემონები.

თავად სიტყვა "დემონი" ანუ დაიმონი არის ბერძნული და ნიშნავს ბუნების ბრძენ ღვთაებას ან მეამბოხე სულს.

თავად ფილოსოფოსი სოკრატე ამბობდა, რომ დემონებისგან იღებდა მთელ თავის სიბრძნეს.

ამ სტატიაში რაც არის მოცემული არის ფაქტი და არა ჩემი მოსაზრება მხოლოდ. აქ მოცემულია უმეტესად ფილოსოფოსთა და სხვადასხვა სწავლულთა მოსაზრებები, აგრეთვე ისტორიული ფაქტები.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageსატანისტები აგრეთვე ეთაყვანებიან ინდუისტურ ბნელ ღმერთებსაც, მაგ. შივას და კალის. შივა და კალი არიან ორად ორი ღვთაება მსოფლიოს რელიგიებში, რომლებიც ერთდროულად სინათლის ღვთაებებიც არიან და ბნელეთის დემონებიც. შივას დემონური სახელია - შივა მაჰა ასურა, ხოლო კალის - კალი მაჰა ასური.

სხვათაშორის სიტყვა "შივა" ძველინდურად ნიშნავს - კეთილს.

სატანიზმში არის უთვალავი ბნელი ღვთაება ინდური და იაპონური რელიგიებიდან. ყოველივე ეს არის ფაქტები.

3
323
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
323
  
2018, 12 აგვისტო, 19:21
არ ვიცი ვინ ხარ ძამია, მაგრამ რისფექთ. მაგარ სტატიებს წერ.
2017, 17 აგვისტო, 5:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3