ადოლფ ჰიტლერს ხატვა რომ გაეგრძელებინა, მსოფლიო სისხლისღვრას გადარჩებოდა, ჰიტლერი კი ცნობილი მხატვარი გახდებოდა
მსოფლიოში მუდამ იყვნენ და სავარაუდოდ, მომავალშიც იქნებიან გენიოსი ადამიანები, რომლებიც ნიჭის წყალობით ადვილად აღწევენ წარმატებებს, თუმცა მეორეს მხრივ ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი საკუთარი ამბიციების ტყვე და სწორედ ამ ამბიციების მსხვერპლი ხდება.
ამ სტატიაში ერთ-ერთ ასეთ უდაოდ ნიჭიერ ადამიანზე მინდა მოგითხროთ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი მისი, როგორც მხატვრის ნიჭიერებაზე. საუბარია ადოლფ ჰიტლერზე, პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ეფრეიტორზე, რომელიც თავისუფალ დროს მხატვრობით იყო დაკავებული.
ჰიტლერის მრავალრიცხოვან ჰობს შორის ერთ-ერთი იყო ხატვა. ის ისე გაიტაცა ხატვამ, რომ ერთი პერიოდი სურვილი გაუჩნდა გამხდარიყო პროფესიონალი მხატვარი, მიზეზთა გამო მას ეს არ გამოუვიდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერმა ჰობი პროფესიად ვერ გაიხადა ის აგრძელებდა ხატვას. მას განსაკუთრებით უყვარდა ქალაქის პეიზაჟების ხატვა. ძნელია დაიჯერო, ამ სურათების ავტორი როგორ შეიძლება ყოფილიყო დაუნდობელი ტირანი, მაგრამ, ფაქტია, ამ სურათების ავტორმა გაუგონარი სისასტიკით გაითქვა სახელი. გთავაზობთ გერმანიის ფიურერად და რაიხსკანცლერად აღზევებული ეფრეიტორი, მოყვარული მხატვის ნახატებს. ნახატებს, რომლებიც ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე სისხლისმღვრელი ომების ავტორს და "შემოქმედს".