x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფოტო "ფეიკი", რომელმაც სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია

image ჩინური წარმოების ნიშანი სამწუხაროდ უხარისხოდ დაკოპირებულთან, რომ ასოცირდება ყველასთვის ნათელია. სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რევოლვერისათვის ჩინელების მიერ შექმნილმა ჯავშანგამტანმა ვაზნებმა (სად რევოლვერი და სად ჯავშანგამტანი ვაზნები საერთოდ გაუგებარია). სურათის ავტორის თქმით მან გამოიწერა ჯავშანგამტანი ვაზნები ჩინეთიდან "მაგნუმისათვის".
მისივე თქმით მას უნდოდა გამოეცადა ჩინური საიტის მიერ ფართოდ რეკლამირებული ვაზნები, თუმცა მისივე თქმით პირველივე გასროლისთანავე რევოლვერის დოლურაში მოხდა სხვა ვაზნების დეტონაცია და ვაზნები დოლურაშივე აფეთქდა, თავად კი საბედნიეროდ მხოლოდ თითი დაიზიანა.
საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ცეცხლსასროლ იარაღებთან მიმართებაში და ვაცხადებ: ეს სურათები და ის ტექსტი რაც მისმა ავტორმა განათავსა სოციალურ ქსელებში გახლავთ "ფეიკი" და ტყუილი, მე არც ჩინური ნაწარმის ადვოკატობას ავიღებ ჩემს თავზე და არც შედის ეს ამ სტატიის დანიშნულებაში.
ავტორის თქმით ვაზნების კალიბრი ზუსტად შეესაბამებოდა მისი "მაგნუმის კალიბრს".
რატომაა "ფეიკი" ეს სურათები!
1. თუნდაც ერთი ვაზნის აფეთქება დოლურაში არ გამოიწვევდა დეტონაციას სხვა ვაზნებში.
2. ვაზნის დეტონაცია, რომ მომხდარიყო ვაზნაში, რომელიც არ იქნებოდა ლულისაკენ მიმართული, ჯავშანგამტან ვაზნაში არსებული დიდი რაოდენობის დენთის აფეთქება აუცილებლად მოამტვრევდა დოლურიდან ვაზნის გადმოვარდნისაგან დამცავ დაფას (მონიშნულია ისრით).
3. თუნდაც დეტონირებულ ვაზნაში აფეთქების ტალღა და ძალა მიმართული იქნებოდა არა ვაზნის გვერდებზე, არამედ ვაზნის გულას მიმართულებით, სურათზე კი აშკარად ჩანს ვაზნის გულა დოლურაშია გაჭედილი.
4. ლულის ბუდის მოტეხილი დეტალები გვაფიქრებინებს, რომ აფეთქება მოხდა ლულის გარეთ, რაც გამორიცხულია სურათიდან გამომდინარე.
5. როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო რევოლვერის მფლობელი, ლულაში გაჭედილი გულას ან დოლურაშივე აფეთქებული ვაზნის მიერ წარმოქმნილი ენერგია მას აუცილებლად გააგდებინებდა ხელიდან რევოლვერს (რევოლვერის მფლობელი კი ამტკიცებს, რომ მას ბოლომდე ხელში ეკავა რევოლვერი), მეტიც გამსკდარი ვაზნების და დოლურის დეტალები მძიმე დაზიანებებს მიაყენებდა რევოლვერის მფლობელს.

imageimage

0
270
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0