x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უცნაური და დაუჯერებელი ფაქტები ცხოველთა სამყაროს შესახებ
იცოდით, რომ ინდაურის თავზე კანის ფერი განწყობილების მიხედვით იცვლება? გსმენიათ, რომ კოალებს დღე-ღამეში 22 საათი ძინავთ ან ის, რომ ტყის ბაყაყები ზამთრობით იყინებიან და გაზაფხულზე ისევ ცოცხლდებიან? - ბუნებაში კიდევ ბევრი საინტერესო და უცნაური რამ ხდება. სწორედ მათზე გვექნება დღეს საუბარი.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა 25 გასაოცარი ფაქტი ცხოველთა სამყაროს შესახებ.


image


1. თუ ლოკოკინას ამინდი არ მოსწონს, მას შეუძლია თავის ნიჟარაში შეძვრეს და იქ სამი წელი დაჰყოს



image


2. ბუებს ქუთუთოების სამი წყვილი აქვთ: ერთი დახამხამებისათვის, მეორე ძილისათვის და მესამე იმისათვის, რომ თვალები მუდამ სუფთად ჰქონდეთ


image


3. როდესაც ჯამბაზი-თევზების გუნდში კვდება დომინანტი დედა თევზი, ყველაზე დიდი მამალი თევზი დედლად გადაიქცევა ხოლმე, რათა ჯგუფს უწინამძღოლოს


image



4. კოალებს დღე-ღამეში 22 საათი ძინავთ


image


5. ნამგალა ჩიტები თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ფრენაში ატარებენ და შეუძლიათ განუწყვეტლივ იფრინონ 10 თვე


image



6. კოლიბრი (ყველაზე პატარა ჩიტი დედამიწაზე) ფრთებით აკეთებს წამში 200-ზე მეტ მოძრაობას


image



7. როცა ტარანტული კიდურებს კარგავს, რამოდენიმე ხნის შემდეგ მას ახალი კიდურები ეზრდება


image



8. ტყის ბაყაყები ზამთრობით იყინებიან, ხოლო გაზაფხულზე ისევ უბრუნდებათ სიცოცხლე


image



9. მაჩვები თხრიან უზარმაზარ სოროს ერთბაშად რამოდენიმე ოჯახისათვის და მას უკეთებენ იმდენ შესასვლელს, რამდენი ოჯახისთვისაცაა გათვალისწინებული სორო


image



10. ზარმაცა ხიდან კვირაში მხოლოდ ერთხელ ჩამოდის, ისიც ნაწლავების დასაცლელად


image



11. ტარაკანებს შეუძლიათ უთავოდ იცხოვრონ რამოდენიმე დღის მანძილზე


image



12. რვაფეხები თავიანთი საცეცებით შეიგრძნობენ გემოსა და სუნს


image



13. გარდა იმისა, რომ კუები 150 წელზე მეტხანს ცოცხლობენ, ისინი ჯავშანზე შეხების მიმართ მგრძნობიარენი არიან


image


14. ჭიანჭველაჭამიას არ აქვს კბილები, თუმცა მას აქვს წებოვანი ენა, რომლის სიგრძე 60 სმ-ს აღწევს


image


15. ჟირაფებს იმდენად გრძელი ენა აქვთ, რომ შეუძლიათ ის თავიანთ ყურებამდე მიაწვდინონ


image


16. ნიანგებს შეუძლიათ უჭმელი გაძლონ სამი წელი


image


17. ყველა თქვენგანმა იცის, რომ ქამელეონი ფერს იცვლის; გარდა ამისა, ამ ცივსისხლიანის უცნაურობა გამოიხატება იმაში, რომ მას შეუძლია გაიხედოს ერთდრულად რამოდენიმე მიმართულებით


image


18. ინდაურის თავზე კანის ფერი შეიძლება იყოს თეთრი, ლურჯი ან წითელი ფრინველის განწყობის შესაბამისად


image


19. ღამურა-ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც ფრენა შეუძლია


image


20. ფლამინგო გასაგრილებლად საკუთარ ფეხებზე იშარდავს


image


21. ზვიგენებს გამუდმებით ეზრდებათ კბილები-სულ 30 000 მთელი ცხოვრების განმავლობაში


image


22. ფუტკრებს არასოდეს არ ძინავთ


image


23. კურდღლებს აქვთ 360-გრადუსიანი პანორამული ხედვა, რაც მათ საშუალებას აძლევთ ყველა მხრიდან დაინახონ მტერი


image


24. რწყილი თავის სიგრძეზე 200-ჯერ მეტ მანძილზე ხტება. ეს დაახლოებით იგივეა, 170 სმ სიმაღლის ადამიანი 340 მეტრზე გადახტეს


image


25. ზღარბის ეკლები წარმოადგენს მოდიფიცირებულ ბეწვს, რომლის სიგრძე 3-5 სმ-ია. მოზრდილ ზღარბს 5000-7000-მდე ეკალი აქვს


image

7
428
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
428
  
2017, 18 აგვისტო, 9:35
ოოოო, ბუთქუნია პანდებიც ძალიან მიყვარს
2017, 18 აგვისტო, 9:17
მე პანდებზე ვგიჟდები. ზოგადად ცხოველთა სამყაროს დიდად არ ვწყალობ, უმეტესი მათგანის მეშინია :დდდ, მაგრამ პანდები მიყვარს
2017, 17 აგვისტო, 23:23
ფრთხილად და ნელა ასატანია.. :-)....
2017, 17 აგვისტო, 23:21
:) მაგრამ ეკლებზე არა, ხომ?
2017, 17 აგვისტო, 23:01
ვგიჟდები ზღარბუნიების ცხვირპირზე
2017, 16 აგვისტო, 18:20
ჩვენ სოფელში გვყავს სკა და ზუსტად ვიცოდი, რომ ეგრე იყო. დაუღლელი მშრომელები არიან ფუტკრები.
2017, 16 აგვისტო, 18:13
ზუსტად გუშინ მკითხა შვილმა არსებობს რაიმე დედამიწაზე,რასაც არ ძინავსო?...პასუხს ახლა გავცემ)))))
0 1 7