x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაუპატიურების მცდელობა თბილისში და "გულგრილობა" (+ფოტოები)
ღამის 4 საათზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ამაღელვებელი სტატუსი

გამოაქვეყნეს. შუა ვაკეში ღამის 12 საათზე გოგონას თავს დაესხა

მამაკაცი, რომელმაც იძალადა და სხეული დაუზიანა. ყვირილზე რეაქცია

არავის ჰქონია. მსხვერპლმა გაქცევა მოახერხა, პირველივე მაღაზიაში


შეაღწია სადაც უთხრეს, ყვირილი გავიგეთ, მაგრამ გვეგონა ბავშვები

მაიმუნობდნენო.

პატრულიც გამოიძახა. გამომძიებლის ქმედებაზე სტატუსიდან

ამონარიდს უცვლელად გთავაზოვთ.

"გოგონა იძახებს პატრულს, რომელსაც მიჰყავს განყოფილებაში. ვაკის გამომძიებელი, ვინმე ლევანი ადგენს ოქმს, სადაც საერთოდ არ აღნიშნავს სექსუალური ძალადობის შემცველ არც ერთ ქმედებას, არ აღნიშნავს ფიზიკურ დაზიანებებს, რომელიც გოგონას აღენიშნებოდა (და საბედნიეროდ ამის ფოტო-მასალა არსებობს, რასაც დავურთავ ამ პოსტს) და იჩენს აბსოლუტურ გულგრილობას აღნიშნულის მიმართ.
როგორც მეგობარი მიყვება, იმდენად განერვიულებული და დასტრესილი იყო, იმ მომენტში ვერ მიაქცია ამ დეტალებს ყურადღება. ამბობს, რომ იმ
ჩვენებაში, რაც გამომძიებელმა შეადგინა, ხულიგნობას უფრო გავს, ვიდრე გაუპატიურების მცდელობას!! და ეს ყველაფერი არ არის - ჩემი მეგობარი იღებს "მეგობრულ რჩევას" გამომძიებელ ლევანისგან, რომ არ უთხრას ეს ამბავი არავის, რადგან ჭორაობას დაიწყებენ და არ გაწყობსო".


"ანუ არ უნდა ამოვიღოთ ხმა იმაზე რომ ქუჩაში ჩვენი გაუპატიურება უნდათ, რადგან ამის თავად ჩვენ, მსხვერპლებს უნდა გვრცხვენოდეს?!".


სტატუსის ავტორი ეჭვობს რომ ამ ამბის მიჩქმალვა სურთ და

ფეისბუქზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თაგავს.

imageimageimageimage




3
1729
შეფასება არ არის
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
1729
  
2017, 16 აგვისტო, 19:22
ნებისმიერი სპეციალისტი დამიდასტურებს, პირველი და ბოლო სურათები ქალს, რომ არ ეკუთვნის...
2017, 16 აგვისტო, 11:12
თავად ავტორის მიერ არის ეს სურათები ფეისბუქზე ატვირთული.
თუმცა ჩემში ეჭვს არ იწვევს. თქვენი აზრია ეს, ცალსახა ნამდვილად არ არის.
2017, 16 აგვისტო, 10:57
თავად ფაქტი საშინელებაა და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს შესაბამისი უწყებიდან, მაგრამ ამ სურათებიდან 2 სურათი გოგონას სხეულს, რომ არ ასახავს ცალსახაა-ბიჭის სხეულია.
0 1 3