x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
2017 წლის საუკეთესო ავტომობილების რეიტინგის ხუთეული
დასახელდა 2017 წლის საუკეთესო ავტომობილები
ექსპერტებმა გამოავლინეს საუკეთესო მანქანები, რომელიც გამოჩნდებიან ამ წელს.

ავტოექსპერტებმა შეადგინეს ავტომობილების რეიტინგი, რომელიც უკვე გამოშვებულია არიან ან რომლებსაც გამოუშვებენ ამ წელს. სულ Autocar-ის პორტალზე გამოქვეყნებულ სიაში მოხვდა ორმოცდაათი მანქანა.

5) ამ წლის საუკეთესო მანქანების ხუთეულს ხსნის Aston Martin DB11, ექსპერტები აღნიშნავენ, მის გარეგან სახეს და ტექნიკურ მახასიათებლებს. ძრავი 5.2 ლიტრი და სიმძლავრე 608 "ცხენის ძალა", აჩქარება 100 კმ / სთ-მდე 3.8 წამში.

image


4) პედესტალამდე ერთი ნაბიჯის დაშორებით განთავსდა Volkswagen Golf R. ის გამოარჩიეს შესანიშნავი თანაფარდობის -"ფასი-ხარისხი" გამო. "100 კმ / სთ-მდე " აჩქარებას მანქანა 2 ლიტრიანი ძრავით, 300 ც.ძ.-ით ანვითარებს 5.3 წამში.

image



3) ამ წლის "ბრინჯაო" მიიღო სედანმა Alfa Romeo Giulia Quadrifoglio. ამ მანქანის დიზაინი შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ ინჟინრები Ferrari-დან, ამიტომ ასეთი მაღალი ადგილი რეიტინგში მან დაიკავა, უმეტესად, სწორედ რომ მისი გარეგანი სახის წყალობით. ბაზარზე მოდელი წარმოდგენილია 2, 2.1 და 3 ლიტრიანი ძრავებით.

image


2) რეიტინგში მეორე ადგილი შეხვდა ავტომობილს McLaren 570S. 3.8-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე შეადგენს 570 "ცხენის ძალას".

image


1) და ბოლოს, ამ წლის საუკეთესო მანქანა გახდა Porsche 911 GTS, სამ ლიტრიანი ძრავით და სიმძლავრით 450 ც.ძ.. ამ მოდელმა შემქმნელებისაგან მიიღო ახალი ბამპერი, გაფართოებული უკანა ფრთები და განათების ტექნიკა.

image

1
178
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა ჯიქია
მამუკა ჯიქია
178
  
2017, 15 აგვისტო, 16:52
ეს რეიტიმგი არის Autocar-ის ვერსიით, სხვადასხვა გამოცემები-წყაროები და ექსპერტები აქვეყნებენ თავიანთ რეიტინგებს და სხვადასხვა რეიტინგები-საუკეთესო ავტომობილების, თავისთავად განსხვავებული იქნება ამ რიტინგისაგან
0 1 1