x
ფუტკრების პოპულაციის შემცირება და რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს მან?
image

სასურსათე კრიზისი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ითვლება. როგორც სასოფლო-სამეურნეო ბანკი "Rabobank" გვაფრთხილებს, ფუტკრების გაქრობამ შეიძლება უკვე დაწყებული პროცესი გააძლიეროს. ამავე თემას ეხმაურება ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" რომელშიც ნათქვამია, რომ ფუტკრების გაქრობიდან 4წელიწადში ადამიანი აღარ იარსებებს.

სპეციალისტების გამოთვლებით, მწერების მიერ დამტვერილი კულტურები, მთელი კაცობრიობის საკვები პროდუქტების მესამედს შეადგენს, აქედან 80-90 პროცენტი სწორედ ფუტკრების მიერ სრულდება.

მწერების დამტვერვის გარეშე არ გაიზრდება კენკრა, კაკალი და ნესვი. ასევე მწერები ხელს უწყობენ ქოქოსის, ავოკადოს, ყავის, პომიდვრის, კიტრის, ბადრიჯნის, წიწაკის, ლობიოს, ყაბაყის, კომბოსტოს, ხახვის, ვაშლის და ციტრუსის დამტვერვას. ეს კულტურები, მიეკუთვნება მსოფლიო სასურსათო ინდუსტრიის ყველაზე ძვირადღირებულ სეგმენტს.


1961 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობა, რომელიც დამოკიდებულია ფუტკრების აქტივობაზე, გაიზარდა ოთხჯერ, მაგრამ ამ დროს ფუტკრების კოლონიების რაოდენობა შემცირდა ორჯერ, ჰექტარზე ფუტკრების რაოდენობა კი შემცირდა 90 პროცენტით.

ფუტკრების ამოწყვეტის პროცესი გაძლიერდა 2008 წელს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ ზამთარს იღუპებოდა ფუტკრების კოლონიის 30-35 პროცენტი. თუმცა ჩვეულებრივ ცივ ზამთარს ვერ უძლებდა კოლონიის 10 პროცენტი.

ევროპაში, ყოველ წელს, იღუპება ფუტკრების ოჯახთა 20 პროცენტი. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება ლათინურ ამერიკასა და აზიაში.

ფუტკრების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ დეპოპულაციის რამოდენიმე მიზეზი არის მოყვანილი: კვების დარღვევა, პესტიციდები, სოკოები, ტკიპები, პათოგენური მიკროორგანიზმები, მეფუტკრეთა პრაქტიკა (ანტიბიოტიკების გამოყენება და სკების შორ მანძილზე გადატანა).

ევროპის ქვეყნებში (გერმანიაში საფრანგეთსა და იტალიაში), პესტიციდების ზოგიერთი სახეობის გამოყენება უკვე აიკრძალა. იგივე პროცესი მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ტ.დევდარიანი
ტ.დევდარიანი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0