x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
ემუქრება თუ არა სამყაროს ახლო მომავალში აპოკალიფსი?

აპოკალიფსი
სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებით მრავლადაა თეორიები და ამის შესახებ საუბარი ადამიანის გაჩენის დღიდანაა, თუმცა ასტრონომი დევიდ მიდი დარწმუნებით აცხადებს, რომ სამყაროს აღსასრული უახლოეს მომავალში დადგება.მეცნიერი თავის წიგნში “პლანეტა X –2017–ში სტუმრად" დეტალურად აღწერს სამყაროს არსებობის დასასრულს და ასახელებს ზუსტ თარიღსაც, ესაა 2017 წლის 4 ოქტომბერი.ბრიტანელ ასტრონომს მხარს სხვა მეცნიერებიც უბამენ და აცხადებენ, რომ საფრთხე ნამდვილად არის და ის გარდაუვალია. დევიდ მიდის მტკიცებით, პლანეტა “ნიბირუ" უახლოეს მომავალში დაეცემა დედამიწის სამხრეთ პოლუსს, რაც აპოკალიფსს გამოიწვევს.

კოსმოსიდან დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდა მეცნიერულად შეუძლებელი სულაც არაა, თუმცა, რას ფიქრობენ დევიდ მიდის თეორიაზე აღიარებული და ცნობილი მეცნიერები? “ნასა"-ს ექსპერტების განცხადებით, ბრიტანელი ასტრონომის მოსაზრება მათში მხოლოდ ღიმილს იწვევს.მათი მტკიცებით, “მომაკვდინებელი" პლანეტა ნიბირუ უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია და ის რეალურად არ არსებობს. “რაიმე ხელმოსაჭიდი მტკიცება, რომ იგი არსებობს, არ არის"–აცხადებენ “ნასა"-ში.

0
232
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0