x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გარდაცვლილი მუსიკოსი მსოფლიო ტურნეში მიემგზავრება

imageაწ გარდაცვლილი ჰევი-მეტალის ტიტანი, ამერიკელი როკ-მომღერალი რონი ჯეიმს დიო მალე მსოფლიო ტურნეში გამეგზავრება.


დიო გარდაიცვალა 7 წლის წინ, შარშან კი მსოფლიოში დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ როკ-ფესტივალ Wacken Open Air-ზე გერმანიაში, ექსპერიმენტის სახით შეიქმნა დიოს ჰოლოგრამა, სადაც შესრულდა კომპოზიცია We Rock.





დიოს მუსიკოსებს იმდენად მოეწონად იდეა, რომ გადაწყდა დიოს ჰოლოგრამასთან ერთად მსოფლიო ტურნეში გაემგზავრნონ.თავიდან ამა წლის ნოემბრიდან იყო დაგეგმილი ტურნე, თუმცა ტექნიკური თუ სხვადასხვა საკითხის მოგვარების შემდეგ გასტროლები 2018 წლის გაზაფხულზე აშშ-დან დაიწყება.



"1986 წლის Sacred Heart -ის გასტროლების დროს მე და რონიმ შევქმენით ბროლის ბურთი, სადაც ხდებოდა პროექტორის მეშვეობით დიოს ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება, -აცხადებს დიოს მეუღლე უენდი-ამჟამად კი ჰოლოგრამა საკმაოდ ახლოა იმასთან მაშინ რასაც ვაკეთებდით.რონის ყოველთვის უყვარდა ექპერიმენტები, ამის გარდა ის დისნეის დიდი ფანატი იყო.დარწმუნებული ვარ, რომ ის მოიწონებს და დალოცავს ჩვენს ჰოლოგრამის პროექტს იმ ქვეყნიდან.პროექტი მისცემს საშუალებას ახალგაზრდა ფანებს მის კონცერტს დაესწრონ, ბევრმა ხომ ვერ მოაწრო მისი კონცერტის ნახვა."


მოკლედ პროექტი დამტკიცებულია ყველა ინსტანციაში, არც სატანა ჩანს წინააღმდეგი, ბოლო ბოლო უყვარდა დიოს სიმღერები სატანაზე, ჯოჯოხეთზე, ლუციფერზე, ქვესკნელზე და სხვა მსგავს შავბნელ თემებზე..



რონი ჯეიმს დიო - იტალიელ-ამერიკელი მძიმე მეტალის შემსრულებელი, ვოკალისტი და კომპოზიტორი. მოღვაწეობდა შემდეგ ჯგუფებში: ელფი, რეინბოუ, ბლექ საბათი, Heaven & Hell და საკუთარ ბენდ დიო-ში. ფართოდ იყო ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ვოკალისტი მძიმე მეტალის ისტორიაში.


მას აღიარებენ წამყვანი ჟურნალები, მუსიკალური კრიტიკოსები და კოლეგა-მუსიკოსები.მაგალითად ჯგუფმა Scorpions-მა მას მიუძღვნა სიმღერა «Send Me an Angel» და ამ სიმღერის შერულების წინ კლაუს მაინემ მაყურებლებს განუცხადა, რომ "ის იყო ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი".


2010 წელს ჟურნალმა Revolver-მა იგი ყველა დროის საუკეთესო მეტალ-ვოკალისტად დაასახელა.2006 წელს Classic Rock Awards-მას Metal Guru-ს პრემია გადასცა.2007 წელს იგი Guitar Center-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს სანსეტ-ბულვარზე.

2010 წელს კავარნაში(ბულგარეთი) გაიხსნა მისი ძეგლი.


რინი ჯეიმს დიო 2010 წლის 16 მაისს გარდაიცვალა კუჭის კიბოთი 67 წლის ასაკში.


image


0
44
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0