x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გერმანიაში ამერიკელი ტურისტი სასტიკად სცემეს ნაცისტური მისალმების გამო
imageალკოჰოლით კარგად შებუჟბუჟებული აშშ-ს მოქალაქე დრეზდენის ქუჩებში ნაცისტური მისალმებით ხელგაშვერილი დაბორიალობდა დრეზდენის ქუჩებში.


ერთ-ერთმა გერმანელმა მოქალაქემ ვეღარ მოითმინა და 41 წლის მამაკაცი გვარიანად მიბეგვა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


როგორც Associated Press-ი იუწყება ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, ტურისტს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა, ანალიზის შედეგად დადგინა, რომ მის სისხლში ალკოჰოლის მაღალი კონცეტრაცია აღინიშნებოდა.ჯერჯერობით ამერიკელი მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.შეგახსენებთ, გერმანიის კანონის მიხედვით ნებისმიერი ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია და დასჯადი.

პარალელურად პოლიცია ეძებს თავდამსმხმელს


image

სულ რაღაც ერთი კვირის წინ ანალოგიური ინციდენტი მოხდა ბერლინში, როდესაც ორი ჩინელი ტურისტი ბერლინში რეიხსტაგის შენობის ფონზე ფოტოებს იღებდა ნაცისტური მისალმებით ხელგაშვერილი.პოლიციამ ორივე ტურისტი დააკავა და შემდეგ 500 ევრო გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

0
103
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0