x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
21 წლის ამერიკელი გოგონა ამპუტირებული ხელით ინტერნეტს იპყრობს მისი საოცარი იუმორის წყალობით

image მოგეხსენებათ სუფთა ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე ფეხის ან ხელის ამპუტაციის შემდეგ, ადამიანი ვარდება დეპრესიაში და ცდილობს თავი აარიდოს საზოგადოებაში გამოჩენას.
21 წლის ამერიკელი გოგონა სახელად ლორენი მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი სხეულის გარკვეული ნაწილის დაკარგვის შემდეგ.
21-ლორენი იპყრობს ინტერნეტს თავის მდგომარეობასთან დაკავშირებული იუმორით, გოგონამ უკვე უამრავი ახალგაზრდა მამაკაცის გული დაიპყრო, მისით აღფრთოვანებული არიან, ის უყვართ და ბიჭები მასზე დაქორწინებაზე ოცნებობენ, რასაც არ მალავენ და მის გვერდზე კომენტარების სახით დებენ კიდეც.
არა და ლორენმა მხოლოდ რამდენიმე სურათი დადო გაცნობის საიტზე, ვისთვის სახალისო და ვისთვის დამაფიქრებელი ტექსტით.
ლორენმა 20 წლის ასაკში დაკარგა მარცხენა ხელი, როცა გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი სკუტერი ვერ დაიმორჩილა და საგზაო ნიშნის ბოძს შეეჯახა.
კომპლექსებთან და დეპრესიასთან ბრძოლაში მას დაეხმარა მისივე იუმორის გრძნობა და თვითდაჯერებულობა: "პირველ პერიოდში საქმე სასაცილოდ და სახუმაროდ არ მქონდა, მაგრამ მე ჩემს თავს ვუთხარი–ცოცხალი ხარ გამოდის შენ შეგიძლია ჩვეულებრივი ადამიანივით გააგრძელო ცხოვრება და მე დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი, ცხოვრებისათვის საჭირო სტიმული და რაც მთავარია მე დამიბრუნდა იუმორის გრძნობა, მე ხშირად ვხუმრობ ჩემს ხელთან დაკავშირებით და ეს მაძლევს ძალას და სტიმულს სამომავლოდ"–განაცხადა ლორენმა.
"ხელები? მე უკვე ერთი წელია არაფერი მსმენია მასზე"!
"მე არ ვიყენებ ტაშის დაკვრის ღიმილაკს, რადგან მე არ შემიძლია ტაშის დაკვრა და ადამიანებს ხომ არ მოვატყუებ, მე პირნათელი ვარ"!
გოგონას ხუმრობების მერე მისი გვერდის გამომწერები და უბრალოდ მნახველები მას ბოდიშს უხდიან, რომ იცინიან მის ხუმრობებზე ხელთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე ლორენი მხიარულად პასუხობს: "ნუ მებოდიშებით, ყველაფერი კარგადაა".
კომენტარებში კი ბევრი დებს შემდეგი სახის კომენტარებს: "მე მიყვარს ეს გოგო".
"მე ძალიან მინდა ამ გოგოზე დაქორწინება".
"მე ამ გოგოს გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია".
imageimageimageimage





2
198
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
198
  
2017, 14 აგვისტო, 10:08
უდაოდ, ბევრია კომპლექსების გამო სახლში ჩაკეტილი სამწუხაროდ.
მადლობა
2017, 14 აგვისტო, 9:21
ბევრისთვის სტიმულის და იმედის მომცემია ეს ადამიანი სტატია, თავისთავად, საინტერესო და პოზიტიური!!!
0 1 2