x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაროკოში სახედრის ჯგუფურად გაუპატიურების შედეგად 15 მოზარდი ცოფით დაავადდა

image მაროკოში 15–ტი მოზარდი სახედარზე სექსუალური სახის ძალადობის შედეგად დაავადდა ცოფით, რომლის მატარებელი როგორც აღმოჩნდა გახლდათ "დაზარალებული" სახედარი.
არასრულწლოვნები წაიყვანეს საავადმყოფოებში გამოკვლევებისათვის, სადაც მათ ცოფი დაუდგინდათ და სათანადო მკურნალობაც დაენიშნათ სტაციონარულად, ხოლო საბრალო სახედრის პატრონს კატეგორიულად მოსთხოვეს მოეხდინა "დაზარალებულის" ლიკვიდაცია ცოფის გავრცელების თავიდან ასაშორებლად.
მანამ სანამ დაავადებული არასრულწლოვნები და მათი მშობლები შიშით შეპყრობილები ელოდებიან მოვლენების განვითარებას, ქალაქში მოსახლეობამ ააგორა სკანდალი გაბახებულ სახედარზე და მის შესაძლო ბევრად მეტ მოძალადეზე ვიდრე ოფიციალურად გახდა ცნობილი.
ეს ხმაურიანი შემთხვევა მოხდა პატარა, ფერმერების ქალაქში სიდი ალ–ქამელში, სიდი–ქასემის პროვინციაში. ყველა მოზარდი რომელთა სახელები გახმაურდა სახედრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით სასწრაფო წესით გადაიყვანეს "Mechraa Belksiri"–ის საავადმყოფოში. აღნიშნულ კლინიკაში მოზარდებს უკეთდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა და უტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო მკურნალობა–იუწყება გაზეთი "Al Akhbar" 10 აგვისტოს ნომერში.
ინციდენტის შესახებ როგორც კი გაიგეს, საქმეში ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლება და ვიზეც კი იქნა ეჭვი მიტანილი სახედართან სექსუალური სახის ძალადობაში, იძულების წესით გაგზავნეს გამოსაკვლევად რათა თავიდან აეშორებინათ ინფექციის გავრცელების საშიშროება.
როგორც აღნიშნული ყოველდღიური გამომცემლობა იუწყება, მომხდარმა მოძალადეების ოჯახებში და სანათესაოში გამოიწვია პანიკა. ამასთან ერთად სახედარზე სექსუალური სახის ძალადობის მონაწილეები და მათი ოჯახები გახდნენ დაცინვის და ქილიკის ობიექტები, ამაზე უკვე წერს მაროკოს გამომცემლობა "Morocco World News".
ბევრი მოზარდის მშობლებმა კი ფარულად მიიყვანეს გამოკვლევებზე საკუთარი შვილები კლინიკებში, რათა დაედგინათ მათი შვილები მონაწილეობდნენ თუ არა სექსუალური სახის ძალადობაში და მათაც გადაედოთ თუ არა ცოფი. გამომცემლობის ცნობით, სრულებით შესაძლებელია მოძალადეების რიცხვი ბევრად მეტი ყოფილიყო ვიდრე ოფიციალურად იქნა გამოცხადებული, რადგან მოზარდები მშობლებს გამოკვლევებზე და აცრების გასაკეთებლად სხვა რეგიონებში მიჰყავთ სამარცხვინო ფაქტის დასამალად.
პ.ს
ჯერ არაფერია ცნობილი თუ რა რეაგირებას მოახდენს სახედარზე განხორციელებულ სექსუალური სახის ძალადობაზე ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები.
+14

2
221
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
221
  
2017, 13 აგვისტო, 22:15
ისე რას არ გაიგებ კაცი ამ ცოდვილ დედამიწაზე კაცი! : ))))
2017, 13 აგვისტო, 21:28
)))))))))))
0 1 2