x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენად სახიფათოა ჩრდილოეთ კორეასთან ომი?!
image
ბოლო პერიოდში სულ უფრო მწვავე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაპირისპირება.კიმ ჩენ ინის განცხადებით, იგი აპირებს 2017წლის აგვისტოს შუა რიცხვებში საბრძოლო იერიში მიიტანოს გუამზე განთავსებულ აშშ–ის უმსხვილეს სტრატეგიულ სამხედრო ბაზაზე წყნარ ოკეანეში და ამას ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით განახორციელებს.

ექსპერტების მოსაზრებით, ვითარების ესკალაცია მძიმე შედეგების მომტანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის.პირველ რიგში, მძიმე დარტყმა იქნება სამხრეთ კორეისათვის, სადაც აშშ-ის 28 500 ჯარისკაცია დისლოცირებული, ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 50 კილომეტრში კი მდებარეობს ქალაქი სეული 25 მილიონიანი მოსახლეობით.ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იქიდან მოქალაქეების ევაკუაცია მეტად რთული საქმეა, რამე თუ ქალაქს შუაში მდინარე ყოფს, გარშემო კი მთათა სისტემა აკრავს.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც კი საფრთხე მეტად დიდია, რადგან მას მთებში 15 000-მდე საარტილერიო დანადგარი აქვს განლაგებული, რომელთა ამოქმედება მრავალი მიმართულებით იქნება საზიანო.

ჩრ.კორეას ასევე შეუძლია რაკეტები ჩამოყაროს აშშ-ის მოკავშირე იაპონიაში, რომელმაც უკვე განალაგა ანტისარაკეტო დანადგარები მეზობლის საზღვართან.


ომის შემთხვევაში მსოფლიოს ასევე ემუქრება გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ კორეა მსოფლიო ეკონომიკაში წარმოებით მე-11 ადგილზეა.

ასევე საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისა და ჩინეთის რეაქცია მოსალოდნელ მდგომარეობაზე.კერძოდ, სავარაუდოა, რომ ჩინეთი არ დაუშვებს მის მეზობლად აშშ-ის სამხედრო ძალების შესვლას, ამიტომ შეეცდება ან არ მივიდეს აქამდე საქმე, ან დაასწროს ამერიკას ატომური იარაღის კონტროლი ჩრ.კორეაში.

0
303
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0