x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
8 ნიშანი,რომ ქორწინება დიდხანს ვერ გასტანს
image

ამერიკელი ადვოკატები გაყრის საქმეებით სოლიდურ თანხებს გამოიმუშავებენ.მათ უკვე კარგად იციან როგორია “უიმედო" წყვილი, რომელიც შერიგებით საქმეს არ გაუფუჭებს. უამრავ წყვილზე დაკვირვების და მათი საქმეების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა ის 8 ნიშანი, რომლის საფუძველზეც თამამად შეიძლება განაცხადონ, რომ გაყრა გარდაუვალია:


1. დუმხართ

სინამდვილეში, ჩხუბი ნორმალურია:იკამათოთ, იყვიროთ და მერე შერიგდეთ-ეს ყველაფერი ქორწინებისთვის ჩვეულებრივი რამაა. ეს ცხოვრებაა, მაგრამ როცა ჩუმად ხართ და გულგრილად უყურებთ მოვლენებს ე.ი. არაფრის შეცვლის სურვილი არ გაქვთ და თქვენი ქორწინება განწირულია.



2.მოსაწყენი სექსუალური ცხოვრება გაქვთ

ან საერთოდ არ გაქვთ. ბანალურია, მაგრამ ფაქტია:ურთიერთობაში ის მნიშვნელოვანია და მისი არქონა თქვენი კავშირის გაწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს.


3.ცოტა გაქვთ საერთო

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო თვისების მქონე ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ, ურთიერთობის შენარჩუნებას საერთო ინტერესები უწყობენ ხელს.


4.კარიერას ოჯახზე წინ აყენებთ

ეს მხოლოდ ფილმებში ხდება, როცა მთავარი გმირი ხვდება, რომ ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია და სახლში გაშლილი ხელებით ეგებებიან. რეალურ ცხოვრებაში კი აღმოაჩენთ, რომ თქვენი შესანიშნავი სამსახურიდან დაბრუნებულს, მხოლოდ მშიერი ძაღლი გეგებებათ ზღურბლზე.

image

5.ვერ იტანთ სხვების ინდივიდუალიზმს

გაღიზიანებთ მეუღლის მოსაზრება, გემოვნება. არა, ადრე ის ფაქტი, რომ თქვენსავით ჭკვიანი არ იყო, არ გაღელვებდათ, მაგრამ თუ ეს უკვე გაღიზიანებთ, მაშინ...


6.არ იცით სიყვარულის ენა

ეს შეიძლება იყოს ერთობლივი დასვენება, ერთად გატარებული დრო, საუბარი, საჩუქრები, თბილი სიტყვები...

თუ თქვენთვის ეს ყველაფერი უცხოა და მნიშვნელობას არ ანიჭებთ, თქვენი კავშირი დიდხანს ვერ გასტანს.


7.მალავთ ხარჯებს

ეს საიმედო ნიშანია, რომ პარტნიორს არ ენდობით. თუ ფინანსებში პატიოსანი არ ხართ, არც საიმედო მომავალი გექნებათ.


8.თავს არიდებთ ურთიერთობის გარკვევას

განცდებს მეგობრებს და ნათესავებს უზიარებთ. ასე თქვენი მეუღლე ვერასოდეს გაიგებს, რა არ მოგწონდათ ურთიერთობაში და ვერც გამოსწორებას ეცდება, რაც საბოლოოდ გაყრას გარდაუვალს გახდის.


0
111
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0