x
ნეიმარის ტრანსფერი პსჟ-ში - ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში
პარი-სენ-ჟერმენის ფორვარდი ნეიმარი გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ისტორიაში.

image


2017 წლის 4 აგვისტო, პარიზი: ნეიმარი ოფიციალურად გახდა პსჟ-ს მოთამაშე და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ისტორიაში.



3 აგვისტოს საღამოს საფრანგეთის საფეხბურთო კლუბმა პსჟ-მ ოფიციალურად განაცხადა, ბრაზილიელი თავდამსხმელ ნეიმარის გადასვლის შესახებ. "ბარსელონას"-ს უკვე ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი დაჯდა 222 მილიონი ევრო და გადააჭარბა წინა რეკორდს ორჯერ.

image


თავდამსხმელმა ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ფრანგულ კლუბთან. მანამდე, მოთამაშის წარმომადგენლებმა გადაუხადეს "ბარსელონას" 222 მილიონი ევრო. კომპენსაციის ეს თანხა მითითებულია კონტრაქში, რომელიც აკავშირებდა ფორვარდს კატალონურ კლუბთან.


ნეიმარის ტრანსფერმა მოხსნა რეკორდი ნახევარმცველ პოლ პოგბასი. რომელიც გასულ ზაფხულს გადავიდა "იუვენტუსი"-დან "მანჩესტერ იუნაიტედი"-ში 105 მილიონ ევროდ.

ინტერნეტში გამოჩნდა ნეიმარის „ბარსელონა“-დან „პსჟ“-ში ტრანსფერის 222 მილიონიანი ევროს ანგარიშსწორების ჩეკის სურათი.

image
ახლა, პსჟ-ს შეიძლება ემუქრებოდეს სანქციები უეფა-ს მხრიდან, „ფინანსური ფეირ-პლეი“-ს წესების შესაძლო დარღვევის გამო.


კიდევ რა "ფინანსური ფეირ-პლეი"?
ორიოდე სიტყვით, ეს არის წესები, რომელიც უკრძალავს კლუბებს ერთი წლის განმავლობაში დახარჯონ ბევრად უფრო იმაზე მეტი ვიდრე ისინი გამოიმუსავებენ. ეს არ არის ერთადერთი მოთხოვნა, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი. ასეთმა სისტემამ მუშაობა დაიწყო 2013 წელს და ის საჭიროა იმისათვის, რათა კლუბებმა გამოიმუშაონ თვითონ და არ გაეხვიონ უზარმაზარ ვალებში. გარდა ამისა, ეს წესი ათანაბრებს საკმაოდ არამდიდარ გუნდებს იმათთან, ვისაც ჰყავს მდიდარი სპონსორები და მფლობელები.


და იყიდა რა ნეიმარი, პსჟ-მ დაარღვია წესები?
ეს ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. უეფა ყოველწლიურად იკვლევს კლუბების ფინანსურ მაჩვენებლებს სამი წლის განმავლობაში. ზოგადად კლუბისათვის ნებადართულია დახარჯონ ხუთი მილიონით მეტი, ვიდრე მან გამოიმუშავა. მაგრამ თუ ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს კლუბის მფლობელი, მაშინ შიძლება ხარჯონ მეტი - ხარჯები შეიძლება აღემატებოდეს შემოსავალებს 30 მილიონი ევროთი. ასე რომ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ორ საკითხზე, რომლებზეც ჯერ არ არსებობს პასუხი:
• როგორ იქნება გათვალისწინებული ნეიმარზე დანხარჯები კლუბის ანგარიშგებაში
• რამდენს გამოიმუშავებს პსჟ

პსჟ შეძლებს ამდენი ფულის შოვნას?
იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ გადუხდის ნეიმარს უზარმაზარ ხელფასს–30 მილიონი ევრო წელიწადში( უფრო მეტს იღებს არგენტინელი კარლოს ტევესი, რომელიც 2016 წელს გადავიდა ჩინურ „შანხაი შინხუა“-ში, სადაც მისი წლიური ანაზღაურება არის 40 მილიონი ევრო, რომლითაც ტევესი გახდა დღეისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად მსოფლიოში.), ხარჯების დაფარვა არ იქნება ადვილი. კლუბის მიმდინარე წლიური შემოსავლები შეადგენს დაახლოებით 520 მილიონ ევროს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კლუბები, ყიდულობენ რა ძვირადღირებულ ფეხბურთელებს, იოლად შეძლებენ ხარჯების ამოღებას ფეხბურთელის სახელით მაისურების გაყიდვით. მაგრამ ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ იურისტების დახმარებით დაუყონებლივ შეახსენა მათ რომ, ეს ასე არ არის. საქმე იმაშია, რომ კლუბები არ აწარმოებენ მაისურებს დამოკიდებლად - ისინი დებენ კონტრაქტებს ტანსაცმელების ბრენდებთან და ამისათვის იღებენ წინასწარ შეთანხმებულ ყოვეწლიურ თანხებს.
უეფას „ფინანსური ფეირ-პლეის“ განყოფილების უფროსმა ანდრეა ტრავერსომ განაცხადა, რომ მისი ინსტანცია აუცილებლად შეამოწმებს ნეიმართან დაკავშირებულ გარიგებას, მაგრამ ჯერჯერობით მის კანონიერებაზე მსჯელობა ნაადრევია. მან დასძინა, რომ ამისათვის საჭიროა პსჟ-ს გეგმების ცოდნა - მაგალითად, თუ რამდენი მოთამაშის გაყიდვას აპირებენ ისინი და რა გზით მოახერხებენ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას.


და რატომ არ შეუძლიათ კლუბის მფლობელებს უბრალოდ მისცენ ფული პსჟ-ს? ამით ხომ შემოსავალი გაიზრდება!
არა. ეს ეწინააღმდეგება ამავე “საფეხბურთო ფეირ-პლეის" წესებს. პსჟ-ს ჰყავს ძალიან მდიდარი მფლობელები - ყატარის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, მაგრამ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, თუ რამდენ ფულს მისცემენ პსჟ-ს, არამედ რამდენს გამოიმუშავებს კლუბი თავად. 2014 წელს კლუბი უკვე დასაჯეს ფინანსური წესების დარღვევის გამო. მაშინ პსჟ-მ ხელი მოაწერა სასპონსორო გარიგებას ყატარის ტურიზმის სამმართველოსთან 200 მილიონი ევროს თანხაზე, მაგრამ უეფას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კლუბის ჯილდომ დიდად გადააჭარბა საბაზრო შეფასებებს. ამჟამად პსჟ-სთვის მოქმედებს სპონსორობის მსგავსი კონტრაქტი იმავე უწყებასთან.

0
96
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა ჯიქია
მამუკა ჯიქია
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0