x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სტრესი და მისი დაძლევის სტრატეგიები

სტრესი - ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც განუცდია. ერთი შეხედვით, რომ გკითხონ მისი განმარტება მარტივია, მაგრამ მაინც რა არის ის? სტრესი არის ჩვენი სხეულის პასუხი ნებისმიერი სახის მოთხოვნილებაზე. მისი გამოწვევა უამრავ საკითხს შეუძლია, დაწყებული ფიზიკურიდან (როგორიცაა რაიმეს შიში), დამთავრებული ემოციურით (მაგალითად, შფოთვა სამსახურისა და ოჯახის კეთილდღეობის შესახებ). ის იჭრება და საშინელ კვალს ტოვებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამასთანავე, ის უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ჩვენს ხასიათზე, ასევე ჯანმრთელობასა და ემოციებზე. როდესაც სტრესის ქვეშ ვიმყოფებით, ჩვენ გვახასიათებს ნაკლები მომთმენობა, მეტად გაღიზიანებულები და გაბრაზებულები ვიმყოფებით. გარდა ამისა, უარესდება ჩვენი ჯანმრთელობა, გაციება, სიცხეები და ინფექციები ხშირდება. თავის ტკივილი კი ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი ხდება.
თუმცა, ყველაზე საშიში სტრესთან მიმართებაში არის ის, რომ მარტივია მასთან შეგუება. დროთა განმავლობაში შენ ვეღარ ამჩნევ, თუ რამხელა ზეგავლენას ახდენს ის შენზე. სწორედ ამიტომ, საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს იმ გამაფრთხილებელი ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, რომელიც თან სდევს სტრესს. არსებობს კოგნიტური, ემოციური, ფიზიკური და ბიჰევიორალური (ქცევითი) სიმპტომები.
1.კოგნიტური სიმპტომები - მოიცავს მახსოვრობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, კონცენტრაციის უნარის დაკარგვა, მუდმივი მღელვარება, პესიმისტური განწყობა, ა.შ.
2. ემოციური სიმპტომები - დეპრესია ან უბედურების განცდა, შფოთვა და გაღიზიანებულობა, მარტოობისა და იზოლაციის განცდა და სხვა.
3. ფიზიკური სიმპტომები - ფიზიკურ სიმპტომებს მიეკუთვნება ტკივილები, გახშირებული გულისცემა, ღებინების შეგრძნება, ხშირი გაციება და სიცხეები.
4. ბიჰევიორალური (ქცევითი) სიმპტომები - გადამეტებული ან შემცირებული ჭამა, უძილობა, ან პირიქით ზედმეტი ძილიანობა, ნერვული ქცევები, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარება, ა.შ.
ალბათ არა ერთხელ დაინტერესებულხართ, სტრესი ერთი სახისაა თუ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის სტრესს განვიცდით. თუ როდესმე გიფიქრიათ, რომ სტრესი შეიძლება რამოდემინე სახის არსებობდეს, არ შემცდარხართ. საქმე იმაშია, რომ არსებობს 3 სახის სტრესი:
1.მწვავე სტრესი - მწვავე სტრესი სტრესის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს არის სხეულის სწრაფი პასუხი ახალ გამოწვევაზე. როდესაც სწრაფად მიმავალი მანქანა თქვენთან ახლოს ჩაიქროლებს, ან სამსახურში საზარელ შეცდომას დაუშვებთ, თქვენი სხეული მწვავე სტრესის სახით, ბიოლოგიურ რეაქციას გამოიმუშავებს.
2. ეპიზოდური მწვავე სტრესი - როდესაც მწვავე სტრესი ხშირად ხდება, ის გადადის ეპიზოდურ მწვავე სტრესში. ადამიანებს, რომლებიც ეპიზოდურ მწვავე სტრესს განიცდიან, ახასიათებთ მუდმივი შფოთვა, გაღიზიანებულობა და მღელვარება. გარდა ამისა, მათ ახასიათებთ ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე, ეპიზოდური მწვავე სტრესის მსხვერპლ ადამიანებს უჭირთ თავიანთი ცხოვრების წესის შეცვლა, ვინაიდან ისინი სტრესს ცხოვრების ნაწილად მიიჩნევენ.
3. ქრონიკული სტრესი - თუკი ვერ ხერხდება მწვავე სტრესის გადაჭრა და ის ხანგრძლივი დროით გრძელდება, მის ადგილს ქრონიკული სტრესი იკავებს, რომელიც მუდმივ ხასითს ატარებს. ძირითადად ისეთი პრობლემებისგან წარმოიქმნება, როგორებიცაა სიღარიბე, უბედური ქორწინება, ცუდი სამსახური, დისფუნქციური ოჯახი და ა.შ.
ქრონიკული სტრესი ძალიან აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. ის შეიძლება გახდეს ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი, როგორებიცაა გულისა და ფილტვების დაავადებები, კიბო და ა.შ.
მნიშნელოვანია იმის ცოდნაც, რომ სტრესი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად აისახება. ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, თავისა და მუცლის ტკივილი ახასიათებდეს, მაშინ როდესაც სხვა შეიძლება დეპრესიასა და უძილობას განიცდიდეს. საბოლოო ჯამში, დასკვნა ერთია - ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სტრესის დაძლევა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მისი თავიდან ბოლომდე მოცილება შეუძლებელია, თუმცა იმისათვის, რომ შევძლოთ სტრესთან გამკლავება, საჭიროა სტრესორების იდენტიფიკაცია, ანუ იმ საკითხების პოვნა, რომლებიც იწვევენ პრობლემების უმეტესობას.
ასე რომ, როგორ არის შესაძლებელი სტრესის დაძლევა? მე შემოგთავაზებთ სტრესთან გამკლავების რამოდენიმე გავრცელებულ საშუალებას:
* საჭირო რაოდენობის ძილი - ჩვენს სხეულებს ესაჭიროებათ წესიერი ძილი იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სიძლიერე. დასვენების გარეშე ჩვენ შესაძლოა გაგვიჭირდეს იმ საკითხებთან გამკლავება, რომლებიც გვსტრესავენ.
*დრო რელაქსაციისა და გართობისათვის - ბეისბოლის თამაში, სასეირნოდ წასვლა, წიგნის წაკითხვა - ეს ყველა ის საკითხია, რომლებიც ამცირებენ სტრესის გამოვლენის ალბათობას, რადგან ჩვენს გონებას რელაქსაციას ანიჭებენ.
*ისწავლეთ ახალი სარელაქსაციო ტექნიკა - დაკავდით იოგით, წაიკითხეთ წიგნები რელაქსაციის შესახებ, მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკებს. ყოველთვის ეძებეთ ახალი გზები თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდის შემოსატანად.
*სწორად შეაფასეთ თქვენი სამუშაო გარემო - არაფერია იმაზე სტრესის მომტანი როგორც სამსახური, რომელიც არ მოგწონთ, ან როდესაც სამუშაო ადგილზე წასვლა თქვენთვის ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ასეთ დროს საჭიროა განაახლოთ და ცვლილებები შეიტანოთ თქვენს სამუშაო გარემოში, რათა ის სასიამოვნო გარემოდ იქცეს.
*ყოველთვის გამონახეთ დრო სოციალიზაციისათვის - ზოგჯერ იმდენად დაკავებულები ვართ რომ გვავიწყდება დავურეკოთ ჩვენს მეგობრებს, ვესაუბროთ მათ ან სადმე წავიდეთ მათთან ერთად. სოციალიზაცია სტრესისგან თავის აცილების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ნუ დაგავიწყდებათ შეხვდეთ თქვენს ძველ მეგობრებს, გაატაროთ მათთან ერთად დრო და შეიძინოთ ახალი მეგობრები.
*შეიქმენით კომფორტული გარემო - თქვენ გარემოში შემოიტანეთ ის ნივთები და ფერები, რომლებიც გეხმარებათ თავი უკეთ იგრძნოთ. გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და კომფორტი და სიმშვიდე შემოაქვთ თქვენს ცხოვრებაში.

0
175
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0