x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყველაზე ძვირადღირებული ყვავილები

ძვირადღირებულად ითვლება ყვავილი, რომლის ფასი, საშუალოდ, 10-15 დოლარს აღემატება. მაგ., ცისარტყელისებური ვარდის 30 ყვავილიანი თაიგული, დაახლოებით, 350 – 400 დოლარი ღირს.

უფრო ძვირია «ღამის მეფე» — ტიტების სახეობა, რომელიც შავიდან იისფერში გრადიენტულად გარდამავალი ფერის არის. ის დღესაც ერთ-ერთი ძვირადღირებული ყვავილია, თუმცა ყველაზე ძვირი, ყვავილებს შორის, ის «ტიტების ციებცხელების» (XVI-XVII სს.) დროს იყო.

imageიმ პერიოდში, მცენარის ერთი ბოლქვი, ღირებულებით, ცხვრის ფარას, 4 ხარს, 4 ტონა ხორბალს, 8 ტონა შვრიას, 300 ლ. ღვინოს ან 300 კგ. ყველს უთანაბრდებოდა.

ამჟამად, შავი ტიტის ერთი ბოლქვის ფასი, საშუალოდ, 15-20 დოლარს შეადგენს. ხოლო, ყველაზე ძვირადღირებულ ყვავილებს შორის, საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

imageimageIII ადგილი – მედინილა (Medinilla)


image


ღია ვარდისფერი, მტევნისებური ყვავილების მქონე მცენარის ბუნებრივი გავრცელების არეალი აზიის ნოტიო ტყეები, ტროპიკული აფრიკა და წყნარი ოკეანის ზოგიერთი კუნძული არის.
ის დამსახურებულად ითვლება პლანეტის ყველაზე ლამაზ ეგზოტიკურ მცენარედ და ამის გამო, ბოტანიკოსებმა და მებაღეებმა მას მეტსახელად — «მშვენიერი» შეარქვეს.

ერთი ძირი მედინილას ფასი ბაზარზე — 50 – 150 დოლარს შორის მერყეობს.



II ადგილი – ორქიდეა «კინაბალუს ოქრო» (Paphiopedilum rothschildianum)


image


ორქიდეა «კინაბალუს ოქრო» – ფლორისტულ ბაზარზე, ყველაზე ძვირადღირებულ ყვავილად ითვლება მსოფლიოში. მისი ნახვა მხოლოდ ერთ ადგილზე — მთა კინაბალუზე (აღმ. მალაიზია) შეიძლება, რომელიც კ. ბორნეოზე, იმავე სახელის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
გადაშენების გზაზე მყოფი ორქიდეა ყვავილს, პირველი ფოთლის გამოსვლიდა, მხოლოდ 15 წლის შემდეგ იკეთებს. ამასთან, მას ერთდროულად შეიძლება 5-6, საკმაოდ დიდი ზომის, ყვავილი ჰქონდეს. ყვავის მხოლოდ გაზაფხულზე და შეიძლება, პირველი ყვავილობის და საერთოდ, ყვავილობის შემდეგ, ძალიან დიდი დრო გავიდეს, შემდეგ ყვავილობამდე.
ერთი ძირი «კინაბალუს ოქრო» ბაზარზე – 5-6 ათასი დოლარი ღირს.



I ადგილი – ორქიდეა შენჩჟენ-ნონკე (Shenzhen Nongke)


image


Shenzhen Nongke – ორქიდეის ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშია, რომლის შექმნაზე, ჩინელი სელექციონერები 8 წლის მანძილზე მუშაობდნენ. ყვავილსაც სწორედ მისი შემქმნელი ჯგუფის სახელი ჰქვია.

4-5 წელი ლოდინი არის საჭირო ამ ელეგანტური ყვავილის დასანახად და მისი სურნელის შესაგრძნებად.

2005 წელს, ანონიმურმა მყიდველმა Shenzhen Nongke აუქციონზე 202 000 დოლარად შეიძინა და ამგვარად, ის ყველაზე ძვირადღირებულ ყვავილად იქცა მსოფლიოში, ოდესმე გაყიდულ ყვავილებს შორის.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


imageყველაზე უჩვეულო ყვავილები მსოფლიოში
ცისფერი ყაყაჩო
საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ
ყველაზე საინტერესო, მცენარეების შესახებ (+ ფოტო – მარიხუანას ღიმილი)
მცენარე, რომლის ფუღუროშიც, ცხოვრება შეიძლება
მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო

0
381
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0