x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
12 ლამაზი ყვავილი, რომელიც შესაძლოა არც კი გინახავთ და ყველაზე უჩვეულო ყვავილი დედამიწაზე

რომელ ქალს არ უყვარს ყვავილები? ისინი თვალს ახარებენ, უმშვენიერეს არომატს აფრქვევენ და ნებისმიერი სახლის ინტერიერს ალამაზებენ. ყვავილების მაღაზიებში უამრავი ლამაზი ყვავილი არის. თუმცა, ისეთი ყვავილებიც არის, მაღაზიაში რომ ვერ შეხვდებით და რომლის სილამაზის ვარდებსაც კი შეშურდებათ. აქ, სწორედ, რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:



ლემა (ლათ. Datúra)


image


თავისი სილამაზის მიუხედავად, ეს მეტისმეტად მაღალტოქსიკური ყვავილია, რომელსაც ადამიანი შეუძლია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდოს და შესაძლებელია, რომ ყველაფერი სიკვდილით დასრულდეს. ოდესღაც, ამ ყვავილს, ევროპის და აზიის ქვეყნებში, როგორც საწამლავს ისე იყენებდნენ.



ღვინა (ლათ. Fritillária)


image


ლათინურიდან Fritillaria კამათლებიან კოლოფს ნიშნავს. ხოლო, ხალხში მას ჭადრაკის ყვავილს ეძახიან.




«სპორტინგი»


image

«სპორტინგს» ბოტანიკოსები იმ ყვავილებს უწოდებენ, რომლებმაც ცალკეული ნაწილების სპონტანურ მუტაცია განიცადეს.



ტიტანური ამორფოფალუსი (ლათ. Amorphophallus titanum)


image


ამ ლამაზ ყვავილს, არც თუ ისე, ლამაზ სახელს — «გვამის ყვავილსაც», ეძახიან, რადგან ყვავილობის პერიოდში, ირგვლივ გაფუჭებული ხორცის სუნს აფრქვევს, რითაც დამტვერვისთვის იმ მწერებს იზიდავს, რომლებიც მსგავსი საკვებით იკვებებიან.



ჩინური ფარანი (Abutilon × hybridum)


image


ამ ოჯახში სხვადასხვა ფერის ყვავილებია. მაგრამ, ეს, მათ შორის, ყველაზე ლამაზია.



პლატიკოდონი (ლათ. Platycodon grandiflorus)


image


პლატიკოდონი «ბუშტის» სახელითაც არის ცნობილი. გავრცელების არეალი აღმ. აზიაა და მას სალათებში იყენებენ, ინგრედიენტის სახით.



ჯანჯაფილის სკა (ლათ. Zingiber spectabile)


image


ამ მცენარეს სკის ფორმის ულამაზესი ყვავილები აქვს და მისი სიმაღლე 4, 5 მ-მდე შეიძლება იყოს.



გომბეშო ლილი (ლათ. Tricyrtis)


image


ეს უცნაური შეფერილობის ყვავილი ფორმით ზღვის ვარსკვლავს ჰგავს და მისი გავრცელების არეალი იაპონიის კუნძულები არის.



იაპონური კამელია (ლათ. Camellia Japonica)


image


იაპონური კამელიას განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გვირგვინის ფურცლებს სპირალისებური განლაგება აქვს და ზღვის დონიდან 300–1100 მ. სიმაღლეზე იზრდება.



ციპრიპედია (ლათ. Cypripedioideae)


image


ციპრიპედია ორქიდეების ერთ-ერთი სახეობა არიდ და მას ქალის ჩუსტსაც ეძახიან, ყვითელი, გადმოკიდებული ფურცლის გამო.



სტრონგილოდონი დიდმტევნიანი (ლათ. Strongylodon macrobotrys)


image


ეს ფირუზისფერი მცენარე ბარდის და ლობიოს ნათესავია და მისი გავრცელების არეალი ფილიპინები არის.



პასიფლორა, ვნების ყვავილი (ლათ. Passiflóra incarnáta)


image


ყვავილის სამშობლო — ჩრდ. ამერიკა არის. გავრცელების არეალი –აღმ. და სამხ-აღმ. აშშ. კულტივირებულია სამხ-აღმ. აზიის ქვეყნებში და ფილიპინებზე.

image

და ბოლოს, ყველაზე უჩვეულო ყვავილი პლანეტაზე:

image

ნარილატას (Narilatha), რომლის სამშობლო ჰიმალაის მაღალმთიანი რეგიონია და ის ყველაზე მეტად განხილვადი მცენარეა მსოფლიოში. ყვავილოვანი ხე-მცენარე მხოლოდ 20 წელიწადში ერთხელ ყვავდება და მის ყვავილს ქალის სხეულის ფორმა აქვს.


image


მისი სახელწოდება – Narilatha, სამხ. აზიის მითოლოგიის მიხედვით, სიტყვასიტყვით «ვაზის ქალს» ნიშნავს.


image


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ყველაზე უჩვეულო ყვავილები მსოფლიოში

ცისფერი ყაყაჩო

საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ

ყველაზე საინტერესო, მცენარეების შესახებ (+ ფოტო – მარიხუანას ღიმილი)

მცენარე, რომლის ფუღუროშიც, ცხოვრება შეიძლება

მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო

3
8958
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
8958
  
2017, 20 აგვისტო, 22:52
აარა ლალი, ჩემო კეთილშობილო მეგობარო, აქ საქმე ასე მათემატიკურად არაა, არამედ გაცილებით რომანტიკულად: მამალი რომ გაყვავდება, შემდეგ მოთმინებით უცდის დედლის გაყვავებასაც. (რამდენი წელიც უნდა დაჭირდეს) და ღამ-
ღამობით სევდიანი ტირილის ხმები ისმის.
ალბათ ამიტომ ამ ხის მამალ ვარიანტს ძველ ტიბეტურ ენაზე ეძახიან "დრავა რავ" - "ხე
რომელიც ქვითინებს" - იქნებ ჩაამატო ეს სასარგებლო ცნობა სტატიაში, ვარდისფერო ატმის ყვაილო, მე თვითონ მაქვს ეგ ტირილი გაგონილი ლხასაში რომ ვიყავი საქმეებზე.
2017, 20 აგვისტო, 12:44
:) დედალი თუ 20 წელიწადში ერთხელ ყვავის და მამალი – 22-ში, ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ან უკიდურეს შემთხვევაში, 100 წელში ერთხელ) – დედალი მეხუთედ რომ გაყვავდება და მამალი მეოთხედ :)
2017, 20 აგვისტო, 12:11
აი ბოლო ყვავილი რომაა "ნარილატა" აქ მაგის დედალი სახეობაა მოყვანილი, აქვს აგრეთვე მამალი სახეობაც. ის ყვავილობს 22 წელიწადში ერთხელ და ისხავს მამაკაცის ფორმის ყვავილებს, და როცა ქარი ქრის მაშინ დედალ-მამლი ყვავილები ერთმანეთს ეხეთქებიან და უცნაურ ხმებს გამოსცემენ. ასე მრავლდება ეგ ხე. სხვათა შორის ქარიანი ამინდის დროს, მაგ ხის ახლოს 18 წლამდე ბავშვების ჩავლა აკრძალულია.
0 1 3