x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მეეზოვემ ნაგავში გადაგდებული 30 ბავშვი გადაარჩინა

ჩინელი ლიუ სიაონი უკვე 88 წლის არის. ის, წლების მანძილზე, მეეზოვედ მუშაობდა და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ნამდვილი გმირია. ქალმა, ცხოვრების მანძილზე, 30 ახალშობილი გადაარჩინა სიკვდილს და გაზარდა. ის ბავშვებს გზის პირას ან ნაგვის ურნებში პოულობდა.


image


პირველად, ბედის ანაბარად მიგდებული გოგონა, ლიუმ 1972 წელს, ნაგვის ურნაში აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ძალიან უჭირდათ, მან და მისმა მეუღლემ ახალშობილი სახლში წაიყვანეს.

image


სამწუხაროდ, ჩინეთში ბავშვის ქუჩაში მიტოვების შემთხვევა იშვიათი არ არის და ამიტომ, როგორც კი ლიუ ბავშვს იპოვიდა, სახლში მიჰყავდა. როგორც თავად ქალი ამბობს, ამ ბავშვების აღზრდით, ის ენით აუწერელ ბედნიერებას განიცდიდა. მისი წყალობით, 30 ბავშვი გადაურჩა გარდაუვალ სიკვდილს. ბავშვების წაწილზე ის და მისი მეუღლე ზრუნავდნენ, ხოლო სხვებისთვის – ოჯახებს ნახულობდნენ ნაცნობ-მეგობრებს შორის.


image


29 ბავშვის ისტორია, თითქმის ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ 30-ე, ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო…

ქალმა ურნაში გოგონა იპოვა, რომელსაც თავი იისფერი ჰქონდა, ხოლო სხეული – სისხლით მოსვრილი. როდესაც ბავშვი ხელში აიყვანა, მიხვდა რომ პატარა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.


image


გაირკვა, რომ ვიღაცას ბავშვის მხოლოდ თავიდან მოცილება კი არ უნდოდა – მას ყელიც გამოჭრა... ექიმების თქმით, ჭრილობა უფრო ღრმა რომ ყოფილიყო, ან დახმარება დაგვიანებულიყო, ბავშვი ნამდვილად დაიღუპებოდა.
ამჟამად ლიუ საავადმყოფოში წევს. მას თირკმელების მწვავე უკმარისობა აქვს. მაგრამ, ამ მდგომარეობაშიც კი, ის 7 წლის წინ ნაპოვნ ბიჭზე ნერვიულობს, რომელიც სკოლაში წელს პირველად მიდის…



image


სამწუხაროა, რომ ლიუ სიაონის გმირობის შესახებ, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. თუმცა, ქალი არც არასდროს ცდილობდა სახელის მოხვეჭას. ის მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც სწორედ მიაჩნდა…

imageimageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ?

ისტორია უბრალო ადამიანურ სიკეთეზე

პეკინში ახალშობილი გოგონა საკანალიზაციო მილიდან ამოიყვანეს

12 კვირის ბავშვი ყუთში ჩააწვინეს და სარდაფში დატოვეს…

ახალშობილი გადააგდეს და ის მოკვდებოდა, რომ არა...

წარმოუდგენელი საშინელება ძველ რომში

0
439
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0