x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ხორცშესხმული ანგელოზი

დედა – ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანი არის თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ის არის პირველი, ვინც გვაცნობს ამ სამყაროს...


image


დაბადების წინა დღეს, ბავშვმა ღმერთს ჰკითხა:
— ამბობენ, რომ ხვალ დედამიწაზე მგზავნიან. მაგრამ, მე ხომ ასეთი პატარა და დაუცველი ვარ, როგორ უნდა ვიცხოვრო იქ?
ღმერთმა უპასუხა:
— მე ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც იქ დაგხვდება და ზრუნვას არ მოგაკლებს.
ბავშვი დაფიქრდა, შემდეგ კი თქვა:
— აქ მე მხოლოს ვმღერი და ვიცინი და ეს სრულიად საკმარისია, რომ ბედნიერი ვიყო. მაგრამ, იქ...?
ღმერთმა სსათქმელი არ დაასრულებინა და უპასუხა:
— შენი ანგელოზი გიმღერებს და გაგიღიმებს, მის შენდამი უსაზღვრო სიყვარულს იგრძნობ და ამით იქნები ბედნიერი.
— ჰო! მაგრამ, მისი ენა რომ არ ვიცი, როგორ გავიგებ რას მეტყვის? – იკითხა ბავშვმა და ღმერთს დაჟინებით შეხედა. – და რა უნდა გავაკეთო, შენთან რომ მომინდეს დაკავშირება?
ღმერთმა პატარას თავზე ხელი მსუბუქად შეახო და უთხრა:
— შენი ანგელოზი გასწავლის ლოცვას.

შემდეგ ბავშვმა იკითხა:
— გამიგონია, რომ დედამიწაზე ბოროტება არის. ვინ დამიცავს მისგან?
— შენი ანგელოზი დაგიცავს, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.
— ძალიან მოვიწყენ უშენოდ, მომენატრები…
— შენი ანგელოზი ჩემზე ყველაფერს გიამბობს და ჩემთან მოსასვლელ გზასაც გასწავლის. ასე, რომ, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
ამ დროს, დედამიწიდან ხმები შემოესმათ; და ბავშვმა მაშინვე იკითხა:
— ღმერთო, მითხარი ჩემს ანგელოზს რა ჰქვია?
— ამას მნიშვნელობა არა აქვს. შენ მას დედას დაუძახებ – უპასუხა ღმერთმა.

imageimage

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

რა არის სული და რატომ მოდის ის დედამიწაზე?

ცხოვრების ინსტრუქცია (ორი იგავი)

ბედის ნიშნები

გზა სამოთხისკენ

0
202
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0