x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ არ ჭამენ ებრაელები და მუსულმანები ღორის ხორცს?

ალბათ ბევრ თქვენგანს გასჩენია კითხვა: რატომ არ ჭამენ ებრაელები და მუსულმანები ღორის ხორცს?

ერთი შეხედვით ღორი სავსებით უწყინარი ცხოველია, გვაძლევს გემრიელ და ნოყიერ ხორცს, თუმცა ბევრი ებრაელის ან მუსულმანისაგან გაგვიგონია: " უწმინდური ცხოველია", "რელიგია კრძალავს" და კიდევ სხვა მსგავსი არგუმენტები. მახსოვს, სტუდენტობისას დეიდაჩემთან ვცხოვრობდი, მეზობელი ჰყავდა ებრაელები. ერთხელ, როცა დეიდამ სადილად ღორის ხორცი მოხარშა, ამ ოჯახის წევრი ებრაელი ბიჭი (ასე 22-25 წლის) შემოგვესწრო. ბიძაჩემმა შესთავაზა, დაგვეწვიო. როცა ბიჭმა სუფრაზე შემოტანილ ღორის ხორცს შეხედა, ცივი უარი გვტკიცა და დამდუღრულივით გავარდა გარეთ. მაინც რატომ სძულთ ასე ძლიერ ებრაელებსა და მუსულმანებს ღორის ხორცი და რატომ არ მიირთმევენ მას?


image


არსებობს რამოდენიმე ვერსია იმისა, თუ რატომ არ მიირთმევენ ებრაელები და მუსლიმები ღორის ხორცს. მოდით ვნახოთ, რომელია მათ შორის ყველაზე გავრცელებული.


image


ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია გავიხსენოთ რელიგიის ჩასახვის პერიოდი - დრო, როდესაც ადამიანები ზოგიერთ ცხოველზე სუფთა სულაც არ იყვნენ.


მეცნიერული ახსნა იმისა, თუ რატომ არ ჭამენ მუსულმანები ღორის ხორცს, შემდეგია: ღორის ხორცის აკრძალვის შესახებ მართლაც წერია ყურანში: "იქედან, რასაც გამოცხადება მასწავლის, მე მეკრძალება ჭამა ლეშის, დაღვრილი სისხლის და ღორის ხორცის, რომელიც არის ცუდი, ასევე არ უნდა ვჭამო იმ ცხოველების ხორცი, რომლებიც არა ალაჰის კურთხევით არის მოკლული". მაგრამ რატომ მაინდამაინც ღორი?


image


ტერიტორიებზე, სადაც იუდაიზმი და ისლამი წარმოიშვა, განსაკუთრებულად ცხელი კლიმატი იყო. მოგეხსენებათ, ღორის ხორცი ძალიან ადვილად ფუჭებადი პროდუქტია. თუ გავითვალისწინებთ აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ღორი ყველაფერს ჭამს-საკუთარ განავალსაც კი, მისი ხორცი შეიცავს ტრიქონელას და პარაზიტებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს. ბევრი ბაქტერია, რომელსაც ეს ცხოველი ატარებს, არ იღუპება თერმული დამუშავების დროს. ამის გამო ღორის ხორცის საკვებად გამოყენება ამ ადგილებში იწვევდა უამრავ ავადმყოფობას, მოწამვლას და სიკვდილიანობას. ამიტომ ადამიანებმა ამ ფაქტს მიანიჭეს უფრო მეტად რელიგიური მნიშვნელობა, ვიდრე სუფთა მეცნიერული. რადგან ორგანიზმი არ ღებულობს ამ ცხოველს ხორცს, ესე იგი, ის უწმინდურია და ეშმაკისეული. სწორედ ამიტომ იქნა აკრძალული ღორის ხორცის მიღება მუსულმანების და იუდეველების მიერ.


image


ნებისმიერ აკრძალვას რელიგიაში შეიძლება მოეძებნოს მეცნიერული ახსნა. მაგალითად, იუდეველებს აკრძალვა აქვთ ომარების, კიბოების და კიბორჩხალების ჭამაზე. როგორც ცნობილია, ზღვის ამ ცხოველების ხორცში არის გვამური შხამი პტომაინი. კაშრუტას კანონები კრძალავს ველური ცხოველების - დათვის, მგლის, ხორცის ჭამას, რადგან ისინი ლეშისმჭამელები არიან, ესე იგი მათ ორგანიზმში ბევრი ტოქსინია, ხოლო ინდიუზმი სულაც ძროხის ხორცის ჭამას (ძროხა ინდოეთში წმინდა ცხოველადაა მიჩნეული).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა აბრაამული რელიგია კრძალავს ღორის ხორცის ჭამას მიუხედავად იმისა, რომ ის წყვილჩლიქოსანი ცხოველია: "ხოლო ღორი, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ჩლიქი აქვს, არ იცოხნება, ის უწმინდურია თქვენთვის. ხორცი არ ჭამოთ და ლეშს არ შეეხოთ'' (ბიბლია, მეორე კანონი, თავი 14, კუპლეტი 8). არსებობს აგრეთვე ლეგენდა, რომ ღორები არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთმა გადაქცია ცხოველებად.

ყოველ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ და პატივი ვცეთ სხვადასხვა ხალხების ტრადიციებსა და რელიგიებს, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი როდი ექვემდებარება მეცნიერებას, ესე იგი არსებობს ზეციური ძალა, რომელსაც ემორჩილება ყველა სულიერი ამქვეყნად.



0
770
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
770
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0