x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორ წარმოედგინათ მომავალი 1900 წელს
ხალხს ყოველთვის აინტერესებს თუ როგორი იქნება მომავალი. მე-19 საუკუნის მიწურულს ბევრ ქვეყანაში ღია ბარათები გამოიცა, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორი იქნებოდა მსოფლიო 2000 წელს.

აი, მაგალითად, ღია ბარათი განათლების თემაზე. 2000 წლისთვის ბავშვები სპეციალურ მოწყობილობას დაიმაგრებდნენ თავზე და ინფორმაცია პირდაპირ ტვინში გადაიცემოდა. დღეს სწავლის პროცესი კომპიუტერიზებულია, თუმცა აქამდე კაცობრიობა ჯერ არ მისულა)

image




ღია ბარათი, რომელზეც გამოსახული აპარატი კვერცხს მომენტალურად გადააქცევდა წიწილად. მომენტალურობაზე რა გითხრათ, მაგრამ აპარატი კი შეგვიძლია ინკუბატორს შევადაროთ.


image



მოახლე, რომელიც ამ მოწყობილობის დახმარებით ერთდროულად გვის და წმენდს იატაკს. მტვერსასრუტი ხომ არ გაგახსენდათ, რეცხვის ფუნქციით?

image




გერმანიაში გამოშვებული ღია ბარათი ოცნებით:დაინახე კედლის მიღმა. ინფრაწითელი მოწყობილობით დღეს ეს რეალობაა.

image




როგორც ჩანს მე-19 საუკუნეში წყალზე სეირნობაზე ოცნებობდნენ.

image




აი, როგორ უნდა დაიცვათ ქალაქი უამინდობისგან, მაგრამ საინტერესოა, მხატვარმა სითბურ ეფექტზე თუ იფიქრა?

image



გადასატანი სახლები. მშვენიერია!მაგრამ...რა ვუყოთ კომუნიკაციებს?

image



ეს კი მომავლის ქალაქები:

imageimage

0
143
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0