x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბაჰაიზმი ყველაზე პროგრესული და ახალგაზრდა რელიგია,რომელიც.... ირანში დაიბადა

image

მონოთეისტური რელიგია, რომელიც ბაჰაულამ (1817-1892)შექმნა მსოფლიო რელიგიათა შორის ყველაზე ახალგაზრდა აღმსარებლობაა, რომელიც ბაჰაულასთან ერთად აერთიანებს მოსეს, აბრაამს, ბუდას, ზარათუშტრას, კრიშნას, იესოს და მუჰამედს.რელიგიის მსოფლიო ცენტრი ხაიფაში(ისრაელი) არის განთავსებული.ბრიტანეთის ენციკლოპედიის(1998) თანახმად ბაჰაიზმის მიმდევარი 6, 67 მილიონი ადამიანია მთელს მსოფლიოში.(სულ მოიცავს 188 ქვეყანას)

ბაჰაულას სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპი - ადამიანთა მოდგმის ერთობა და მთლიანობა - ესაა საწყისი წერტილი ყველაფრისა, რასაც ის ასწავლის.
ბაჰაი რელიგიის მიზანი მდგომარეობს მსოფლიოს გაერთიანებაში ერთ რწმენასა და საერთო სოციალურ წესრიგში, ბაჰაულას გასაოცარი წვლილი კაცობრიობის გაერთიანებაში მდგომარეობს მის მიერ მოცემულ საზოგადოებრივი მოწყობის პრინციპთა სისტემაში, რომლებიც მივა სამართლიანობის დამყარებასთან.

ბაჰაულას სწავლების თანახმად, მის საუბარში აისახებოდა იგივე ღვთიური ძალუფლება, რაც მოსეს, იესოს, მუჰამადის სიტყვებში. ის ასწვლიდა:, , დადგა დრო ერთიანი საკაცობრიო გაერთიანებისა, ადამიანთა მოდგმის შეგნებული გაერთიანებისა.”
ბაჰაულამ მიიღო ყველა ძალისხმევა რათა არ დაეშვა თავისი რწმენის სექტებად დაყოფა. თავისი სწავლება მან მოგვცა წერილობითი სახით, ამით დარტყმა მიეყენა ზეპირ ტრადიციას. მან გააუქმა სამღვდელოების ავტორიტეტი. აკრძალა სიწმინდეთა შექმნა. დანიშნა თავისი უფროსი შვილი - აბდულ ბაჰა - ცენტრად თავისი აღთქმისა, ქვაკუთხედი ერთიანობისა, რომელსაც ყველამ უნდა მიმართოს, რწმენის დებულებათა განმარტებისათვის.


image

ფოტოზე:წმინდა ბაბა ქარმელის მთაზე ჰაიფა (ისრაელი)


ბაჰაისტთა მთავარი რელიგიური წიგნია "ქითაბ აკდა"("უწმინდესი წიგნი") რომელშიც ბაჰაიზმის ძირითადი დოქტრინებია გადმოცემული. მასში ნათქვამია: "ახლა გამოჩნდა ღვთაებრივი რელიგია, მოვიდა ქვეყნიერების მეუფე და გვიჩვენა გზა. მისი დადგენილება კეთილი საქმეებია, მისი წეს-ჩვეულება - გასაჭირთა დათმენა. ეს რელიგია ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებს, ამ წეს-ჩვეულებებს კი ადამიანები მიჰყავს სამყაროში, სადაც ნაღველი არ არის. ეს რელიგია და მისი ადათ-წესები ყველა რელიგიასა და წეს-ჩვეულებებს მოიცავს. მიიღეთ და დაეუფლეთ მას".


image


ფოტოზე:ბაჰაის მსოფლიო ცენტრის შენობა ხაიფაში

ბაჰაიზმის მიმდევრები უფლისადმი ლოცვას დღეში სამჯერ აღავლენენ, რის დროსაც თითოეულ ბაჰაისტში "უფალი იბადება". ლოცვის წინ ბაჰაისტები, მუსულმანთა მსგავსად, განბანის წესს აღასრულებენ. გარდა ამისა, ისინი ასრულებენ მედიტაციებს, კითხულობენ ბაჰაიზმისა და სხვა მსოფლიო რელიგიების "წმინდა წერილებს" და ა.შ. ბაჰაისტური დღესასწაულების უმრავლესობა ბაჰა-ულას ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. ბაჰაისტებს აქვთ საკუთარი კალენდარიც: წელიწადი მოიცავს 19-დღიან თვეებს (სულ 361 დღეს), ხოლო 4 დღე არის დამატებითი მე-18 და მე-19 თვეებს შორის. ბაჰაისტებს აქვთ ტაძრების მსგავსი "თაყვანისცემის სახლები", რომელთა კედლებზეც "ქითაბ აკდადან" ამოღებული ციტატებია წარწერილი. სხვადასხვა ქვეყანაში ბაჰაიზმის 8 "თაყვანისცემის სახლი" მოქმედებს. გარდა ამისა, ბაჰაისტებს აქვთ საკუთარი სასწავლებლები, გამომცემლობები, რადიოსადგურები და ა.შ.

ბაჰაი რელიგიის თერთმეტი დებულება


1)მსოფლიო რელიგიათა და მათი წყაროთა ღვთაებრივი წარმოშობის აღიარება;

2)ადამიანის მიერ ჭეშმარიტების ინდივიდუალური ძიება;

3)რასობრივი, კლასობრივი, ნაციონალური, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა წინააღმდეგობების გადალახვა;

4)რელიგიისა და სამეცნიერო პროგრესის თანამშრობლობა;

5)საზოგადო განათლების მნიშვნელობის და აუცილებლობის აღიარება;

6)ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა;

7)მოსახლეობის სიღატაკესთან ბრძოლა;

8)საერთაშორისო უშიშრობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალი მსოფლიო ფედერალური სისტემის შექმნა.

9)მაღალზნეობრივი ცხოვრების პრაქტიკა;

10)საერთაშორისო ენა ;

11)ახალი სულიერი მსოფლიო ცივილიზაციის შექმნა.


1925 წელს ეგვიპტის სასამართლომ ბაჰაის რელიგია დამოუკიდებლად სცნო და განაცალკევა ისლამისგან

და ბოლოს...თავის სამშობლოში - ირანში -რა თქმა უნდა ბაჰაი რელიგია სასტიკად აკრძალულია, თუმცა მათი მიმდევრები(350 000 ადამიანი) ისლამის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვან რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენდნენ, ისლამური რევოლუციის შემდეგ(1979 წელს) 200-ზე მეტი ბაჰაის მიმდევარი მოკლეს, ათასობით ციხეში ჩასვეს და ზოგი კი სამსახურებიდან დაითხოვეს.
ჩვენს მეზობელ რუსეთში დღესდღეობით 3676 ბაჰაის მიმდევარია დარეგისტრირებული.

Baha'i International Community გაეროს მიერ აღიარებულია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსულტაციო სტატუსის უფლებით.

image
ფოტოზე:ბაჰაისტური ”ლოტოსის ტაძარი” დელი, ინდოეთი, რომელსაც ყოველწლიურად 4 მილიონი მიმდევარი სტუმრობს

1
193
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
193
  
მშვენიერი სტატიაა! ყოჩაღ არაჩანდა! ჯიგარი ხარ! გლოცავ მთელი გულით! ყოჩაღ ბაჰაისტებს! გაუმარჯოს ბაჰაულას! პირადად მე თეოსოფი ვარ, მაგრამ ბაჰაის სწავლება მუდამ მომწონდა! ფურთხი აიათოლა ჰომეინს! მაგ ნაძირლის გამო რამდენი უდანაშაულო ბაჰაისტი მოკლეს!
0 1 1