x
image
natia.a
გახსოვთ ის? აი, როგორია "ეშმაკი ხუანის" ოჯახი დღეს...
image

მათ, ვისაც ავბედით 90-იან წლებში მოუწია ცხოვრება, ალბათ ემახსოვრება "ველური გული", რომელმაც ეკრანზე გამოსვლისთანავე დაიპყრო ქართველი (და არა მხოლოდ ქართველი) აუდიტორიის გულები. "ეშმაკი" ხუანის და ულამაზესი მონიკას სიყვარულის ისტორია, უშუქობასა და ჩაბნელებულ ქართულ რეალობაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.


image

განსაკუთრებით პოპულარული გახდა მთავარი როლის შემსრულებელი - ედუარდო პალომო, რომლის რომანტიკულმა გმირმა უამრავი ქალბატონი მიაჯაჭვა ეკრანებს.



image

თუმცა თავად მსახიობის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ ცოტა რამ თუ იცის ქართველმა მაყურებელმა.


ედუარდო პალომო 1962 წლის 13 მაისს დაიბადა, მექსიკის ქალაქ მეხიკოში.

სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში, სპექტაკლებში მონაწილეობით დაიწყო, შემდეგ კი ტელენოველებით გააგრძელა. პირველი დიდი წარმატება 1990-იან წლებში ეწვია, მას შემდეგ, რაც რამდენიმე სერიალში მთავარი როლები შეასრულა.


image

2000-იანი წლების დასაწყისში ედუარდო პალომო მექსიკაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი იყო. ჰქონდა უამრავი შემოთავაზება ესპანურ და ამერიკულ ფილმებში მონაწილეობისთვის.


image

1994 წელს ედუარდო პალომომ ცოლად შეირთო მომღერალი და მსახიობი, კარინა რიკო. წყვილს უზომოდ უყვარდა ერთმანეთი. 4 წლის შემდეგ მათ ქალიშვილი, ფიონა შეეძინათ, 2000 წელს კი მათი ვაჟი, ლუკა მოევლინა ქვეყანას.


image

2000 წლიდან ედუარდო ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც რამდენიმე ფილმზე მუშაობდა.


თუმცა მოულოდნელად ყველაფერი დასრულდა...


2003 წლის 6 ნოემბერს, ედუარდო მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად რესტორანში ვახშმობდა, როცა მოულოდნელად ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარება მალევე მოვიდა, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს. 41 წლის ედუარდო პალომო გულის შეტევით გარდაიცვალა.


image


ედუარდოს ქალიშვილმა, ფიონამ მამის კვალდაკვალ წასვლა გადაწყვიტა და 2013 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში "Gossip Girl Acapulco". პარალელურად იგი მოდელობასაც აპირებს. ლუკა კი მუსიკით არის გატაცებული და საკუთარი მუსიკალური ბენდი აქვს.


image

(კარინა რიკო და ლუკა და ფიონა პალომოები)


ასევე დაგაინტერესებთ:


1. გახსოვთ იგი? აი, როგორ ცხოვრობს ლეგენდარული კორადო კატანი დღეს...

image


2. როგორ იღებდნენ "ბრილიანტის ხელის" ყველაზე პიკანტურ სცენას და რა ეწყინა მსახიობს

image


3. იცით რატომ არის პოპულარული ინდური სერიალები?

image


4. სსრკ-ში საიდუმლოდ გადაღებული და 2015 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ფოტოები

image


5. რატომ მოხვდა პოლიციაში კენან იმირზალიოღლუ და რომელია მისი ყველაზე სევდიანი მოგონება

image






0
11630
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
11630
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0