x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ნეტა ყველას შეეძლოს ასეთი სითბოსა და სიყვარულის გაცემა...

imageამბობენ, სამყაროს მხოლოდ სილამაზე გადაარჩენსო. მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სწორედ ვცხოვრობთ და სწორედ გვიყვარს ის...
იმ სახლის ყოველა მოსახლემ, რომელშიც ვცხოვრობდი იცოდა, თუ როგორი მახინჯი იყო ეზოს შეკედლებული კატა. მას მხოლოდ სამი რამ უყვარდა ქვეყანაზე: ბრძოლა არსებობისთვის, იმის ჭამა, რასაც იშოვიდა და მოფერება. ამ სამი რამის კომბინაციამ და კიდევ იმან, რომ უსახლკარო იყო, წარუშლელი კვალი დატოვა კატის სხეულზე: მას არა ჰქონდა ცალი თვალი და ცალი ყური, ხოლო მარცხენა ფეხი მოტეხილობის შემდეგ, ისეთი კუთხით შეუხორცდა, რომ როდესაც დადიოდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სადმე შეხვევას აპირებდა. კუდი კარგა ხნის წინ გაუქრა. მის ადგილზე, მხოლოდ პატარა მონაკბენჩი ჰქონდა, რომელიც მუდმივად მოძრაობდა.
კატას თავი და მხრები მთლიანად იარებით ჰქონდა დასერილი. ნებისმიერ ადამიანს, ვინც მას ხედავდა, ამბობდა: «რა ძალიან მახინჯია ეს კატაო!». ყველა ბავშვს კატეგორიულად აკრძალული ჰქონდა მასთან შეხება. უფროსები მას ბოთლებს და ქვებს ესროდნენ, შლანგით წყალს ასხავდნენ, რომ გაეგდოთ. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ როდესაც წყლით ასველებდნენ, ის ადგილიდან არ ინძრეოდა. მორჩილად იდგა და სველდებოდა, ვიდრე მწვალებელს მისი გაწუწვა არ მობეზრდებოდა. როდესაც მას რამეს ესვროდნენ, მიდიოდა და ფეხზე ეხახუნებოდა საკუთარ მჩაგვრელს, თითქოს დანაშაულისთვის პატიებას სთხოვდა. ბავშვს დაინახავდა თუ არა, სასწრაფოდ მასთან გარბოდა, ხელებზე თავს უხახუნებდა და ხმამაღლა კრუტუნებდა და ამ ფორმით, მოფერებას ითხოვდა.image
ერთხელ კატას მეზობლის ძაღლები დაესხნენ თავს. ღია ფანჯრიდან ძაღლების ყეფის, მეზობლის ძახილის - «ქს, ქს!» და კატის განწირული კნავილის ხმები შემომესმა. მაშინვე გავიქეცი მის საშველად, მაგრამ როდესაც ადგილზე მივირბინე, საშინლად დაგლეჯილი, სისხლში ამოსვრილი და თითქმის მკვდარი კატა დამხვდა. ის გორგალივით დახვეული იწვა და შიშისგან კანკალებდა. მისმა ზურგს, ფეხებს და სხეულის ქვედა ნაწილს ფორმა საერთოდ ჰქონდა დაკარგული. კატის სიცოცხლე დასასრულს უახლოვდებოდა. ცალი თვალიდან წამოსულმა ცრემლმა, შუბლი გადაკვეთა და ძირს დაეცა. ვიდრე სახლში მიმყავდა, ის ხროტონებდა და და სუნთქვა უჭირდა. გავრბოდი და ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ მისთვის უფრო მეტი ტკივილი არ მიმეყენებინა. ის კი, ამ დროს, ყურის ბიბილოს მილოკავდა. გავჩერდი, რადგან ცრემლი მახრჩობდა და კიდევ უფრო მეტად მივიკარი მკერდზე. მან კი ჩემს ხელის გულს თავი შეახო, მისი ოქროსფერი თვალი ჩემსკენ მობრუნდა და კატა აკრუტუნდა! მიუხედავად იმისა, რომ ის საშინელ ტკივილს განიცდიდა, მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა — სულ ცოტა სიყვარულს! სულ ცოტა თანაგრძნობას… და იმ მომენტში მივხვდი, რომ ხელში ყველაზე მოსიყვარულე არსება მეჭირა, მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ. ის ყველაზე მოსიყვარულე და ყველაზე ლამაზი იყო.
კატა მანამდე მოკვდა, ვიდრე სახლში მისვლა შევძელი და მე დიდი ხნის მანძილზე ვიჯექი სადარბაზოსთან, კატით ხელში... შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ შეცვალა ერთმა უბედურმა კატამ, ჩემი წარმოდგენები სულის ჭეშმარიტ სისუფთავეზე და ერთგულ და უსაზღვრო სიყვარულზე. ხეიბარმა კატამ თანაგრძნობის შესახებ უფრო მეტი მასწავლა, ვიდრე ათასმა წიგნმა, ლექციამ და საუბარმა. და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი.
ადამიანების უმრავლესობას უნდა, რომ იყოს წარმატებული, მდიდარი, ძლიერი, ლამაზი... მე კი ყოველთვის ვეცდები, რომ ისე მიყვარდეს, როგორც იმ კატას უყვარდა და ეს სიყვარული ისე გავცე, როგორც ის გასცემდა…

0
182
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0