x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ მივხვდეთ, ნატურალურია ჩვენთვის კარგად ნაცნობი პროდუქტები თუ ფალსიფიცირებული?

თქვენ შეიძინეთ ღვინო საკმაოდ შეღავათიან ფასად და ეჭვი გეპარებათ მის ხარისხში? ფიქრობთ, გამოიყენოთ თუ არა კვერცხი, რომელიც კარგა ხანია დევს თქვენი მაცივრის თაროზე? გაინტერესებთ, ნატურალურია თუ არა თაფლი, რომელსაც გამყიდველი დიდი მონდომებით გთავაზობთ? - ეს პოსტი დაგეხმარებათ შეამოწმოთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტების ხარისხი და ვარგისიანობა.

მაშ ასე, მოდი ვნახოთ, როგორ უნდა გამოვიცნოთ, ნატურალურია პროდუქტი თუ ფალსიფიცრებული? ვადაგასულია თუ ახალი?


1. კვერცხი


image

ახალ კვერცხს თუ წყლით სავსე ჭიქაში ჩავუშვებთ, დავინახავთ, რომ ის ფსკერზე გვერდულად დაეშვება. თუ კვერცხი ერთი კვირისაა, ის იტივტივებს ფსკერზე წვერით ზემოთ, ძველი კვერცხი კი წყლის ზემოთ ამოტივტივდება. საუბარიც კი ზეტია იმაზე, რომ ამ უკანასკნელის ჭამა არ შეიძლება. შეიძინეთ მხოლოდ ახალი კვერცხი-წარმოების და ვარგისიანობის ვადა ზედვეა მითითებული. მისი მაცივარში შენახვა 2-3 დღის განმავლობაში სულაც არაა აუცილებელი. საკმარისია კვერცხი გრილ ადგილას დავდოთ.

2. კარაქი


image

ნაღების კარაქის ხარისხის შემოწმება ძალიან იოლია: თუ ნამდვილი კარაქის პატარა ნაჭერს მდუღარე წყალს დავასხამთ, ის წამში გადნება, ხოლო მარგარინი კი ნაწილ-ნაწილ დაიშლება.

დაიმახსოვრეთ, რომ ნატურალური კარაქის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ორი ინგრედიენტი: მოუხდელი რძე და ნაღები. თუ თქვენ ასაწონ კარაქს ყიდულობთ, დააკვირდით მის ფერს-კარაქის ფერი არ უნდა ძალიან ყვითელი და არც ზეწარივით თეთრი, კონსისტენციას-კარგი კარაქი მაგარია და გაჭრისას სრიალა ნაწიბურს ქმნის, ხოლო უხარისხო კი წვრილ ნამცეცებს შეიცავს და ფენებად იშლება და შენახვის ვადას- ნატურალური კარაქი ინახება არა უმეტეს 12-15 დღე.

3. არაჟანი


image

ზოგიერთი არაკეთისინდისიერი მწარმოებელი არაჟანს სისქისათვის ამატებს სახამებელს. მისი არსებობა საკმაოდ იოლად შეიძლება გამოვავლინოთ სახლის პირობებში: რამოდენიმე წვეთი იოდი ან ლუგელა შეურიეთ მცირე რაოდენობის არაჟანს და დააკვირდით რეაქციას: უხარისხო არაჟანი, რომელიც სახამებელს შეიცავს, გალურჯდება. თუ არაჟანი შეიცავს სტაბილიზატორ კარაგინანს ( სპეციალური ხელოვნური დანამატი, რომელსაც სისქის მისაცემად ამატებენ პროდუქტებს), მასში შეიმჩნევა კურკუშანები, ნამცეცები ან ბურღულის მსგავსი წარმონაქმნები. იოლი გასარკვევია, შეიცავს თუ არა არაჟანი მცენარეულ ცხიმებს: ერთი ჩაის კოვზი არაჟანი გახსენით ერთ ჭიქა მდუღარე წყალში. ცხიმი წყლის თავზე ცურვას დაიწყებს პატარ-პატარა თეთრი წვეთების სახით.

4. რძე


image

სულ ცოტაოდენი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ გაარკვიოთ, კარგი ხარისხისაა თუ არა რძე. პირველ რიგში-იოდი: თუ რძეში რამოდენიმე წვეთ იოდს დაამატებთ და ის ცისფრად შეიღებება, ესე იგი რძეს სისქის მისაცემად სახამებელი აქვს დამატებული. წყლით განზავებული რძის გამოაშკარავება ადვილია სპირტით-ერთ წილ სპირტს დაუმატეთ ორი წილი რძე და შეანჯღრიეთ ნარევი ერთი წუთის განმავლობაში. დაასხით ეს სითხე თეფშზე და დააკვირდით-თუ მასში დაინახავთ თეთრ ნამცეცებს-რძე კარგი ხარისხისაა. თუ ეს ნამცეცები დაგვიანებით ან სულ არ ჩნდება-რძე წყლითაა განზავებული.

5. ხაჭო


image

თუ ხაჭოში სახამებელია შერეული, ამის გამორკვევა ისევ იოდითაა შესაძლებელი თქვენთვის უკვე კარგად ნაცადი ხერხით. დააწვეთეთ იოდის წვეთი ხაჭოს: ხარისხიანი პროდუქტი მოწითალო შეფერილობას მიიღებს, სახამებლიანი კი გალურჯდება. ზოგი არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი ხაჭოს მცენარეულ ცხიმებს ამატებს. დატოვეთ ხაჭო მთელი ღამის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. ის პროდუქტი, რომელიც პალმის ან ქოქოსის ზეთს შეიცავს, დილისათვის ყვითელი ნადებით დაიფარება.

6. თაფლი


image

თაფლი არის პროდუქტი, რომელიც ყველაზე ხშირად ექვემდებარება ფალსიფიკაციას. რას აღარ უმატებენ მას, რომ გაზარდონ მისი მოცულობა და მასა: ცარცს, სახამებელს, წყლის სიროფსა და ფქვილსაც კი. ცარცის არსებობა თაფლში იოლად შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ ძმრით: გახსენით ცოტაოდენი თაფლი წყალში და დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ძმარი. თუ თაფლში ცარცია, ის შიშხინს დაიწყებს და აქაფდება. სახამებლის და ფქვილის არსებობა თაფლში იოდის საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ ზემოთ არწერილი მეთოდით, ხოლო თუ თაფლს ქაღალდზე დავასხამთ და მის გარშემო დიდი სველი ლაქა წარმოიქმნა, მასში წყალია შერეული.

7. თევზი

image

ახალი თევზის ყიდვა თქვენთვის შეიძლება ნამდვილ ლატარეად გადაიქცეს, თუ არ იცით ამ მალფუჭებადი პროდუქტის ცნობა. ერთი ფერის აუმღვრეველი თვალები, დაუზიანებელი ქერცლი და წითელი ლაყუჩები-ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ თევზი ახალია. ხარისხიანი თევზს უნდა ჰქონდეს მოვარდისფრო ხორცი და არა ყავისფერი. თუ ეს ნიშნები არაა საკმარისი, ჩაუშვით თევზი წყლით სავსე თასში-ახალი თევზი წყალში იძირება, ძველი კი ზედაპირზე ტივტივებს.

8. ხორცი


image

ახალ ხორცზე არ უნდა იყოს არანაირი სისველის, სისხლისა და ლორწოს კვალი. ნაჭერი უნდა იყოს დრეკადი და სწორკუთხა, ხორცს უნდა ჰქონდეს ხასხასა წითელი, ხოლო მის წვენს კი გამჭვირვალე ფერი. ახალ ხორცის აქვს მკვრივი, ოდნავ სველი ზედაპირი, ხოლო ძველს წებოვანი და სველი, რომელიც გამოყოფს ამღვრეულ წვენს. დააჭირეთ თითი ხორცის ნაჭერს: წარმოქმნილი ღრმული ახალ ხორცზე სწრაფად უბრუნდება საწყის მდგომარეობას, ხოლო ძველ ხორცზე ღრმული რჩება.

9. ცუკატები


image

ცუკატები-გამხმარი დაშაქრული ხილი ჯერ იხარშება სიროფში, შემდეგ კი ხმება მზეზე ან სპეციალურ აპარატებში. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ცუკატი, რაც იყიდება, როდია ხილისაგან დამზადებული. პროდუქტის ხარისხიანობის შესამოწმებლად ჩავუშვათ ცუკატები თბილ წყალში-თქვენ მალე დარწმუნდებით, რომ ნამდვილი ხილი შეცვლილია ჟელატინითა და საღებავებით, თუ ცუკატი გაუფერულდა, ან წყალში დნობა დაიწყო.

10. ღვინო


image

ღვინის ნამდვილობის დამადასტურებელი უმარტივესი ტესტი ასეთია: ერთ ჩაის კოვზ წითელ ღვინოს დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა. ნატურალური ღვინო ფერს შეიცვლის და მუქი გახდება, ხოლო ფალსიფიცირებული ისევ ისეთივე დარჩება.

ყურადღება მიაქცით ღვინის ბოთლში ნალექის არსებობას (ნამდვილი ღვინო ყოველთვის იკეთებს ნალექს-ღვინის ქვას), სუნს და რაღა თქმა უნდა ღვინის გემოს-მას არამც და არამც არ უნდა დაკრავდეს სპირტის გემო.

1
581
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
581
  
2017, 12 აგვისტო, 9:26
საინტერესოა
0 1 1