x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134495
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ცოტნე გამსახურდია:სამი დღეა მირეკავს და მაშანტაჟებს თავის ჭკუით, რაღაი ფული ეგულება,კბილები უკაწკაწებს
image




"არ მინდოდა მოყოლა, არ მინდა რომ გული გაგიტეხოთ ამ გაძაღლებულ ქვეყანაში...გახსოვთ, ფული რომ შევაგროვეთ სამშვილიანი დედისთვის?
~1300 ლარი შეგროვდა, აქაც დავდე ამონაწერი, თუ გახსოვთ. აგვისტოს პირველ რიცხვებში გადავეცი 400 ლარი და ვფიქრობდი ეს თანხა რამოდენიმე ნაწილად გამეყო, სანამ ჩვენი ადვოკატის დახმარებით სახელმწიფოს წართმეულ სოციალურ დახმარებას აღვუდგენდით.


სამი დღეა მირეკავს და მაშანტაჟებს თავის ჭკუით, რაღაი ფული ეგულება, კბილები უკაწკაწებს. ვინ მოგცათ უფლება სურათი რომ გადაგვიღეთ და დადეთ ფეისბუქზე, სასწრაფოდ მომეცით მთლიანი თანხაო. თურმე ამ быдло-მ უნდა განკარგოს ჩემი და ჩემდამი მონდობილთა ფულით როგორი გრაფიკით დავეხმარები... არეკინებს ბავშვებს: ცოტნე ბიძია, დაგვიბრუნეთ "ჩვენი ფული", და ა.შ.
დღეს სიტუაცია შეიცვალა, მისი ნათესავებიც გამოჩენილან ფულის სუნზე, პოლიციისთვისაც დაუძახიათ: ჩვენი ფულით რესტორნებში გულაობსო, მათ თანხას ველოდი თურმე, რომ რესტორანში წავსულიყავი
ახლა ვფიქრობ, დარჩენილი ჩვენი 900 ლარი დაავადებულ ბავშვთა ფონდს თუ მსგავს დაწესებულებას გადავურიცხო. მართლაც, ზოგს გულის მაგივრად ძღ... უდევს...
აი, ასეც ხდება... არც პირველია ეს და არც უკანასკნელი, მაგრამ რა ძნელია უყურო ამ ყველაფერს.."-წერს ცოტნე გამსახურდია


image


ცოტნე გამსახურდიამ ივლისის თვეში გამოაქვეყნა მარტოხელა დედის ისტორია, რომელიც თუნუქის გარაჟში ცხოვრობს სამ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად..მამა ციხეშია, თან დედა -მელანო უფლისაშვილი სასტიკი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შეიქმნა.

გამსახურდიამ საკუთარი ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და მსურველებს სთხოვა დახმარებოდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ოჯახს.




5
261
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
261
  
2017, 17 აგვისტო, 10:59
იმ ქალის საქციელი რათქმაუნდა არასწორია, მაგრამ შენი საქციელიც არანაკლებია. ცოტნე ვციტირებ შენ სიტყვებს - გახსოვთ, ფული რომ შევაგროვეთ სამშვილიანი დედისთვის?
ხოდა ამ ქალისთვის თუ შეაგროვე, ამ ქალსვე უნდა მისცე მთლიანი თანხა. მე სხვა ქართული გაგება არ ვიცი. სირცხვილია და მეტი არაფერი.
2017, 11 აგვისტო, 16:48
ხშირად ადამიანები უმადურები ვართ და არ ვიმსახურებთ გასაჭირის დროს დახმარებას და ხელის გაწვდენას.
მეც განკითხვასავი თ გამომივიდა :(((
2017, 11 აგვისტო, 16:36
ჰოდა, ,,ფეისბუქური გარჩევები,, მაგიჟებს სწორედაც... ეს ყველაფერი იმ ქალის ოჯახისთვის აეხსნა, ან საერთოდ , რააა, ასეთ ,,რამეებზე,, კომენტარების წერა არ მიყვარს და რატომ დავიწყე?(((
2017, 11 აგვისტო, 14:06
გარკვევით წერს ცოტნე, ადვოკატისთვის იყო საჭირო სოციალური დახმარება, რომ აღედგინათო!
ასეა უმადურობა სენად გვექცა ქართველებს...
2017, 11 აგვისტო, 12:47
კი, მარა, შე დალოცვილო, თუ აუგროვე ფული, მთლიანად გადაეგცა, ან ფბ-ით ვის წინაშე იწონებ თავს, ან ქალს რა სიტყვებით მიმართავ, ფუი...
0 1 5