x
image
ალექსანდრე ლექსო
ფუტკრების გადაშენება კაცობრიობის აღსასრულს გვაახლოვებს
image


დიდი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი ამბობდა, რომ როცა ჩვენს პლანეტაზე ფუტკრები აღარ იქნებიან, ნამდვილი აპოკალიფსი დადგება. ბოლო დროს მსოფლიო მეცნიერები შეშფოთებული არიან ამ შრომისმოყვარე მწერების რაოდენობის სწრაფი შემცირებით.

რა იწვევს მათ გაწყვეტას? სპეციალისტების აზრით მრავალი მიზეზია: კლიმატის ცვლილება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, სოფლის მეურნეობაში პესტიციდების მასობრივი გამოყენება, სხვადასხვა დაავადებები. ყოველივე ეს კატასტროფულ მასშტაბებს იღებს, მაგალითისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 100 წლის განმავლობაში ფუტკრების რაოდენობა 50–80% – ით შემცირდა.


image



ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს. თაფლში და ცვილში სასოფლო სამეურნეო შხამქიმიკატების 6 ნაირსახეობა აღმოჩნდა. ამის გამო ფუტკარი ნორმალურად ვერ იკვებება, და მას ადვილად სძლევს ვირუსები, ბაქტერიები, პარაზიტები.

ინდოელი ექსპერტების მტკიცებით, ფუტკრებზე ძალიან ცუდად მოქმედებს ელექტრომაგნიტური ტალღები, რომელსაც მობილური ტელეფონები და ფიჭური კავშირის გადამცემი ანძები ასხივებენ. ინდოეთის შტატ კერალაში გადამცემი ანძების მასობრივმა განთავსებამ, ამ შტატის ფუტკრების თითქმის გადაშენება გამოიწვია. აღმოცნდა, რომ ფიჭური კავშირის ტალღები ფუტკარს ორიენტაციის უნარს უკარგავს. სამუშაოდ გამოსული ფუტკარი უკან, სკისკენ გზას ვეღარ აგნებს.

image


დიდი რაოდენობით შემცირდა ფუტკრების რაოდენობა აგრეთვე კანადაში, ავსტრალიაში, ჩინეთსა და მთლიანად ევროპის ქვეყნებში. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს შიძლება გამოწვეული იყოს აგრეთვე გენმოდიფიცირებული მცენარეების მომრავლებით განვითარებულ ქვეყბებში. ფუტკრები ასეთ მცენარესთან არ მიდიან და ამიტომ ნექტარის გარეშე რჩებიან.

ჩვენს პლანეტაზე სასოფლო სამეურნეო კულტურების დაახლოებით 80 პროცენტი ფუტკრების დახმარებით იმტვერება. ეს ნიშნავს, რომ ფუტკრების გადაშენება მასობრივ შიმშილს გამოიწვევს. ამასთან კაცობრიობა არ აპირებს უარი თქვას პესტიციდების გამოყენებაზე, გენმოდიფიცირებული კულტურების გაშენებაზე და ფიჭურ კავშირგამბულობაზე.

გამოსავალის ძებნა აქტიურად მიმდინარეობს. ზოგი მეცნიერი ფუტკრის ახალი, უფრო გამძლე ჯიშების გამოყვანას გვირჩევს. სხვები ფიქრობენ, რომ საჭიროა თვითდამტვერვადი მცენარეები შეიქმნას, ან კიდევ დამტვერვა რაღაც სხვა ხერხით უნდა მოხდეს. მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.


0
579
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0