x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნეპალში აკრძალეს სახლიდან ქალების გაგდება კრიტიკული დღეების დროს
imageმრავალი ქალი იძულებულია მენსტრუაციის დროს გომურში იცხოვროს.



ნეპალის მთავრობამ მიიღო კანონი, რის მიხედვითაც ამიერიდან იკრძალება ქალის გაგდება სახლიდან კრიტიკული დღეების დროს.


ქალები ამ პერიოდში იძულებულები არიან იცხოვრონ გომურებში ან სხვა რაიმე დამხმარე ნაგებობებში, როგორც ამას ძველი ინდუისტური ადათი ავალებს.


ახალი კანონის თანახმად, ქალის სახლიდან გაგდება სამთვიანი ციხით და 30 დოლარი ჯარიმით დაისჯება.



"ჩაუპადი" ასე ჰქვია ძველ ადათს, რომელსაც ამ ბოლო ხანებში აქტიურად განიხილავენ ადგილობრივ პრესაში, ბოლო თვეში ორი გოგონა გარდაიცვალა მენსტრუაციის დროს, რომლებიც სახლიდან გააძევეს.

მაგალითად: გასულ თვეს ერთი გოგონა გომურში გველმა დაკბინა, რის შემდეგაც გარდაიცვალა, ხოლო 2016 წლის დეკემბერში გარეთ გაგდებულ 15 წლის გოგონას შესცივდა, კოცონი დაანთო, რის შედეგადაც კვამლისგან გაიგუდა.


ძველი ნეპალური ტრადიციის თანახმად ახალნამშობიარები ქალი და ქალი მენსტრუაციის დროს "უწმინდურად" ითვლება და ცრურწმენის თანახმად უბედურება მოაქვს, მათ კრიტიკულ დღეებში ეკრძალებათ მამაკაცთან და ძროხასთან მიახლოვება, აგრეთვე ზოგიერთი პროდუქტის ჭამა, მაგალითად რძის ნაწარმის.


აქტივისტი პაშიპატი კუნვარი, რომელიც ამ ადათ-წესის კრიმინალიზაციისთვის დიდი ხანია იბრძვის BBC-თან საუბარში აცხადებს, რომ ძალზე კმაყოფილია მიღებული გადაწყვეტილებით.


"ჩვენ დიდხანს ვიბრძოდით იმისთვის, რომ დაგვემტკიცებინა ჩაუპადის არაადამიანური პრაქტიკა-ახლა მთავარია მთავრობამ აქტიურად დანერგოს ეს კანონი, რომ აზრი ჰქონდეს ამ ყველაფერს"-განაცხადა მან.


"მთავარია მენტალიტეტის შეცვლა.ძლიერი კანონი ადამიანებს აიძულებს ძველ ჩვეულებებზე უარი თქვან.ამას დრო სჭირდება"-განაცხადა ჩანდანატის(დასავლეთ ნეპალი) მერის მოადგილემ ანსარა ნეუპანემ.

image

0
81
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0