x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა უფრო სწრაფად კლავს ადამიანს - სიცხე თუ სიცივე?
ზოგი ადამიანი ვერ იტანს სიცხეს, ზოგი კი - სიცივეს. არასოდეს დაგბადებიათ კითხვა?- რომელია უფრო საშიში?- სიცივე თუ სიცხე. ერთი შეხედვით ჩანს, რომ სიცხეს ვერსად გაექცევით და ის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისათვის, ვიდრე გადაციება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

მეცნიერები ამ კითხვაზე იძლევიან ერთგვაროვან პასუხს:


image
ადამიანის ორგანიზმისათვის უფრო საშიში ყოფილა ექსტრემალური სიცივე, ვიდრე სიცხე. ექსტრემალური სიცივით სიკვდილი 17-ჯერ უფრო სწრაფად დგება, ვიდრე სიცხით. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანთა 0, 90% იღუპება მკვეთრი ტემპერატურული სხვაობით.


როგორ დგება სიკვდილი ორგანიზმის გადაციების დროს?



image

დავუშვათ, თქვენ აღმოჩნდით ექსტრემალური სიცივის პირობებში. თავშესაფარი და ცეცხლის წყაროს პოვნა შეუძლებელია. ვნახოთ, რა მოხდება ამ დროს ორგანიზმში?


36, 6-35 გრადუსი


როცა სხეულის ტემპერატურა 36 გრადუსამდე დაიწევს, კისრის და მხრების გარშემო არსებული კუნთები იწყებს შეკუმშვას. ამას კუნთების ციების ტონუსი ეწოდება. 45 წუთის შემდეგ ტემპერატურა უკვე 35 გრადუსამდე ეცემა-ამ დროს სხეული იწყებს ძლიერ ცახცახს კუნთების ბუნებრივი რეაქციის ხარჯზე.


35-32 გრადუსი


35 გრადუსიდან დაწყებული, სხეულის ტემპერატურის ერთი გრადუსით კლება იწვებს მეტაბოლიზმის შესუსტებას 3-5 %-ით, ხოლო 34 გრადუსზე ადამიანი კარგავს მეხსიერებას- უკვე ვერ აანალიზებთ, სად იმყოფებით და რას აკეთებთ. ყველაზე ხშირად სწორედ ამ გრადუსზე ეცემიან ადამიანები თოვლში და იქ ირინდებიან უმოძრაოდ. 33 გრადუსს ქვემოთ იწყება აპათია, ხოლო 32 გრადუსზე გრძნობის დაკარგვა.


32-30.5 გრადუსი


ეს არის კრიტიკული გადაციების ზონა, როცა სხეული წყვეტს გათბობას ცახცახის ხარჯზე. ხდება სისხლის შედედება, ჟანგბადის მოხმარების შემცირება. მოყინული კიდურების კუნთები იწყებენ ზედმეტი სითხის გამოყოფას, რომელსაც თირკმელები უკვე ვეღარ უმკლავდება. ამ დროს ხდება მეხსიერების სრული დაკარგვა-ადამიანი ვერ ცნობს საკუთარ შვილსაც კი.


30.5-29.5 გრადუსი


ამ დროს ელექტრული იმპულსები, რომლებსაც აგზავნიან გადაციებული ნერვიული დაბოლოებები გულთან, ხდება არითმული, ხოლო გული მუშაობს მხოლოდ მესამედი დატვირთვით, ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს ჰალუცინაციებს. 29.5 გრადუსზე დგება სიკვდილი.


image


ექსტრემალურ დაბალ ტეპერატურაზე ადამიანის ორგანიზმი თითქოს კონსერვირდება, ძალიან ამცირებს რა შინაგან პროცესებს. ბევრი ადამიანი, რომელიც გაყინულ მდგომარეობაში უნახავთ, ერთი შეხედვით მკვდარი ჩანს. თუმცა ასეთ დროს სხეულმა შესაძლებელია რამოდენიმე საათი იცოცხლოს. ასეთი მდგომარეობიდან სხეულის გამოყვანა ძალიან ფრთხილად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს.


image


საინტერესო მომენტი-მტანჯველი შეტევის დროს, როცა სხეულის ტემპერატურა 29.5-30 გრადუსია, ხდება ფენომენი სახელწოდებით "პარადოქსალური გახდა". ძალიან ხშირად, როცა გაყინული ადამიანის შიშველ სხულს პოულობენ, კრიმინალისტები ფიქრობენ, რომ ისინი ვინმემ გაძარცვა და დატოვა ტანსაცმლის გარეშე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ კრიტიკული მომენტის დროს ადამიანები თავად იგლეჯენ ტანსაცმელს. ზუსტი ახსნა ამ ფენომენს არა აქვს, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ დროს ორგანიზმი რთავს დაცვის ფუნქციას - ვაზოკონსტრიქციას, რომლის დროს ხდება სისხლძარღვების უნებლიე შეკუმშვა, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმის მიერ სითბოს დაკარგავს. ეს ხელს უწყობს შინაგან ორგანოებში არსებული თბილი სისხლის გადასვლას პერიფერიულ ქსოვილებში, რაც იძლევა ადამიანში თბურ აფეთქებას - სიცხის შეგრძნებას; ადამიანი ვერ აცნობიერებს, თუ რას აკეთებს და ცდილობს ამ სიცხეს ტანსაცმლის გახდით დააღწიოს თავი, რითაც უფრო ამძიმებს მდგომარეობას.


კიდევ ერთი ფაქტი სიცივის შესახებ


image

ითვლება, რომ ცივი ჰაერი ძალიან საზიანოა ადამიანისათვის, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. რა თქმა უნდა, გააჩნია იმას, რამდენ ხანს ხართ სიცივეში და რა პირობებში. ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ზამთრის ჰაერი 30%-ით მეტ ჟანგბადს შეიცავს, ვიდრე ზაფხულის. ასე რომ, ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის კანზე. უფრო მეტიც, ყინვიან ჰაერს შეუძლია შეამსუბუქოს ბრონქიტით ან ფილტვების ანთებით ავადმყოფის მდგომარეობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰაერი მშრალია და არა ნესტიანი. ყინვიანი ჰაერი კარგ ზეგავლენას ახდენს აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე და კიდევ ბევრ სხვა ავადმყოფობაზე.


იცით თუ არა, რომ არსებობს ფიზიოლოგიური შეგუება სიცივესთან?


image

ცივ კლიმატურ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს, მაგალითად, ჩუქჩებსა და ესკიმოსებს, 20-30%-ით ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა აქვთ, ვიდრე ზომიერ სარტყელში მცხოვრებ ადამიანებს.

ავსტრალიის აბორიგენებს და ტიბეტელ ბერებს შეუძლიათ ნულ გრადუსზე სრულიად შიშვლებმა გაატარონ მთელი ღამე და არც კი იკანკალონ სიცივისაგან.

კორეელი და იაპონელი მარგალიტის მომპოვებლები, რომლებიც წყალქვეშ, რომლის ტემპერატურა სულ რაღაც 10 გრადუსია, დღეში რამოდენიმე საათს ატარებენ, ასევე ნაკლებად მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ.


როგორ დგება სიკვდილი სიცხის ზეგავლენით?


image

43 გრადუსზე მეტი სხეულის ტემპერატურა ადამიანისათვის უკვე სასიკვდილოს წარმოადგენს. ცილების სტრუქტურის ცვლილება და უჯრედების შეუქცევადი დაზიანება 41 გრადუსზე იწყება, ხოლო რამოდენიმე წუთის განმავლობაში 50 გრადუსი გარემოს ტემპერატურის ზემოქმედება უკვე ყველა უჯრედის სიკვდილს იწვევს. თერმული დარტყმა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა გადაცდება 41 გრადუსს და დაირღვევა ორგანიზმის თერმორეგულაციის სისტემა. პირველი საგანგაშო ნიშნებია: გავარვარებული სახე, ცხელი კანი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაღიზიანებულობა და სისუსტე. შემდეგ დგება გონების დაბინდვა და კოორდინაციის დარღვევა.


image


სხეულის ტემპერატურის კიდევ უფრო მომატებისას, 42 გრადუსს ზევით, ადამიანი კვდება თავის ტვინის დაზიანების გამო. სწორედ ჩვენი ტვინია შინაგანი თერმოსტატი და ის დაყენებულია 37 გრადუსზე. ციებ-ცხელების დროს ხდება მისი გადართვა 2-3 გრადუსით ზევით. კანის სითბოსა და სიცივის გადამცემები იწვევენ ადგილობრივ რეაქციას, აგზავნიან რა ინფორმაციას ტვინში, სადაც ამ ინფორმაციის საფუძველზე ხდება რეგულირება ორგანიზმის საერთო თბოგამომუშავების და თბოდაკარგვისა. ოფლის გამოყოფის წყალობით კანის ზედაპირი გაცილებით გრილია ჰაერის ტემპერატურასთან შედარებით. ოფლის გამოყოფას არეგულირებს ჰორმონი ადრენალინი.

ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 3 მილიონი ოფლის ჯირკვალია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თერმორეგულაციაში. ადამიანის კანი ღებულობს კუნთების და შინაგანი ორგანოების მუშაობის დროს გამოყოფილ სითბოს და მას გადასცემს გარემომცველ გარემოს. შინაგანი ტემპერატურის გაზრდის დროს სისხლძარღვები ფართოვდება, იზრდება რა სითბოს გადაცემა.

ორგანიზმის შინაგანი ტემპერატურის გაზრდისას ძლიერდება ოფლის გამოყოფა, რაც იწვევს კანის და მაშასადამე, კანქვეშ არსებული სისხლძარღვების გაგრილებას.

ოფლის გამოყოფას სითბოს გაცემა შეუძლია 20-ჯერ გაზარდოს, თუმცა ამ დროს ხდება ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა. რა თქმა უნდა, ასეთი ძლიერი ოფლდენა არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ სიცხეში მყოფი ადამიანი დღეში დაახლოებით 10 ლიტრ სითხეს კარგავს და მასთან ერთად კარგავს მარილებს, რომლის უკმარისობა იწვევს კიდურების მტკივნეულ სპაზმებს. ადამიანი წყვეტს მოძრაობას, სიცხის შემდგომი ზემოქმედების დროს ხდება სითბური დარტყმა-ადამიანს ეწყება გულისრევა, თავბრუსხვევა და სისუსტე. სუსტდება მხედველობა და იწყება კუნთების სპაზმები. თუ ორგანიზმის გადახურება კიდევ გაგრძელდა, ზიანდება შინაგანი ორგანოები, პირველ რიგში ფილტვები-ისინი თითქოს მოხარშეს, ესკი იწვევს სიკვდილის დადგომას.


რატომ არ კვდებიან საუნაში მაღალ ტემპერატურაზე მყოფი ადამიანები?


image

ადამიანთა უმეტესობა ვერ უძლებს 50° ტემპერატურას, განსაკუთრებით ნესტიანი ჰაერის პირობებში, თუმცა მშრალი 90 გრადუსის დროს კაცმა შეიძლება საკმაოდ კომფორტულად იგრძნოს თავი. მხსნელად ამ დროს ოფლის გამოყოფა გვევლინება. საუნის მშრალ ტემპერატურას (რომელიც ხანდახან 127°С -საც კი აღწევს) ადამიანი უძლებს 20 წუთი. აბანოში ტემპერატურა გაცილებით მცირეა, მაგრამ სიცხე ორივეგან ერთნაირად აღიქმება. უნდა გავითვალისწინით, რომ ეს ამტანობა უსაზღვრო არაა. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინის უჯრედები ძალიან მგრძნობიარეა სიცხის მიმართ. მისი ზღვარია 42°С, ამიტომ სხეულის ტემპერატურის სულ რამოდენიმე გრადუსით მომატება დიდ ზიანს აყენებს ტვინის მუშაობას.


გაუფრთხილდით თავს: არ იაროთ სიცხეში და მოერიდეთ სხეულის გადაცივებას.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!


3
1274
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1274
  
2017, 11 აგვისტო, 17:34
ვისაც გული აწუხებს მისთვის უბრალო შხაპის მიღებაც კი შეიძლება გულის შეტევის მიზეზი გახდეს.
2017, 11 აგვისტო, 16:40
მადლობა, გაიხარე.
2017, 11 აგვისტო, 11:03
საინტერესო სტატიაა
0 1 3