x
მეტი
  • 20.10.2017
  • სტატია:70143
  • ვიდეო:322956
  • სურათი:424267
ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ?

ფოტოსურათი, რომელზეც ქალი დგას აეროპორტის სალაროსთან და ბილეთს ყიდულობს, მომენტალურად პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში. ამის მიზეზი კი ერთი გულისამაჩუყებელი ისტორია გახდა.

თავდაპირველად ეს ფოტო სოც. ქსელში ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა და მას ისტორიაც დაურთა. როგორც მინაწერიდან ირკვევა, ის აეროპორტში იმყოფებოდა, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა:

ერთი მამაკაცი 2 წლის ქალიშვილთან ერთად, რეგისტრაციას გადიოდა და მან მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ ბილეთი ბავშვისთვისაც უნდა აეღო. მამაკაცი ამ ფაქტმა შეაშფოთა, რადგან ბილეთისთვის საჭირო თანხა არა ჰქონდა. დაღონებული გვერდით გავიდა და რამდენიმე ზარი განახორციელა. მაგრამ, მისი სახით თუ ვიმსჯელებდით, ფულის შოვნა ვერ მოახერხა. ჩაეხუტა თავის გოგონას და იმედგაცრუებული, იქვე ჩამოჯდა.image
მოულოდნელად მასთან უცნობი ქალი მივიდა და ბავშვისთვის ნაყიდი ბილეთი გაოგნებულ მამას მისცა. აეროპორტის თანამშრომლებიც გაკვირვებულები იყვნენ ქალის საქციელით, რადგან ბილეთი 749 დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, ქალი არც დაფიქრებულა, ისე გადაიხადა საჭირო თანხა.

ბავშვის მამამ ბილეთი გამოართვა, გადაეხვია ქალს და მისამართი სთხოვა, რომ ვალი დაებრუნებინა. მაგრამ, ქალმა უთხრა, რომ ფულის გადახდა საჭირო არ იყო და ამასთან დაკავშირებით, ნერვიულობაც არ ღირდა.
ამ ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი აზრი კომენტარებში. ისინი გულწრფელ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ უცნობი ქალბატონის საქციელის გამო.

image

imageimage
* თუ ვინმე უანგაროდ დაგეხმარათ, იმას არ ნიშნავს, რომ ვალი არა გაქვთ...

* გულისამაჩუყებელი იგავი ადამიანზე, რომელსაც სულელს ეძახდნენ…

* ისტორია უბრალო ადამიანურ სიკეთეზე

image

6
320
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
320
  
17 აგვისტო, 11:54
ისიც სარეგისტრაციო დარბაზში იყო და ამ ფაქტს შეესწრო
ეს ქალი კაკულიაა ეტყობა. მაგრად მიხვდა კაცს რა უჭირდა
ეს ქალი კაკულია იყო თუ ვინ იყო, როგორ მიხვდა კაცს რა ჭირდებოდა?
11 აგვისტო, 19:26
სამწუხაროა, რომ უმეტესობამ არ იცის "მათზე" მეტი რატომ ეძლევა. შემთხვევა ნამდვილად სამაგალითოა.
11 აგვისტო, 17:46
კარგია!
0 1 6