x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები. ( ნაწილი VIII )
image



- დაქვემდებარებულნი, არსებითად, მხოლოდ მაშინ გეხმარებიან, როცა გრძნობენ, რომ თქვენ ურყევი ხართ.


- მე ვამჯობინებ დასკვნის ძალას სტილის სილამაზეს: საქმე ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე სიტყვა.


- ყველა მართალია თავისებურად. დიაგორას სიმართლე ღმერთის უარყოფა იყო, ნიუტონი კი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ღმერთი უნდა გვეღიარებინა. ყველა მოვლენაში მოქცეულია მისი საპირისპირო მოვლენა: რევოლუციის დროს, მაგალითად, შეიძლება რიგრიგობით ხან გმირი იყო, ხან ბოროტმოქმედი; ხან ეშაფოტზე აჰყავდეთ, ან დიდების მწვერვალზე.



- დადგება დღე და ისტორია იტყვის, რა იყო საფრანგეთი, როცა მე ავედი ტახტზე და რად იქცა, როცა კანონები დავუწერე ევროპას.


- იტალიური არმია - ეს იყო ყოვლად უვარგისი ბრბო, როცა დირექტორატმა მეთაურად დამნიშნა: არმიას არც პური ჰქონდა, არც ტანსაცმელი. მე ვუჩვენე მათ მილანის ველები, ვუბრძანე სალაშქროდ დაძრულიყვნენ, და იტალია დაპყრობილ იქნა.


- ჩემი კამპანიებისას მე იშვიათად ვსარგებლობდი ჯაშუშებით. ყველაფერს ვაკეთებდი შთაგონებით: ყველაფერს ზუსტად ვხვდებოდი, ელვის სისწრაფით დავქროდი, დანარჩენი ბედ-იღბლის საქმე იყო.


- ყველაზე დიდი ტირანია დაქვემდებარებულთა ტირანიაა.


- ხელმწიფე კარგავს ხალხის კეთილგანწყობას ისეთი შეცდომის გამო, რომელიც ყურადღებადაც კი არა ღირს, ასევე სახელმწიფოებრივი გადატრიალების შედეგად. ამიტომ როცა სრულად აითვისებ მართვის ხელოვნებას, დიდი რისკი უნდა გასწიო შენი რეპუტაციის გადასარჩენად.


- თავის მეხსიერებაში იტევს ყველაზე მეტ სახეს, ვისაც წარმოსახვის უნარი ყველაზე მძლავრი აქვს.


- მე არ ვიცი, რას გულისხმობენ ღვთიური სამართლის ქვეშ - ეს ალბათ ვიღაც ერთი ლუვენელი ჩლუნგი თეოლოგის გამოგონება უნდა იყოს. აკი თვით პაპსაც არა აქვს იმაზე უფრო მეტი ღვთაებრივი სამართალი, ვიდრე მე - ბრიტანეთის ლორდთა პალატაში სამემკვიდრეო ადგილის უფლება.


- ბრბო არ გამოირჩევა საღი აზროვნებით; მას უყვარს გაიმეოროს მთელი მითქმა-მოთქმა უზადო ადამიანის მიმართ.


- საომარ მოქმედებათა ადგილი გენერლის საჭადრაკო დაფაა. ყოველი მისი სვლა ავლენს მხედართმთავრის უნარს და უმეცრებას.


- ბებერი, ბათქაშით განახლებული მონარქიები მანამ არსებობენ, სანამ ხალხი თავის თავში არ იგრძნობს ძალას: ამნაირ ნაგებობებში რღვევა ყოველთვის ფუძიდან იწყება.


- რელიგიისთვის კულტის მსახურნი იგივენი არიან, რაც მოხელენი - მთავრობისათვის. ჩვეულებრივი ადამიანი კარისკაცის კრედიტს მისი ლაქიების რიცხვით ზომავს, ხოლო ბრბო ღმერთის ყოვლისშემძლეობას - მღვდლების რაოდენობით.


- იმისათვის, რომ ხალხმა ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოს, მართულნი ბრძენკაცნი უნდა იყვნენ, მმართველები კი - ღმერთები.


- აქვე...


image



ერთ ბელგიელ გლეხს, რომელიც ვატერლოოს ველამდე გაუძღვა ნაპოლეონს, ჰკითხეს, როგორ მოეწონა იმპერატორი. მან მოკლედ უპასუხა: "მისი სახე საათის ციფერბლატი რომ ყოფილიყო, ვერ გავბედავდი შემეხედა, რომელი საათია!"

0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0